კამილ პისარო 1830 -1903 - ჩანაწერები და ნახატები

“პისაროს შემოქმედების სიდიადე იმაშია, რომ აღწევს სრულ ერთიანობას იმის გადმოცემისას, რასაც ხედავს და გრძნობს. მის სურათებში რეალობის ნამდვილი განცდაა, რომელიც გადმოცემულია სრულყოფილი, ღვლარჭნილობისაგან თავისუფალი ტექნიკით. ეს არის უნარი, შეინახოს პირვანდელი უშუალო შთაბეჭდილება, რაც პისაროს შემოქმედებას სიახლეს ანიჭებს. ეს არის მიზეზი და გამართლება პისაროს შემოქმედებისა” - კრიტიკოსი რაიმონ კონიე

”პისარო ყველას სიყვარულს იწვევდა, - არიან ასეთი ადამიანები, რომლებისაც არ შურთ და უსიტყვოდ აღიარებენ მათ კეთილშობილებას, ღვაწლსა და ნიჭს. ხელოვნების იმდენად ერთგული იყო, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაც ხელოვნებასთან არ იყო დაკავშირებული, გარემოებათა წინაშე ფარ-ხმლის დაყრად მიაჩნდა და ამიტომაც უარყოფდა. ის გულწრფელი, მთელი კაცობრიობისათვის გულგახსნილი ადამიანი იყო” - ამბრუაზ ვოლარი.

”ღია ცის ქვეშ ხატვა საუკეთესო საშუალებაა, რომ იგრძნოთ ცა, მიწა, ხის ტოტები და წყალი... ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, რომ არ დაკარგოთ პირველი შთაბეჭდილება და მიიღოთ სასურველი შედეგი”.

”საოცრებაა, რასაც ამ ხალხის შემოქმედებაში ვხედავ. აქ არაფერია მყვირალა, თვალში მოსახვედრი. ეს არის მშვიდი, დიდებული, საოცრად ერთიანი და დაფარული ბრწყინვალების ხელოვნება” - კამილ პისარო იაპონური გრავიურების შესახებ

”აქ არ დავრჩები. მხოლოდ საზღვარგარეთ ხვდები, რა დიადი, ლამაზი და სტუმართმოყვარეა საფრანგეთი. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა! მხოლოდ გულგრილობას, დამცირებას და უხეშობასაც კი ხვდები. მხატვრებს აქ ერთმანეთის შურთ, ერთმანეთს არ ენდობიან. აქ არ არსებობს ხელოვნება, ყველაფერი კომერციის ნაწილია. რაც შეეხება სურათების გაყიდვას, თითქმის ვერაფერს მივაღწიე. მხოლოდ დიურან-რიუელმა იყიდა ჩემგან ორი ნამუშევარი. ჩემი ფერწერა არ მოსწონთ. სრულებით არ მოსწონთ. მარცხი ყველგან თან დამდევს”- წერს პისარო თეოდორ დიურეს

”ოთხი წელი გამოვცადე ახალი ტექნიკა და შემდეგ უარი ვთქვი მასზე, მე ვერ ჩავთვლი თავს ნეოიმპრესიონისტად. ეს წარმოუდგენელია, ეს არ არის სიმართლე. ჩემი შეგრძნებები ვერ უერთგულებს ეფექტებს, როცა ბუნება ასეთი მშვენიერია... მე უარი უნდა მეთქვა”.

”გამოფენა კარგად მიდის, ეს წარმატებაა. ვუბრუნდები ჩემს საქმიანობას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეფასებების კითხვა. მათგან ვერაფერს ისწავლი” - წერს პისარო დიურეს.

”ამ კვირას მთელი პარიზი შემოვირბინე იმ საოცრების მოსაძებნად, რომელიც იმპრესიონისტის ნამუშევარს იყიდდა”- 1878 წელი

”დარწმუნებული ვარ, ჩემს სურათებს რომ ნახავენ, დამპალ ვაშლებს მესვრიან. პარიზისათვის ჩვენ ჯერ ისევ ბრბო და ბოდვა ვართ. არა! შეუძლებელია, ხელოვნება, რომელიც არღვევს ძველ რწმენას, მიიღონ და დააფასონ. არა! ბურჟუა ბურჟუაა თავით ფეხებამდე”.

”ბედნიერია ის, ვისაც ჩვეულებრივ საგნებში, იქ, სადაც სხვები ვერაფერს ხედავენ, სილამაზის დანახვა შეუძლებელია! ყველაფერი მშვენიერია, საკმარისია მხოლოდ დანახვა შეგეძლოს”.



ჟიული ველეი და კამილ პისარო
“1852 წელს კარგი ანაზღაურების მქონე კლერკი ვიყავი კუნძულ სენტ-თომასზე, მაგრამ იქ გაძლება არ შემეძლო. დიდხანს არ მიფიქრია, ყველაფერი მივატოვე და კარაკასში გავიქეცი. ასე მინდოდა ერთბაშად გამეწყვიტა კავშირი ბურჟუაზიულ ცხოვრებასთან. ის, რაც გადავიტანე, წარმოუდგენელიც კი შეიძლება იყოს. მაგრამ ის, რაც ახლა მაქვს გადასატანი, საშინელებაა. ამისი გადატანა უფრო ძნელია, ვიდრე მაშინდელისა, ახალგაზრდა, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე რომ ვიყავი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არა მაქვს. თუმცა, რომ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, არ ვიორჭოფებდი და იმავე გზას გავივლიდი”.

”რენუარს დიდი წარმატება ხვდა წილად სალონში. ვფიქრობ, მისმა სახელმა გააღწია... მით უკეთესი... სიღარიბე ისე მძიმეა”.

”ბევრს ვმუშაობ, მაგრამ საქმე ძალიან ნელა მიდის წინ... არ დაიჯერებთ, მაგრამ ახლა ნებისმიერი ტილო ან გუაში ორჯერ თუ ოთხჯერ დიდ დროს მართმევს, ვიდრე ადრე. სასოწარკვეთილი ვარ... კმაყოფილი ვარ თუ არა საკუთარი თავით? ცხადია არა” - წერს კამილ პისარო დიურან რიუელს - 1885 წლის 4 ნოემბერს

”1866 წლიდან ის (პისარო) თანდათან თავისუფლდებოდა კოროს გავლენისაგან. მისი პალიტრა ნათელი ხდებოდა, გაქრა ნეიტრალური ტონები, გამჭვირვალე ჰაერმა დაიწყო ვრცელ მზიან სივრცეებში გაღწევა. თანდათან იკვეთებოდა გვიანი იმპრესიონისტული ტექნიკის ნიშნები. ის ხატავდა შპატელით, დიდი, მანათობელი მონასმებით, რომლებიც თანდათან უფრო პლასტიკური ხდებოდნენ” - კრიტიკოსი რაიმონ კონიე

”თრთვილი” - 1873
”რა არის ეს? ხედავთ თრთვილს ღრმა ხნულებში? ეს არის სუფთა თეთრი ნაკაწრები ჭუჭყიან ტილოზე. არც თავი აქვს, არც ბოლო, ვერც წინიდან აღიქვამ ვერაფერს, ვერც უკნიდან” - კრიტიკოსი ლუი ლეროი

”წითელი სახურავები” - 1877
”ამ სურათის ავტორს ჭეშმარიტი მხატვრის ტემპერამენტი აქვს” - მწერალი ჟორის კარლ ჰიუსმანსი

”პონტუაზი, თოვლი” - 1879
”გააგებინეთ პისაროს, რომ ხეები იისფერი არ არის და ცა - ნაღებისფერი” - ხელოვნებათმოცდნე ალბერტ ვოლფი

”გოგონა წკეპლით” - 1881
”კამილ პისარო სამ-ოთხ მნიშვნელოვან მხატვართაგან დღეს ერთ-ერთია... იშვიათად შევხვედრივარ ასეთ თავდაჯერებულ ტექნიკას” - ემილ ზოლა

”ქალი ბაღში” - 1885
”თქვენ არ გაქვთ სისლეის დეკორატიული გრძნობა, მონეს გამჭოლი თვალი, მაგრამ თქვენ გაქვთ ის, რაც მათ არა აქვთ - ბუნების ღრმა და ინტიმური განცდა... და ფუნჯის ძალა, რომლის წყალობითაც თქვენს ნამუშევარს ყოველთვის აქვს რაღაც დასრულებული... არ იფიქროთ არც მონეზე, არც სისლეიზე. იარეთ თქვენი გზით... სოფლის ბუნების გამოხატვის გზით” - თეოდორ დურიე წერს პისაროს 1873 წელს

”ჩემო ძვირფასო ბატონო პისარო, თქვენ უმშვენიერესი სურათი მომიტანეთ და ვწუხვარ, რომ იმ დროს გალერეაში არ ვიყავი, რათა თქვენთვის ჩემი პატივისცემა დამედასტურებინა. შემატყობინეთ, გეთაყვა, ფასი და როცა კი შეძლებთ, გამომიგზავნეთ კიდევ სურათები. აქ თქვენი ბევრი ნამუშევრის გაყიდვას ვაპირებ” - წერს სურათებით მოვაჭრე პოლ დიურან-რიუელი პისაროს

”ოპერის მოედანი პარიზში, წვიმა” - 1896
”ახლახან ვესტუმრე მამილო პისაროს სასტუმრო ”ლუვრში”, სადაც ფანჯრიდან ოპერის ქუჩისა და ფრანგული თეატრის მოედნის გადაკვეთა უნდა დაეხატოს. მეგონა, მძიმე მდგომარეობაში დამხვდებოდა მას მერე, რაც ფელიქსი მოკვდა, ლუსიენი კი მძიმედ დაავადდა, მაგრამ მას საკუთარი ფილოსოფია აქვს და ბედს საოცრად შეუგუებელია. ახლა ის უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა... მუშაობს დიდი ენთუზიაზმით. ვადარებ ამ მხატვრის შრომასა და მოღვაწეობას, სიბერეს სხვა მოხუცების ჩაფერფვლასა და გონებასუსტობას და ვხედავ, რა დიდ ჯილდოს გვაძლევს ხელოვნება” - პოლ სინიაკი

”დიდი ხიდი, რუანი” - 1896
”ვფიქრობ პირდაპირ ჩემი ფანჯრიდან დავხატავ... რამდენიც უნდა იყოს დიდი და პატარა მილი, საიდანაც კვამლი ამოდის, ნავები, ყველაფერი ახალი და ბრწყინვალეა... მარცხნივ, რკინის ხიდის გადაღმა, მუშათა რაიონია... ეს ვენეციასავით ლამაზია, ეს ხელოვნებაა. ხელოვნება კი ჩემს აღქმაში იფილტრება”.

”შემოდგომის დილა, ქალი ერნის ბაღში” - 1897
”როგორც კი ისეთმა შუბლმაგარმა იმპრესიონისტმა, როგორიც კამილ პისარო იყო, ზურგი აქცია მოძრაობას, ცხადი გახდა, იმპრესიონიზმს ხვალინდელი დღე აღარ ექნებოდა” - იოახიმ პისარო

”მონმარტის ბულვარი, პარიზი” - 1897
”პარიზში კვლავ საშინელება და სასოწარკვეთილება მეფობს. ამგვარი არასოდეს არაფერი ყოფილა... მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - გავემგზავრო, გავიქცე რამდენიმე თვით... პარიზი უკაცრიელია და კიდევ მეტად დაცარიელდება... გეგონება, მხატვრები პარიზში არასოდეს ყოფილან” - კომუნის დამხობის შემდგომ წერს თეოდორ დურიე პისაროს ლონდონში

”მონმარტის ბულვარი, მარდი-გრა” - 1897
”პისარო არის მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ქვასაც კი ასწავლოს სწორად ხატვა” - მერი კასატი

”ოპერის ქუჩა” - 1898
”ბაღების, მინდვრების და სოფლის ცხოვრების სხვადასხვა სურათის ხატვა საკმარისი არ იყო პისაროსათვის. მან გადაწყვიტა ქალაქის ხედებიც დაეხატა. ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა. ამის მაგალითია ” ოპერის ქუჩა” - ხელოვნებათმცოდნე გუსტავ ჟეფრუა.

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში