მუსტაფა ქემალ ათათურქის წერილები კორინისადმი
სოფიაში წასვლამდე მუსტაფა ქემალს თავისი ამხანაგის, ომერ ლუთფუს ქვრივთან, წარმოშობით იტალიელ კორინთან ჰქონდა კავშირი. კორინი დიდი მელომანი გახლდათ. იგი თვის სახლში, ბეიოღლუში, რეგულარულად აწყობდა საღამოებს, რომლებსაც მუსტაფაც ხშირად სტუმრობდა. კორინმა აზიარა იგი მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესს, ევროპულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი ფრანგული ენის დახვეწაში დაეხმარა. სოფიიდან, მუსტაფა ჯერ კიდევ დამტვრეული ფრანგულით ხშირად სწერდა მას წერილებს იქაურ ამბებზე: „ მივიღე თქვენი უკანასკნელი წერილი. ძალიან მიხარია, რომ სულ ჩემზე ფიქრობთ. მადლობა იმის შეტყობინებისთვის, რა მოგვიტანა ომმა აფრიკაში... ხომ იცით, სასტუმრო „ბულგარეთიდან“ ახლად აშენებულ „სპლენდიდ პალასში“ გადავედი. ნამდვილად კომფორტული სასტუმროა. აბაზანები, მომსახურე ქალიშვილები, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც მოგესურვება. ცალკე თემაა გართობა. მარტო ამისთვის ღირს ამ სასტუმროში გაჩერება! მაგრამ არა, კორინ, არა! სოფიაში ერთ ლამაზ ქალსაც ვერ ნახავ. სასტუმროშიც იმიტომ ვცხოვრობ, რომ შესაფერი სახლი ვერ ვიშოვე. ჯევდეთ ბეისთა...