თომას მანი - ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება

რა ზნეობრივი ღირებულება ექნება აღსარებას, თუკი მის შეთხზვაში სხვა რამ პრინცი გაერია, გარდა ჭეშმარიტების ერთგულებისა!

ო, რა დიდებული რამაა ფანტაზიის უნარი და რა სიტკბოების მონიჭება შეუძლია ადამიანისათვის!

რიგით ადამიანებს ტალანტი კი უნდათ, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ თვითონაა დიდი უცნაურობა, მაგრამ ტალანტის თანმდევი უცნაურობების არათუ გაგება, გაგონებაც კი არავის სურს.

გრძნობა უფრო ძლიერ შთაბეჭდილებებს ტოვებს ჩვენს სულში, ვიდრე სიტყვა.

განა ისიც იმ საზიზღარი ხოჭოების ჯიშის არაა, დაღამებისთანავე ზღაპრული შუქით ნათება რომ ძალუძთ?

ო, რა ერთსულოვანია თავის მოტყუების სურვილი! ეტყობა, აქ მბრძანებლბს ადამიანის ბუნებაში თვით ღმერთისგან ჩანერგილი საყოველთაო მოთხოვნილება.

წარმატების იმედი და ადამიანებს შორის გასავალი მხოლოდ იმ ტყუილს თუ ექნება, ამ სახელს სულაც რომ არ იმსახურებს, ასეთი ტყუილი ჭეშმარიტების წიაღში ჯერ კიდევ ფეხმოუკიდებელ სიმართლეს უფრო ჰგავს და აუცილებლად უნდა აღიჭურვოს ისეთი მატერიალური ნიშან-თვისებებით, რომ ქვეყანამ აღიაროს და პატივი სცეს.

ვაი რომ სხეული ჯიუტია და ბრიყვულად გამძლე, იგი მაშინაც არ იდრიკება, როცა სულს უკვე დიდი ხანია თანაგრძნობა და სათუთი მოვლა სწყურია.

სიტყვა, როგორც კი საქმის დახასიათებას განიზრახავს, იმ ბუზის საკლავს ემსგავსება, ვერასდროს რომ ვერ ხვდება მიზანში.

სიყვარულის ღირსი მხოლოდ სიყვარულს დახარბებული კაცი შეიძლება იყოს და არა მაძღარი და გულმოყირჭებული.

სიმართლე თუ გნებავთ, სწორედ სიცოცხლე არ მიეკუთვნება ისეთ უზენაეს სიკეთეთა რიცხვს, სიტკბოების გამო რომ ვერ შეველიოთ და მაგრად ჩავებღაუჭოთ.

ხელქვეითობას მიჩვეულ ადამიანებს, არასდროს ღალატობთ მათთვის მიუწვდომელი სინატიფისა და მოხდენილობის დაფასების უნარი.

სიშიშვლე მხოლოდ იმდენად შეიძლება იყოს სამართლიანი, რამდენადაც იგი ადამიანთა მოდგმის ბუნებრივ, უსამართლო დაყოფაში კეთილშობილთა მხარეს იჭერს.

სინამდვილე მეტწილად გაცილებით მცირე მოთხოვნებს გვიყენებს, ვიდრე ჩვენ მოველით, ამიტომ იმ ადამიანს ვემსგავსებით, კბილებამდე შეიარაღებული რომ მიდის ომში, გამარჯვების მოსაპოვებლად კი ერთადერთი იარაღი სჭირდება.

თავაზიანობა გაცილებით უფრო მტკიცე ზღუდეს აღმართავს ადამიანებს შორის, ვიდრე უხეშობა. უხეშობა სხვასთან თავის გაყადრებას ნიშნავს, ხოლო თავაზიანობა ის ძალაა, დისტანციის შექმნა რომ ძალუძს.

სიტყვა იდუმალების მტერია და უხამსობის სასტიკი მამხილებელიც.

ის ძალა, რასაც ბედს ეძახიან, სინამდვილეში ჩვენ თვითონ ვართ.

სილამაზეს საერთოდ არ გააჩნია ჭკუა, რადგან იგი მხოლოდ ყოფიერებაა.

მხოლოდ ცხოვრების ცოდნა გვანიჭებს იმის უფლებას, სულ სხვადასხვანაირ მოვლენებს ღირსეულად ავუაროთ გვერდი.

დავიწყებაზე უბადრუკი და საზიზღარი ამქვეყნად არაფერი მეგულება.

ყოფა არც ყოველთვის არსებულა და არც მარად იარსებებს. რაკი საწყისი გაჩნდა, დასასრულიც ექნება და მასთან ერთად დასრულდება დრო და სივრცე, რადგან მათი ურთიერთკავშირი მხოლოდ და მხოლოდ ყოფის არსებობით არის განპირობებული.

თურმე მე ყველაზე ადამიანური აზრი წამომცდენია, როცა მითქვამს, სიცოცხლე იმით მიზიდავს, მხოლოდ ერთი ეპიზოდი რომ არის მეთქი, თურმე წარმავალობა სულაც არ აუფასურებს სიცოცხლეს, პირიქით, სწორედ ის მატებს ყოფიერებას ფასს, ღირსებასა და მომხიბლაობას. მხოლოდ ეპიზოდური რამ, ის, რასაც თავი და ბოლო გააჩნია, მხოლოდ ის აღძრავს ჩვენს ინტერესსა და სიმპათიებს, რადგან იგი წარმავალობითაა ზეშთაგონებული.

ბუნება, რაგინდ გამორჩეულიც, რაგინდ ღირსშესანიშნავიც არ უნდა იყოს, ჩვენს ყურადღებას ვერ მიიზიდავს, თუ მთელი გრძნობა-გონება ადამიანისკენ გვექნება მიპყრობილი, ბუნება მაშინ, თავის პრეტენზიულობის მიუხედავად, კულისების როლს თუ შეასრულებს, ჩვენი შეგრძნებების ფონად, უბრალო დეკორაციად თუ გამოდგება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში