ვანგოგი, გოგენი, არლი ...

როცა არლში ჩავედი, ვინსენტი საკუთარი თავის ძიებაში იყო, მე გაცილებით უფროსი, უკვე მოწიფული კაცი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი, თუმცა სწორედ მას უნდა ვუმადლოდე ჩემი ძველი ფერწერული იდეების თავმოყრას. ამასთნ, მძიმე წუთებში ისიც შემეძლო მეფიქრა, რომ ჩემზე უბედური ადამიანიც არსებობს“ - პოლ გოგენი

„ჩემი ამოცანა იყო, მისთვის მესწავლებინა. არ გამძნელებია, რადგან არლში საამისოდ მდიდარი და ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა... ამის შემდეგ ჩემი ძვირფასი ვან გოგი საოცრად წინ წავიდა“ - პოლ გოგენი

Vincent van Gogh - Cafe Terrace at Night, 1888
„არლში თავს ისე უცხოდ ვგრძნობ, რომ ყველაფერი: პეიზაჟიცა და ხალხიც ძალიან პატარა და საცოდავი მეჩვენება. მე და ვინსენტი იშვიათად ვეთანხმებით ერთმანეთს, მეტადრე, როცა საქმე ფერწერას ეხება. მას აღაფრთოვანებს დომიე, დობინი, ზიემი და დიდი თეოდორ რუსო, ანუ ყველა ის, ვინც ჩემთვის მიუღებელია. სამაგიეროდ სძულს ენგრი, რაფაელი, დეგა, რომლებითაც ყველაზე მეტად ვარ აღტაცებული... ჩემი ნამუშევრებიც ძალიან მოსწონს, მაგრამ ხატვის დროს სულ ეჩევნება, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ“ - პოლ გოგენი

„ის კაფე დავხატე, რომელიც ვინსენტს ძალიან მოსწონს, მე კი... ისე რა. აქაური უღიმღამო ფერი არ მაკმაყოფილებს“ - პოლ გოგენი წერდა ემილ ბერნანს.
Vincent van Gogh - The Night Café, 1888
Paul Gauguin - Night Cafe in Arles (Madame Ginoux), 1888
„ჩემი აქ ყოფნის ბოლო დღეებში ვინსენტი ძალიან უხეშად იქცეოდა, ჯერ გაუთავებლად ლაპარაკობდა, მერე კი ხმას აღარ იღებდა. რამდენჯერმე შევესწარი, ახალგაღვიძებული ჩემი საწოლისკენ როგორ მოდიოდა“ - პოლ გოგენი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში