ანრი გიდელი - წინასიტყვაობა წიგნისა პიკასო

ჩვენ წინაშე ლურდის (ქალაქი საფრანგეთში, ზემო პირენეის დეპარტამენტში) ხელოვნური გროტია(ზედაპირული გამოქვაბული), შანდლებით და ყვავილებიანი ვაზებით მორთული ხელოვნური საკურთხეველი. ზიარებაზე პირველად მოსული გოგონა ლოცვანს კითხულობს. საკურთხეველთან ეკლესიის მსახური მელანქოლიურად გადაანაცვლებს ვაზას, თითქოს რაღაცას ელოდება. დგას ხის, წებოს და ახალი საღებავის სუნი.

ეტყობა, ყველა რეჟისორს და მის რაზმს ელოდება? შემთხვევით ბიიანკურის კინოსტუდიაში ხომ არ აღმოვჩნდით? სულაც არა...

სინამდვილეში ბარსელონაში ვართ, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის მხატვრის სახელოსნოში.

მაშ, რა საჭიროა მთელი ეს დეკორაცია?

უბრალოდ, ის ფონს ქმნის კატალონიის მონასტრების მიერ შეკვეთილი სამოძღვრებო სურათებისთვის.

სხვათაშორის, ესაა კოსტიუმირებულ მოდელებთან პირველი შეხების სცენა, რომელიც ეს-ესაა დახატა თხუთმეტი წლის მოზარდმა.

ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ: ამან იცის თავისი საქმე. ახალგაზრდა იმ პომპეზური სტილის საუკეთესო ნიმუშების დონემდე ასულა, ეპოქის რელიგიურ ხელოვნებას რომ ახასიათებს. მხატვარს ამბიცია არ აკლია, რაკი დიდი ფორმატის ნამუშევარს წერს, ნამდვილ სალონურ სურათს.

მაგრამ ვინ იფიქრებს, რომ ეს ბიჭუკელა, რომელმაც ასე ნაადრევად გამოამჟღავნა რელიგიური მხატვრობის ნიჭი, სხვა არავინაა, თუ არა მომავალი ავტორი „ავინიონის საროსკიპოსი“ (უფრო კეთილგონივრულად „ავინიონელ ქალიშვილებს“ რომ ეძახიან), „გერნიკასი“ და სხვა ნაწარმოებებისა, მსოფლიო ხელოვნების საგანძურში რომ შევლენ, - მოკლედ, პაბლო პიკასო!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში