მიშელ უელბეკი - პლატფორმა

”რაც უფრო ბინძურია კაცის ცხოვრება, მით უფრო მჭიდროდ ეჯაწვება იგი მას; ცხოვრება კი მუდმივ პროტესტად, ყოველწამიერ შურისძიებად იქცევა” - ონორე დე ბალზაკი.

ნამდვილ ზრდასრულობას ვერც ვერასდროდ აღწევ.

ადამიანები პირუტყვებივით ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით და მხოლოდ იმას თუ ახერხებენ, რომ ხანდახან ერთად გამოტყვრნენ ხოლმე.

როგორებიც ვართ, ისეთივე ოცნებები გვაქვს.

ძალაუფლების წყურვილი ნამდვილად არსებობს და ის ისტორიად იქცევა, თავისთავად კი სრულიად უნაყოფოა.

ადამიანი ხომ საკუთარ თავის თავს მხოლოდ სხვასთან მიმართებაში აცნობიერებს. აი, სწორედ ამის გამო ხდება აუტანელი სხვასთან ურთიერთობა.

კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დიდად სახიფათო რამაა.

ადამიანის გამჭრიახობას ხომ საზღვარი არა აქვს. შეიძლება ის მრავალმხრივ ვაკრიტიკოთ, მაგრამ ერთს მაინც ვერ წავართმევთ: ჩვენ წინაშე ნამდვილად გონებაგამჭრიახი ძუძუმწოვარი დგას.

ცხოვრება სრულიად უძრავ მდგომარეობაში თანდათანობით გადასვლის პროცესია.

მოგონებებს ხომ იმისთვის ვაგროვებთ, რომ სიკვდილის დროს თავი მარტოდ აღარ ვიგრძნოთ.

საერთოდ, რაღაც იოლად გამოგვდის და სხვა რაღაც დაუძლეველი გვეჩვენება ხოლმე. თანდათან კი ყველაფერი დაუძლეველი ხდება. აი ეს არის ცხოვრება.

ადამიანები ხომ სხვებით ძალიან იშვიათად ინტერესდებიან.

აბა რას შეადარებდით ღმერთს? პირველ რიგში, ცხადია, ქალის ნაპრალს, იქნებ თურქული აბანოს ორთქლსაც. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთს, რაშიც სული გამოვლინდება, როცა სხეული კმაყოფილებითა და სიამოვნებით პირთამდეა სავსე და მასში ყოველგვარი მღელვარება ჩამცხრალია.

ადამიანი მარტოობასა და დამოუკიდებლობას ეჩვევა, ეს კი მაინცდამაინც კარგი ჩვევა არ არის.

თუ წინ ვეღარ მიდიხარ, უკვე სიკვდილის ბუზი გაზის.

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება.

ღმერთმა, რომელმაც ჩვენი ცოდვა დაიდო და მოკვდავ, არაფრისმაქნის, დაუნდობელ არსებებად შეგვქმნა, მცირე კომპენსაციის გათვლისწინა. აბა, რა იქნებოდა ცხოვრება, დროდარდრო ცოტა სექსი რომ არ ახალისებდეს?

საბოლოო ჯამში, თეთრები დაკომპლექსებული ზანგები იყვნენ, რომლებიც დაკარგული სექსუალური უშუალობის დაბრუნებას ცდილობდნენ.

აი, რა აღარ შეუძლიათ ევროპელებს: ისინი გაცემას, ჩუქებას გადაეჩვივნენ.

ერთადერთი ღმერთი! რა აბსურდია! რა არაადამიანური და მომაკვდინებელი აბსურდია!

უცნაური გრძნობაა, როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. ზიხარ, არაფერს აკეთებ და გრძნობ: ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.

ადამიანები იდეალურები რომ ვყოფილიყავით, ცაზე მზის ჩასვლა - ამოსვლას დავჯერდებოდით.

სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ შურისძიების წყურვილის გამო შეიძლება; ბევრმა იცხოვრა ასე.

სიცოცხლის სურვილის გაქრობა საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაგიჩნდეს.

როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაერად პირობითი და ნაძალადევი ხდება.

როცა ცხოვრებაზე უარს ამბობ, უკანასკნელ ადამიანურ ურთიერთობას მოვაჭრეებთან ამყარებ.

შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვარულის მოპოვებას უნდა ახერხებდე.

თუ სიყვარული ვერ გავიგე, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენის გაგებას?

ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში