ჰერმან მელვილის წერილი Evert Duyckink-ს

1850 წელს, „მობი-დიკის“ გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჰერმან მელვილმა მის მეგობარს, The New York Literary Journal-ის რედაქტორს, Evert Duyckink-ს წერილი მისწერა, სადაც უყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნიუ-იორკიდან მასაჩუსეტსის სტატში, ბერკშირის მთებში მდებარე ფერმაში გადასვლის შემდეგ.

„აქ, სოფელში, ახლა, როცა მიწა თოვლით არის დაფარული ზღვის შეგრძნება მიჩნდება. დილაობით, როცა ვიღვიძებ  ფანჯრიდან ვიყურები, ისევე, როგორც ხომალდის ილუმინატორიდან გავხედავდი ატლანტის ოკეანეს. ჩემი ოთახი გემის კაბინას ჰგავს და ღამ-ღამობით, როცა მეღვიძება და ქარის ზუზუნის ხმა მესმის, წარმოვიდგენ, რომ სახლზე უამრავი აფრაა აღმართული...

გაინტერესებს როგორ ვატარებ დროს? - რვა საათზე ვდგები, თავლაში მივდივარ, ჩემს ცხენს მშვიდობიან დილას ვუსურვებ და ვაპურებ. (გულზე მხვდება ცხენს ცივ საკვებს რომ ვაძლევ, მაგრამ ვერაფერს იზამ) შემდეგ ჩემს ძროხას ვსტუმრობ - ერთ ან ორ გოგრას ვუჭრი და ვუყურებ, თუ როგორ შეექცევა, როგორ მშვიდად და წმინდად ამოძრავებს ყბებს.

ჩემი საუზმის შემდეგ სამუშაო ოთახში შევდივარ, სანთელს ვანთებ და ხელნაწერებს მაგიდაზე ვშლი... შუადღის 3-ის ნახევარზე ჩემს კარზე წინასწარ შეთანხმებული კაკუნი გაისმის, რომელიც (ჩემივე თხოვნით) იმ დრომდე არ წყდება, სანამ არ ავდგები და კართან არ მივალ - ეს მე ეფექტურად მწყვეტს წერის პროცესს, როგორი ჩართულიც არ უნდა ვიყო მასში. ჩემი მეგობრები: ცხენი და ძროხა კუთვნილ სადილს ითხოვენ, მეც მივდივარ და ვაპურებ... საღამოებს ჩემს ოთახში - წარმოსახვით სახელმწიფოში ვატარებ...“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში