კარავაჯო 1571-1610 - ჩანაწერები და ნახატები

”მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ბნელისა და ნათლის ოსტატს უწოდებენ და ავიწყდებათ, რომ უმისოდ ვერ იქნებოდნენ რიბერა, ვერმეერი, დე ლა ტური ან რემბრანდტი, ხოლო დელაკრუა, კურბე და მანე სხვაგვარად დახატავდნენ” - რობერტო ლონგი

”კარავაჯოს ეყო სიმამაცე, რომ ეხატა”- ანტონიო პალომინო

”კარავაჯოს იმდენად უჭირდა და იმედდაკარგული იყო, რომ ოთხ სანტიმად ხატავდა თითო სურათს და ხანდახან დღეში სამი სურათის დახატვა უწევდა” - ჯოვანი ბელორი

”კარავაჯო ცხოვრობდა ბიუროკრატიული ძალაუფლების, პოლიციური აზროვნებისა და შიშნარევი კონფორმიზმის ეპოქაში... მაშინ, როცა შემოქმედებითი უნარის მქონე გონიერი ადამიანები სასტიკად ისჯებოდნენ” - პიტერ რობი

”სიმახინჯის წინაშე უკან დახევა კარავაჯოსათვის მხოლოდ დასაგმობი სისუსტე იყო. იგი ყველაფერზე მაღლა სიმართლეს აყენებდა, სიმართლეს, როგორსაც თავად ხედავდა. მას არ იზიდავდა კლასიკური მოდელები, არავითარ მოწიწებას არ გრძნობდა იდეალური სილამაზის მიმართ. მას სურდა გათავისუფლებულიყო პირობითობისაგან და ძირეულად შეესწავლა ფერწერის პრობლემები” - ერნსტ გომბრიხი

”მისი ზოგიერთი სურათი დამკვეთებმა უარყვეს, რადგანაც მეტისმეტად ულამაზოდ მიიჩნიეს. სიმახინჯე ჯერ კიდევ არ მეფობდა ქვეყნად” - სტენდალი

”კარავაჯო ყოველთვის სხვაზე მეტად გამოხატავს პლასტიკასა და სინათლესთან დაკავშირებულ თავის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამით იგი XVII საუკუნის ევროპის უდიდესი გენიოსების: ფრანს ჰალსის, რემბრანდტისა და ადრეული ველასკესის წინამორბედად გვევლინება” - ადოლფო ვენტური

ბიჭი ხილის კალათით 1593-1594

ბაქკუსი - 1596

მონანიე მარიამ მაგდალინელი 1596-1597

წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი - 1597



მედუზას თავი - 1598
მათე მოციქულის მოწოდება  1599-1600

ვახშამი ემაუსში - 1601

მათე მოციქული და ანგელოზი - 1602

გამარჯვებული ამური - 1602

მადონა გველით - 1605
”ეს სურათი ვულგარულობის, სიწმინდეთა შებილწვის, ურწმუნოებისა და ცუდი გემოვნების ნიმუშია. ჩანს, რომ იგი დახატა მხატვარმა, რომელმაც იცის თავისი საქმე, მაგრამ დაბინდული აქვს გონება, შორს არის ღვთისაგან, მისი თაყვანისცემისა და ყოველი კეთილი აზრისაგან” - წერდა ვატიკანის კურიის ერთ-ერთი კარდინალი, რათა დაესაბუთებინა თავისი უარი ამ ტილოს მიღებაზე.

ღვთისმშობლის სიკვდილი - 1605-1606

იოანე ნათლისმცემლის დასჯა - 1608

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში