პოლ სეზანი 1839 -1906 - ჩანაწერები და ნახატები



”ჯიუტად ვშრომობ და აღთქმულ მიწას ვხედავ. ნეტავ ებრაელთა წინამძღოლის ბედი მელის თუ მაინც მივაღწევ მიზნამდე?”

”როგორც ჩანს, მეტისმეტად ნაადრევად დავიბადე, მე უფრო თქვენი თაობის მხატვარი ვარ”.

”ვხატავ, როგორც ვხედავ, როგორც ვგრძნობ, შეგრძნებები კი ძლიერი მაქვს, სხვებიც ჩემსავით გრძნობენ და ხედავენ, მაგრამ ვერ ბედავენ. მე კი ვბედავ საკუთარი აზრის გამოხატვას”.

”კვლავ შეუსვენებლად უნდა ვიშრომო არა იმისთვის, რომ ბევჯერ ნანახი ბუნებრივი სრულყოფილება ავსახო, რომელიც ბრიყვებს აღაფრთოვანებს. ასე სახატავად უბრალო მუშის ცოდნაც საკმარისია”.

”როცა ექსში ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ სხვაგან უკეთესი ვიქნებოდი. ახლა აქ ვარ და ექსს ვნატრობ. ცხოვრება ჩემთვის საფლავივით მონოტონური გახდა”.

”ნელა ვმუშაობ, რადგან ბუნება ძალზე რთული მეჩვენება. კვლავაც ვეძებ ეფემერულ, ბუნდოვან შეგრძნებებს; თუ მოვკვდები, ყველაფერი დასრულდება, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?!”

”ბუნების არსი ზედაპირზე არ ძევს, ის სიღრმეშია; ფერები ამ სიღრმის ზედაპირზე გამოტანაა! ისინი სამყაროს ფესვებიდან მომდინარეობს. ისინი სიცოცხლეა, იდეების სიცოცხლე”.

”მხატვარი დაჯილდოებულია ორი რამით, თვალითა და ინტელექტით და ვალდებულია, ხელი შეუწყოს ორივეს სრულყოფა-განვითარებას: თვალის გასავარჯიშებლად ბუნებას უნდა დააკვირდეს, ხოლო ინტელექტისა - შეიმეცნოს შეგრძნებების ლოგიკა, რომელიც გამომსახველობითი ხერხების მიგნებაში დაეხმარება”.

”ფერწერა ჩემთვის გრძნობების გადმოცემის საშუალებაა” - წერს ემილ ზოლას.

”მწერალი განაზოგადებს, მხატვარი კი გამოსახულებითა და ფერით გამოხატავს საკუთარ შეგრძნებებსა დამოკიდებულებას... ის არ ემორჩილება ნატურას, პირიქით - მოდელის ბატონ - პატრონია... ლოგიკურად რომ ასახოს სინამდვილე, უნდა შეიგრძნოს და ღრმად ჩასწვდეს იმას, რაცას ხედავს”.

”ბუნების მრავალფეროვნება დასახატავად გამზადებული საუცხოო ესკიზიებია”.

”საჭიროა დაფიქრება, მარტო თვალი არ კმარა, დაფიქრებაცაა საჭირო”.

”ზანგი სციპიონი” - 1867



”ჩამოხრჩობილის სახლი” - 1872-1873

”ოლიმპია” - 1873 -1874
”ქალბატონი სეზანი წითელ კაბაში” - 1890-1894
”ბანქოს მოთამაშეები” - 1890-1892

”ბანქოს მოთამაშეები” - 1890-1895
”სენტ - ვიქტუარის მთის ხედი ტოლენის გზიდან” - 1896-1898
”ვიღებ ამ ფერებს, მათ გრადაციას და ვაფიქსირებ, ვუხამებ ერთმანეთს... ისინი ქმნიან ხაზებს, იქცევიან საგნებად, კლდეებად, ხეებად, ისე, რომ მე ამაზე არც კი ვფიქრობ”.

”ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი” -1899
”იმისთვის, ვისაც იგი ხატვის დროს არ უნხავს, ძნელი წარმოსადგენია, თუ რა ნელა და მძიმედ მუშაობდა” - ამბრუაზ ვოლარი

”ამური” -1895

1899-1904
”სეზანი ჩვენი ერთადერთი მასწავლებელი იყო, შეიძლება ითქვას, იგი ყველა ჩვენგანის მამა გახლდათ” - პაბლო პიკასო

”დიდი მობანავე ქალები” - 1900-1906
”სრულყოფილება მხოლოდ ბუნებაშია და მხოლოდ მასთან კონტაქტით შეიძლება შეიმეცნო”.

”კლდეები მღვიმეებთან შატო-ნუარის თავზე” - 1904
”უნდა შეიგრძნო ზედაპირი, შეგეძლოს მისი დაცვა. შეხედეთ სეზანს, მისი ტილოს არც ერთი წერტილი არ იკარგება. მხატვრსი გონებაში ყველაფერი ერთ სიბრტყეზე უნდა იყოს თავმოყრილი” - ანრი მატისი

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში