Posts

Showing posts from September, 2012

ჯემალ ქარჩხაძე - იგი

Image
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში გადაეშვება. იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა. კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, რატომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად არ ქრება? ”კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვამ იგიმ თავის სხეულში. - იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. ”იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ. წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი. ”იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორებიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”. მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი. ნი ისე იყო დამახინჯე...

დანიელ პენაკი - რომანივით საკითხავი

Image
კითხვა ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს. ამით ის ”სიყვარულსა” და ”ოცნებას” ჰგავს. წიგნი წმინდაა. ჩვენ აუდიო-ვიზუალურ ხანაში ვცხოვრობთ. XIX საუკუნის მწერალს კი, გინდა-არგინდა ყველაფერი უნდა აღეწერა. უწიგნურობა, ალბათ, ასეთი სადარდებელი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ისეთ თაობას, ეპოქას, ან წრეს ვეკუთვნოდეთ, სადაც კითხვას უშლიან. ორმაგად აკრძალული ხილი ორმაგად გემრიელია! ო, რა დაუვიწყარი იყო გადასაფარებლის ქვეშ ფარნის შუქზე კითხვაში გატარებული საათები! როგორ მიიჩქაროდა ანა კარენინა თავისი ვრონსკისკენ შუაღამისას! მათ უყვარდათ ერთმანეთი და ეს უკვე მშვენიერი იყო, მაგრამ კითხვის აკრძალვამ მათი სიყვარული სასწაულად აქცია. მათ უყვარდათ ერთმანეთი დედ-მამის აკრძალვის მიუხედავად, შუა გზაში გაწყვეტილი მათემატიკის დავალების მიუხედავად, დასამთავრებელი ფრანგულის სავარჯიშოს მიუხედავად, დასალაგებელი ოთახის მიუხედავად, სადილის და დესერტის მიუხედავად. მათ ერთმანეთი აირჩიეს ფეხბურთის მატჩისა და სოკოების შეგროვების ნაცვლად და სხვა ყველაფერს ამჯობინეს. ღმერთო მაღალო, ეს ხომ ნამდვილი სიყვარულია! აფსუს, რა მალე...