Posts

Showing posts from August, 2012

ტინტორეტო 1518-1594 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”საღებავები შეიძლება იყიდო, მაგრამ ხელოვნება მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა” - ტინტორეტო ”ფართო ესკიზური მონასმი, რაკურსთა განლაგება, ძალზე მაღალი ჰორიზონტი, ფერისა და ფორმის მდიდარი არჩევანი მეტყველებს ოსტატის ხელწერის განვითარებაზე. მის ადრეულ ნამუშევრებში პირველად ჩნდება მსუბუქი, თითქმის გამჭვირვალე ფიგურები შორ სივრცეში, რომლებიც გამოიკვეთებიან თხელი მსუბუქი მონასმებით, - ხერხი, რომელიც ტინტორეტოს შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს” - ვ.სულენკოვი ”ტინტორეტოს შემოქმედება მომნუსხველია. მისი სურათები, ძალიან დიდი ზომისაც კი, ესკიზები გგონია, რადგან მისწრაფება, გამოეხატა რაც შეიძლება მეტი, და თანაც საოცარი სითამამე, სახეთა დასრულებაში უშლიდა ხელს” - ლ.ლუბიმოვი წმინდა მარკოზის სასწაული - 1548 თევზისა და პურის სასწაული - 1555 ივდითი და ოლოფერნე - 1555 გარდამოხსნა - 1560 წმინდა მარკოზი მხსნელად ევლინება სარაცინს - 1562

იოჰან ვოლფგანგ გოეთე - მეზობლების უცნაური ბავშვები

Image
ბავშვებს თუ საერთო მიზანი ჰქონდათ მისაღწევი, გამარჯვებისათვის ერთად იბრძოდნენ, მაგრამ როცა პირისპირ იდგნენ, პირველობას არაფრის დიდებით არ დაუთმობდნენ ერთმანეთს. ქალიშვილს სიძულვილი აღარც კი შეეძლო, დიახ, აღარ შეეძლო ის ბავშვური სიძულვილი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, უფრო მოწინააღმდეგის შინაგანი ღირსების იდუმალ აღიარებას ნიშნავდა. წყალი იმ ადამიანთან მეგობრობს, ვინც იცნობს მის ბუნებას და იცის როგორ მოექცეს. უბედურება და გაჭირვება სათქმელს მალე ამჟღავნებს.

ტიციანი 1488-1576 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”ფერწერული ღირსებები პაროქსიზმს აღწევს ტიციანთან; რასაც კი ხატავს დახატული არსებობს: თვალები უცქერენ და ცეცხლით ენთებიან. ყველგან სიცოცხლე და გონიერება იგრძნობა” - ეჟენ დელაკრუა 1508 წელს ჯორჯონეს სახელოსნოს დაევალა გერმანელების ფუნდუკის (ფონდაკო დეი ტედესკის) ორი ფასადის მოხატვა. ჯორჯონემ დასახმარებლად ტიციანს უხმო, რომელსაც ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე ”სამართლიანობის” დახატვა მიანდო. ჯორჯო ვაზარი ვაზარი წერდა: ” როგორც კი დაინახეს სურათი, ჯორჯონეს ყველა მეგობარს მისი დახატული ეგონა და ხოტბა შეასხეს მას, როგორც მის საუკეთესო ნამუშევარს”. ”ტიციანის სურათებში შუქჩრდილების ეფექტი და ზემოქმედების ძალა ჩრდილების სიბნელესა და შუქის სინათლეში კი არა, ლოკალური ფერების განლაგებაში უნდა ვეძიოთ” - ანტონ რაფაელ მენგსი ”საკუთარ გენიოსობაში დარწმუნებულს შეეძლო არაფრად ჩაეგდო კომპოზიციის მიღებული კანონები და მთლიანად ფერს დაყრდნობოდა, რათა სურათისთვის ის ერთიანობა მიენიჭებინა, რომელსაც საერთო წესების უგულებელყოფა თითქოს ზიანს უნდა აყენებდეს” - ერნსტ ჰ. გომბრიხი ”ტიციანის პირველი ნამუშევრე...