პოლ გოგენი - Oviri

ოვირი - სიკვდილისა და გლოვის ტაიტური ქალღმერთი, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც - „ველური“. ღვთაება ხელებით ახრჩობს სისხლში მოსვრილ მგლის ლეკვს, მაშინ, როდესაც, მეორე მოკლული/დამორჩილებული მგელი მის ფერხთითაა გართხმული.

მგლის ლეკვი, რომელსაც ქალღმერთი ახრჩობს - მისი ველური ძალის სიმბოლოა, უფრო აბსტრაქტულად კი -  ბუნების გულგრილობას გამოხატავს.

1894 წელს, ტაიტიზე გატარებული 3 წლის შემდეგ, ერნესტ შაპლეს სახელოსნოში პოლ გოგენი ქმნის კერამიკული სკულპტურას, სახელწოდებით - „Oviri”.
გოგენის „ოვირს“ გრძელი რუხი თმა მუხლამდე სწვდება. ქალღმერთის თავი არაპროპორციულად დიდია, ისევე როგორც მისი თვალები, მაშინ როდესაც ღვთაებას მოზარდის მკერდი აქვს. პოლ გოგენი ქალღმერთს ახასიათებს, როგორც „საზარელსა და დიდებულს, სიამაყით მთვრალს, მძვინვარესა და მგლოვიარეს“.

სკულპტურის გარდა, 1894 წელს გოგენმა ქალღმერთის რამდენიმე ხის გრავიურა და ავტოპორტრეტი სახელწოდებით - „ველური“ შექმნა.
პოლ გოგენი - ოვირი, 1894წ. ბოსტონი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი
პოლ გოგენი, ავტოპორტრეტი - „ველური“, 1894 წ.
სიუჟეტის მსგავსება - „ოვირის“ პოზა, მისი სიუჟეტი წააგავს ეჟენ დელაკრუას მიერ 1838 წელს შექმნილ ტილოს - „მედეა“, სადაც მედეა საკუთარ შვილებს კლავს. სკულპტურის შექმნამდე სიუჟეტის ფრაგმენტი ჩანს პოლ გოგენის მიერ 1892 წელს შექმნილ ტილოში - „E Haere O I Hia?“ (სად მიდიხარ?)
ეჟენ დელაკრუა - „მედეა“, 1838 წ.
პოლ გოგენი - „E Haere O I Hia“ (სად მიდიხარ), 1892 წ.
პოლ გოგენს სურდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სკულპტურა მის საფლავზე დაედგათ. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, კუნძულ ჰივა-ოას ატუონას სასაფლაოზე მდებარე მისი სამარე „ოვირის“ ასლით არის შემკული.
კუნძული - ჰივა-ოა ატუონა, პოლ გოგენის აკლდამა
სკულპტურა 1906 წლის შემოდგომის სალონზე იყო გამოფენილი, სადაც დიდი ზეგავლენა მოახდინა პაბლო პიკასოზე. არსებობს ვარაუდი, რომ პიკასოს - „ავინიონელი ქალები“, 1907წ. ველური ქალღმერთის შთაგონებით არის შექმნილი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში