უილიამ ბლეიკის ილუსტრირებული - ღვთაებრივი კომედია

1826 წელს, 65 წლის უილიამ ბლეიკმა ახალგაზრდა მხატვრის ჯონ ლინელის დახმარებით, დანტეს - „ღვთაებრივი კომედიის“ ილუსტრაციების შექმნის შეკვეთა მიიღო.

რამდენიმე თვეში, ისე, რომ პროექტი დაუსრულებელი დარჩა - უილიამ ბლეიკი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბლეიკმა ილუსტრაციების 102, თითქმის დასრულებული ესკიზი შექმნა.

ჯონ ლინელმა, რომელმაც ჩანახატებში £130 გადაიხადა, ბლეიკის ცოლს მხატვრის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა ასესხა (დაკრძალვის ცერემონიალი მათი ქორწინების 45 წლისთავზე შედგა).

ბლეიკის მიერ „ღვთაებრივი კომედიისთვის“ შექმნილი ჩანახატები არასდროს გამოქვეყნებულა, თუმცა ნამუშევრები ლინელების ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა. 1913 წელს, ესკიზები ოჯახმა დროებით ტეიტის გალერეას გადასცა - უილიამ ბლეიკის გამოფენაზე გამოსატანად. ხუთი წლის შემდეგ, ლინელებმა ჩანახატები აუქციონზე გაყიდეს.


 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში