ბობ დილანის ხელნაწერი 2 მლნ დოლარად გაიყიდა


ბობ დილანის ხელნაწერი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. საუბარია ცნობილი სიმღერის "Like a Rolling Stone"-ის ტექსტზე, რომელიც ცნობილმა მუსიკოსმა 1965 წელს, ვაშინგტონის სასტუმრო "The Roger Smith"-ის ბლოკნოტის ფურცელზე დაწერა.

"სოთბის" აუქციონზე ასევე გაიყიდა დილანის კიდევ ერთი სიმღერის "A Hard Rain`s A-Gonna Fall"-ის ხელნაწერი. ბლოკნოტში გაკეთებულ შავ ჩანაწერებში, ორივე სიმღერის ტექტი რამდნჯერმე არის გადაწერილი. აქვე შეხდებით ციტატებს ბიბლიიდან და სხვადასხვა წინების დასახელებებს.

აუქციონის ორგნიზატორების თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჭირო სიტყვების პოვნამდე დილანმა ტექსტი რამდენჯერმე გადააკეთა. 2004 წელს ბობ დილანის სიმღერა "Like a Rolling Stone" ჟურნალ "Rolling Stone"-ის მიერ შედგენილი სიას - "ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა" ლიდერობდა.

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე სხვა ლოტებთან ერთად ასევე გაიყიდა: ერიკ კლეპტონის გიტარა, ელვის პრესლის კონცერტის აფიშა და ჯიმი ჰენდრიქსის პირველი კონტრაქტი.

აუციონის შედეგად ორგანიზატორებმა სულ 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

წყარო - itar-tass

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში