Posts

Showing posts from October, 2012

ჰიერონიმუს ბოსხი - საშინელებათა საპატიო დოქტორი 1450-1516

Image
”ამ შემოქმედისა და სხვა მხატვრების ნამუშევართა შორის განსხვავება ის არის, რომ სხვები ცდილობენ გამოხატონ ადამიანი ისეთი, როგორიც არის გარეგნულად, მას კი ჰყოფნის ვაჟკაცობა, დახატოს ის ისეთად, როგორიც შიგნით არის” - ხოსე დე სიგენსა ”ის მიაჩნდათ სიურეალიზმის წინამორბედად, რომელმაც თავის დროზე სალვადორ დალის გადააჭარბა. ის ამოუცნობის სფეროში ეძებდა თვის სახეებს. ბოსხში ხედავდნენ ფსიქოპატს, რომელიც ოიდიპოსის კომპლექსით იტანჯებოდა, სექსით შეპყრობილს, სპირიტუალისტების ერეტიკული სექტის ადეპტს. უკავშირებდნენ ადამისტებსაც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სექსუალური თავისუფლება ადამიანს უცოდველობის განცდას უბრუნებს. ასახელებდნენ მანკიერების მიმდევრადაც. ვარაუდობენ, რომ ის კარგად იცნობდა ალქიმიას, იყო ასტროლოგიც, მაგიც, სპირიტიზმისა და ოკულტიზმის მცოდნეც, იცოდა ჰალუცინოგენების საიდუმლო, რომლითაც იწვევდა ჯოჯოხეთურ ზმანებებს... ამ ჰიპოთეზებისაგან რამდენიმე მოძველდა და აქტუალური აღარ არის, ზოგიც არ დასტურდება ფაქტებით. არსებობს ისეთი ჰიპოთეზაც, რომელიც თითქოს სურათების ახსნის გასაღებს გაძლევს, მაგრამ ვ...

ორჰან ფამუქი - მე წითელი მქვია

Image
კაცს სულ ჰგონია, უკან დარჩენილი ცხოვრება ძველებურად გრძელდება. ჩემს დაბადებამდე უსასრულოდ დიდი დრო იყო გასული და ჩემი სიკვდილითაც არაფერი დამთავრდება. ვერ ვიტყვი, სიკვდილს რომ გადავეყარე, მაშინღა გავიგე, რა უმნიშვნელო რამ ყოფილა ფული მეთქი. არა, ფულის ყადრი მკვდარმაც იცის. აქამდე ჩემს უღიმღამო ცხოვრებას ისე ვატარებდი ნაყაშხანასა და სახლს შორის, რომ ვერ ვამჩნევდი, როგორ მყვარებია სიცოცხლე. ახლა, სიკვდილის ჟამს, ხელებით, ფრჩხილებით, კბილებით ვებღაუჭებოდი მას. ასევე მოედვნენ სტამბოლს ჩერქეზები, აფხაზები, მეგრელები, ბოსნიელები, ქართველები, სომხები. მათ ისეთ უმსგავსოებაში ჩაითირეს ქვეყანა, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელიაო. ყავახანები ზნედაცემული შფოთისთავებით არის სავსე - იკრიბებიან და დილამდე ბილწსიტყვაობენ. თრიაქით გაბრუებული დევიშები ღამეებს როკვაში ათენებენ, მერე, ჯერ ერთმანეთს დაერევიან, შემდეგ - პატარა ბიჭებს. ეს არის ალაჰის ჭეშმარიტი გზაო, - ამბობენ. ძალიან ძნელი დასაჯერებელი ყოფილა, რომ მკვლელი ხარ. ადამიანებს მოსწონთ, როცა სხვა ვიღაც ნაძირალაა. ჭეშმარიტი პატივისც...

Reframing the 80s

Image
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.  გამოფენა -"80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება". საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიქელანჯელო 1475 - 1564 - ჩანაწერები და ნახატები

Image
”ის დიადია, მაგრამ საშიში; მასთან ცხოვრება შეუძლებელია” - პაპი ლეო X მიქელანჯელოზე ”ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიზანი იყო ადამიანის სხეული წარმოედგინა მთლიანობაში, სრულყოფილი პროპორციებით, წარმოეჩინა თავისი დამოკიდებულება ნაირგვარობის, სულიერი გატაცებებისა და სიხარულის მიმართ” - ჯორჯო ვაზარი  ”სამართალი რად მიმიჩნევს დამნაშავედ, თუ ქმნილება კარგად ჰარმონირებს მის ავტორთან, თუ მიყვარს, თუ ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი ღვთაებრივი ჩანაფიქრი პატივსა და დიდებას მატებს ნებისმიერ კეთილშობილ ადამიანს”. ”თუ შევაფასებთ იმას, რასაც ამ ცხოვრებაში ვქმნით, დავინახავთ, რომ თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად ხატავს სამყაროს, ქმნის ახალ ფორმებს, თავისებურ ჩაცმულობას, ნაგებობასა და სახლებს, ყანებსა და დამუშავებულ მინდვრებს, ხაზებსა და სახეებს”. ”ჩემი ერთადერთი საზრდო არის ის, რაც იწვის და ცეცხლის ალში მხვევს, რადგან ეგების ვიცოცხლო იმით, რაც სხვათათვის მომაკვდინებელია”. ”დიდებული მშვენიერება, ესოდენ რომ მიყვარდა, გულში უნდა ჩამწვდომოდა და იქ მარადიული ტანჯვის ცეცხლი დაენთო; რა სიამოვნებით...