ორჰან ფამუქი - ფარული სახე



„თუ წერას შაბლონურად სამოგზაუროდ გზაზე გასვლას ვუწოდებთ, წერის ბედნიერება ამ მოგზაურობისას გაცნობილი მეგობრების საკუთარ სამყაროში მიღების სიხარული უნდა იყოს“ - ორჰან ფამუქი

ფოტოგრაფი: ჩემი ახალგაზრდობა ძალიან შორს, ჩემი მოსაყოლი ამბის დასაწყისში დარჩა...

ქალი: ამ კაცის სახე ისეთი ცარიელი და სევდიანია, რომ მაშინვე ხვდები, სამი შვილი უნდა ჰყავდეს... ბავშვები დღე და ღამე ჩხუბობენ... კაცი სიზმარში ბაღით გარშემორტყმულ სახლს ხედავს.

მესაათე: მინდოდა, ადამიანებისთვის საათებზე მეამბა... მექანიზმების სინატიფეზე, ქანქარის იდუმალებაზე, იმაზე, თუ რა საშიში თვისება აქვს ზამბარას. ახლა არავინ იცის, რა არის საათი... ალბათ, იმიტომ არიან ადამიანები სევდიანები. ალბათ, ეს არის მიზეზი, თავიანთ ამბებსაც რომ არ ჰყვებიან... ისინი ვერც კი გრძნობენ, თუ როგორი სულია საათის ისრების მიღმა... მინდოდა, შემძლებოდა ადამიანებისთვის საათების საიდუმლოებაზე მომეთხრო... მაშინ ისინი გამოღვიძებულებივით სამყაროს სხვანაირად გაუსწორებდნენ თვალს... მაშინ თავს დააღწევდნენ თავიანთ დარდებს და იქნებ, საკუთარი ამბების მოყოლასაც შეძლებდნენ...

ფოტოგრაფი: თითქოს არც კი არსებობდა მისი სიტყვები. არიან ადამიანები, რაღაც ამბავს გიყვებიან. როცა სახლში ბრუნდები, თავი სავსე გაქვს ამ ამბებით, მაგრამ იმ ადამიანის ნაამბობი ერთი სიტყვაც არ გახსოვს.

უფროსი ძმა: მამა რომ ტყუილის თქმას დაიწყებს, ის მამა აღარ არის.

უფროსი ძმა: რომელიმე სახეს რომ უყურებ, ოცნებას ეძლევი... მაგრამ, როგორც კი თვალს გაახელ წამით, დახუჭვას ვერ ასწრებ, რომ ოცნება მაშინვე ქრება... ოცნება უკვე გონებაშია, მაგრამ, განა ეს სწორია? ყოველთვის გვერდით უნდა იყოს და არა გონებაში... თუ არა და დაიწვას...

მესაათე: წლების განმავლობაში საათებში ვცხოვრობდი... საათის ჯადოსნურობა ჩემი ცხოვრების საიდუმლოდ იქცა... ერთ დღეს მივხვდი, რომ ამ საიდუმლოს ამოცნობა ჩვენი სახის საიდუმლოს ამოცნობით შეიძლებოდა... ამგვარად, ჩემი სიზმრები სხვებისას შეერია... ამიერიდან არასდროს დამავიწყდება... რადგან, საათი თუ გულთან ახლოა, ადამიანის სახე მაშინ ხდება მეტყველი...

ქალი: ... ნათქვამია, ჩვენი სახე რუკაა, ამბავი კი - მაგიდაზე დადებული ჩვენი სული.

ფოტოგრაფი: აქ, ამ ქალაქში როგორ გადის დრო?
ქალაქის მესაათე: არ გადის! აქ სიკვდილამდე დროის გასვლას უნდა ელოდო...

ქალაქის მესაათე: ... როცა ფული გაქვს, ყოველთვის თავდაჯერებული ხარ.

მეჯალაბრე: ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლება ვერ დაინახო იგი(საათის კოშკი), თვითონ საათის კოშკია...

მესაათე: ჩვენს სახეზე დაკარგულ აზრს მხოლოდ გახსენებით ვიპოვით... დაკარგული ლამაზი დროის პოვნით... ტკივილის გახსენებით... მოყოლით... ჩვენს სულში არსებული ფარული საათის ჩარხების მოძებნით... საათის დამახსოვრებით...

სქელულვაშიანი მუშა: ... თუ ჩემი ენა დავივიწყე, მაშინ სხვის ენას საერთოდ ვერ გავიხსენებ...

ქალი: სიზმრები ვერასოდეს დასრულდება... ამბები დასრულდება...

ქალი: ...ჯერ კიდევ გვინდა ღამეს დღე დავარქვათ, დღეს კი - ღამე...

ელფის გამომცემლობა, თბილისი, 2008

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში