“ველასკესმა გადაწყვიტა დიდი სიმტკიცითა და ურყეობით გამორჩეულ საკუთარ გადაწყვეტილებებს დამორჩილებოდა, მისივე კარიერისა და ხელოვნების საკეთილდღეოდ” - ხოსე ორტეგა
”ესპანეთში მოგზაურობა მარტო ველასკესის შემოქმედების გასაცნობად ღირს. იგი მხატვართა მხატვარია. მან კი არ გამაოცა, არამედ აღმაფრთოვანა” - ედუარდ მანე
”ბავშვობის ასაკიდანვე, მან ერთი შეგირდი აიყვანა, გლეხის ბიჭი, რომელიც მენატურის როლს ასრულებდა მისთვის, რათა სხვადასხვა გამომეტყველება და პოზა მიეღო, ხან მოტირალი, ხან მოცინარი და არასდროს გაურბოდა სიძნელეებს” - ფრანსისკო პაჩეკო.
”მისი იღბალი, ოსტატობა და გენია, აგრეთვე მისი ღირსეული ქცევა ნიმუშად და იდეალად შეიძლება ჩაითვალოს და უკვდავ ძეგლდაა აღმართული, როგორც მაგალითი მომავალი საუკუნეებისთვის და მომავალი თაობების აღსაზრდელად” - ანტონიო პალომინო (ველასკესის ბიოგრაფი)
”მისი მთავარი მოვალეობა მეფისა და სამეფო ოჯახის წევრთა პორტრეტების ხატვა იყო, რომელთა შორის ცოტას ჰქონდა მიმზიდველი გარეგნობა; მაგრამ ველასკესმა ეს პორტრეტები გარდაქმნა ყველაზე მომაჯადოებელ ფერწერად, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს”- ერნსტ ჰ.გომბრიჰი
”ველასკესის სტილში, ერთი შეხედვით, არაფერია გასაოცარი ან ეფექტური. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებით მის სურათებს, მით უფრო მეტ აღტაცებას იწვევს ჩვენში მათი მხატვრული ღირსებები” - ერნსტ ჰ.გომბრიჰი
 |
სევილიელი წყლის გამყიდველი - 1620 |
 |
მსმელები - 1628 |
 |
ვულკანუსის სამჭედლო - 1630 |
 |
ჯვარცმა - 1632 |
 |
ბრედის ჩაბარება - 1635 |
”დამარცხებულის ღირსება გამარჯვებულის დიდებაა” - აბროსიო დე სპინოლა.
 |
ეზოპე 1639-1640 |
 |
ღვთისმშობლის შემკობა გვირგვინით 1641-1642 |
 |
ინოკენტი X |
 |
მედიჩების ვილის ბაღი რომში 1649-1651 |
წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”