ფრანჩესკო გვიჩარდინი სამღვდელოებაზე

„მე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმეს, მეზიზღება მღვდელმთავართა პატივმოყვარეობა, ანგარება და გახრწნილება, არა მარტო იმიტომ, რომ თითოეული ამ ბიწთაგანი ზიზღის ღირსია, არამედ ამიტომაც, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ისინი ყველაზე ნაკლებ შეჰფერის იმ ხალხს, ღვთის რჩეულ მსახურებად რომ მოაქვთ თავი...

ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არა ერთი და ორი პაპის გვერდით ყოველთვის აღმიძრავდა იმის სურვილს, რომ სიდიადის მწვერვალზე მეხილა ისინი, ვინაიდან ჩემი საკუთარი კეთილდღეობა მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული ამ სიდიადესთან.

მაგრამ ეს უკანასკნელი რომ არა, ჩემი თავივით შევიყვარებდი მარტინ ლუთერს, იმიტომ კი არა, რომ თავი დამესხნა იმ მოვალეობებისაგან, რომლებსაც ქრისტიანული მოძღვრება გვაკისრებს..., არამედ იმიტომ, რომ არამზადების ეს ხროვა ოდესმე მაინც მეხილა ჩაკეტილი იმ საზღვრებში, სადაც ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ან ბიწზე აეღოთ ხელი, ან თავიანთ პრივილეგიებზე“.

1529 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში