პელემ გრენვილ ვუდჰაუსი - დაიკიდე, ჯივზ!


მოგეხსენებათ ლაქიების ჯიში - თითს თუ დაუთმობ, მერე მთელ ხელს… 

უამრავი მაგალითი ვიცი, როცა ბატონი საკუთარივე მსახურის მონა გამხდარა

საზოგადოდ, უპირობო ჭეშმარიტებაა, რომ ფათერაკები კაცმა ახალგაზრდობაშივე უნდა მოილიო.

სერ, ადამიანებს უხარიათ კიდეც ნაბეჭდ ფურცლებზე საკუთარი გვარ-სახელის ამოკითხვა -არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დადებით კონტექსტში იქნებიან მოხსენიებულნი თუ - არც ისე…  ვასკვნი, რომ ხალხისთვის ეს ე. წ. „ცნობადობაა“ მთავარი, ხოლო რანაირი -ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, სერ.

გავბედავ ვთქვა, ჰერ ნიცშე მეტისმეტად არაჯანმრთელი ლიტერატურაა თქვენისთანა მყიფე და მგრძნობიარე სულიერი წყობის პიროვნებისათვის, სერ.

საოცარი ამბავია - რა სხვანაირად მოჩანს ყველაფერი დილით, კარგად გამოძინებულზე და რა სხვანაირად - წინა საღამოს, დათრგუნულ და ვნებათაღელვით გათანგულ გონებაზე!

ყველა ლაქია ხომ ერთი პროფესიული სენითაა დავაავადებული - ერთი სული აქვთ, სწორედ ის ხელი მართონ, რომელიც მათ კვებავს…

ჩვევად არა მაქვს ვინმეს მიღება დილის ფინჯან ჩაის მირთმევამდე - ყველა ბრიტანელს ეს ერთი ჭკვიანური ჩვევა მაინც შემოგვრჩა.

მოყვასის დახმარება ერთია და ამისთანა ბეყეირათს რო გადაეყრები…

ყოველთვის მეგონა, მათი დაცილება ისევე ძნელია, როგორც კედლიდან შპალერის ახევა-მეთქი

ხშირად, როცა შენი მეგობარი შენსავე ნაცნობ ქალს სთხოვს ხელს, ერთი სურვილი გიჩნდება ხოლმე - მიხვიდე და პირდაპირ უთხრა: ჭკუაზე მოდი, ერთხელ მაინც დაუფიქრდი, რას სჩადიხარო.

ყველა ქალს მოსდგამს კაცის გაღიზიანებისა და წყობიდან გამოყვანის ჩვევა… თუ მაგისთვის მზად არა ხარ, ცოლიც ვეღარ შეგირთავს და ეგაა!

გამახსენდა, ყველაფერი გენიალური მარტივიაო, მაგრამ ყველაფერი მარტივად გამოთქმული სრულიადაც არ მოისმის ხოლმე გენიალურად…

კარგ ტყუილს ისევ ცუდი სიმართლე ჯობია.

ქალისთვის სიყვარულის ახსნა გინდოდეს და გადაკრულში არ იყო, მაგარზე მაგარი შეცდომაა, ნამდვილად.

ცხოვრება კი რთულია, ნულზე არ იყოფა…

ჯოჯოხეთშიც ვერა ჰპოვებთ ფარდ მძვინვარებას, უარყოფილი ქალის გული რომ დაატარებს…

არაფერი ისე არ აერთიანებს ერთმანეთთან დამდურებულ ინდივიდუუმებს, როგორც მათი განაწყენების სხვა პიროვნებაზე გადართვა…

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში