იოჰან ვოლფგანგ გოეთე - მეზობლების უცნაური ბავშვები

ბავშვებს თუ საერთო მიზანი ჰქონდათ მისაღწევი, გამარჯვებისათვის ერთად იბრძოდნენ, მაგრამ როცა პირისპირ იდგნენ, პირველობას არაფრის დიდებით არ დაუთმობდნენ ერთმანეთს.

ქალიშვილს სიძულვილი აღარც კი შეეძლო, დიახ, აღარ შეეძლო ის ბავშვური სიძულვილი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, უფრო მოწინააღმდეგის შინაგანი ღირსების იდუმალ აღიარებას ნიშნავდა.

წყალი იმ ადამიანთან მეგობრობს, ვინც იცნობს მის ბუნებას და იცის როგორ მოექცეს.

უბედურება და გაჭირვება სათქმელს მალე ამჟღავნებს.

Popular posts from this blog

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი, მხატვრის წიგნი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

ზვიად გამსახურდია - XX საუკუნის ამერიკული პოეზია