ჰიერონიმუს ბოსხი - საშინელებათა საპატიო დოქტორი 1450-1516

”ამ შემოქმედისა და სხვა მხატვრების ნამუშევართა შორის განსხვავება ის არის, რომ სხვები ცდილობენ გამოხატონ ადამიანი ისეთი, როგორიც არის გარეგნულად, მას კი ჰყოფნის ვაჟკაცობა, დახატოს ის ისეთად, როგორიც შიგნით არის” - ხოსე დე სიგენსა

”ის მიაჩნდათ სიურეალიზმის წინამორბედად, რომელმაც თავის დროზე სალვადორ დალის გადააჭარბა. ის ამოუცნობის სფეროში ეძებდა თვის სახეებს. ბოსხში ხედავდნენ ფსიქოპატს, რომელიც ოიდიპოსის კომპლექსით იტანჯებოდა, სექსით შეპყრობილს, სპირიტუალისტების ერეტიკული სექტის ადეპტს. უკავშირებდნენ ადამისტებსაც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სექსუალური თავისუფლება ადამიანს უცოდველობის განცდას უბრუნებს. ასახელებდნენ მანკიერების მიმდევრადაც. ვარაუდობენ, რომ ის კარგად იცნობდა ალქიმიას, იყო ასტროლოგიც, მაგიც, სპირიტიზმისა და ოკულტიზმის მცოდნეც, იცოდა ჰალუცინოგენების საიდუმლო, რომლითაც იწვევდა ჯოჯოხეთურ ზმანებებს... ამ ჰიპოთეზებისაგან რამდენიმე მოძველდა და აქტუალური აღარ არის, ზოგიც არ დასტურდება ფაქტებით. არსებობს ისეთი ჰიპოთეზაც, რომელიც თითქოს სურათების ახსნის გასაღებს გაძლევს, მაგრამ ვერ მოიცავს ყველაფერს. ბოსხის სამყარო ისევ ამოუხსნელი გამოცანაა” - დონატ ბატილოტი

გერმანელი მკვლევარი როზმარი შუდერი წერს - ”მისი თანამედროვე მხატვრები ასე გვიმოწმებენ: ერთი თეთრი დაფა ჰქონია, ზედ შავი ფანქრით კომპოზიცია გამოჰყავდა, შემდეგ ფუნჯით ხორცისფერ ტონზე გამჭვირვალე ფერები გადაჰქონდა. ხატვის დროს რამდენჯერმე ცვლიდა კომპოზიციას და სურათად აქცევდა მონახაზს. ხატვის ეს მანერა XII საუკუნეში უკვე ცნობილი იყო. მისი ნახატის ხაზის სრულიად თავისებური სახე უწვრილეს დეტალებამდეა აღწერილი. მართალია, ზოგი ნახატი და სურათი დროდადრო დავის საგანია, უმრავლესობა კი შესწავლილი, მაგრამ მისი ტექნიკა მაინც ბევრ დავას იწვევს”.

”არ უარვყოფ, რომ ის უცნაურ ფიგურებს ხატავდა, მაგრამ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით - უნდოდა აღეწერა ჯოჯოხეთი. ის, რაც ჰიერონიმუს ბოსხმა გააკეთა კეთილგონიერებითა და ღირსეულად, სხვები აკეთებდნენ და აკეთებენ უშინაარსოდ და უმიზნოდ” - ფილიპე დე გევარა ”ასეთი ოსტატობით ხსნის შენი მარჯვენა ხელი ყველაფერს, რაც დაფარულია ჯოჯოხეთის საიდუმლო სიღრმეებში. მჯერა, რომ ძუნწი პლუტონის სიღრმეები გაიხსნა შენთვის და ჯოჯოხეთის შორეული სივრცეები ნახე” - დომენიკ ლამპსონი

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა 1475-1480

სისულელის ქვის ამოღება 1475-1480

ტრიპტიკი - თივის საზიდარი 1500-1510


თივის საზიდარი - ადამ და ევას ცოდვით დაცემა

სულელთა ხომალდი -1495-1500

მიწიერ სიამოვნებათა ბაღი (გარე კარედი) 1480-1490

მიწიერ სიამოვნებათა ბაღი

მიწიერ სიამოვნებათა ბაღი (ფრაგმენტი)

ეკლის გვირგვინის დადგმა - 1510

მოგვთა თაყვანისცემა - 1510  (გარე კარედი) 

ტრიპტიკი - მოგვთა თაყვანისცემა

მოგვთა თაყვანისცემა - იერუსალიმი (ფრაგმენტი)
წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში