ლუკას კრანახ უფროსი 1472-1553 - ჩანაწერები და ნახატები

”ძველ გერმანულ მხატვრობაში სამი სახელია მნიშვნელოვანი: დიურერი, ჰოლბაინი და კრანახი... კრანახის შემოქმედება არ შლის ახალ ფურცელს გერმანიის ხელოვნებაში, ის არ სვამს პრობლემას ახლებურად... მისი დამსახურებაა, რომ საოცარი სიზუსტითა და სიწრფელით პასუხობს თავისი სოციალური წრის მოთხოვნებს” - ნ. გერშენზონი

”კრანახის შემოქმედებას უდიდესი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის გვახედებს იმ დაძაბულ და უსასრულოდ საინტერესო ეპოქაში, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს” - ნ. გერშენზონი

”კრანახის დახატული ირმის რქები ერთ მონადირეს ნამდვილი ეგონა, მაგიდაზე დახატული ყურძნის მტევნის ასაკენკად კი ჩიტები მოფრინდნენ” - კრისტოფ შერლი

”კრანახის სახეები ხშირად ნაკლებად გამომსახველია, მაგრამ ისინი არასოდეს არიან უხეშები... ყველა სახე, კოსტიუმი, პეიზაჟის ყველა დეტალი მხატვარს თანაბარი ოსტატობითა და დიდი დაკვირვებით აქვს დამუშავებული. ამავე დროს კრანახი ბრწყინვალე კოლორისტია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ლოკალური ფერები მეფობს, მისი ფერწერა არცთუ იშვიათად თითქმის ტონალური ხდება. ის გაურბის მკვეთრ კონტრასტებს, აგებს სურათს ცალკეული ტონების ფრთხილ შეხამებაზე. იქნებ იმიტომაც, რომ კრანახი დროს არ კარგავს რთული ფორმალური თუ სტილისტური ამოცანების გადასაწყვეტად, მის შემოქმედებას ახასიათებს დიდი სიმსუბუქე, რაც ბევრი მისი თანამედროვესაგან განასხვავებს, მაგალითად - დიურერისა და ჰოლბაინისაგან” - ნ.გერშენზონი

 მარკგრაფი კაზიმირ ფონ ბრანდერბურგ კულმბახი - 1522

ადამი - 1528

ევა - 1528
მარტინ ლუთერი - 1526

მარტინ ლუთერი - 1529
ქალის პორტრეტი - 1526
მაჭანკალი - 1530
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო


ცოდვილი ქალი - 1532
მაგდალენა ლუთერი 1539-1540
კრანახის საგვარეულო გერბი

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში