ფრენსის ბეკონის ტრიპტიკი 26.7 მილიონ ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა

ფრენსის ბეკონის მცირე ფორმატის ტრიპტიკი, რომელზეც მისი საყვარელი ჯორჯ დაიერია ასახული, "სოთბის" აუქციონზე 26.7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

1967 წელს შესრულებული სამი ტილო ზომებით (28X36სმ) სავარაუდოდ ბეკონის მეგობრის, ჯონ დიკინის ფოტოების მიხედვით არის შესრულებული. ნახატი ერთ-ერთია იმ ხუთი მცირე ზომის ტრიპტიკიდან, რომელზეც დაიერია ასახული. ტრიპტიკი აუქციონზე პირველად გამოჩნდა - 1970 წლიდან ის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

"სოთბის" აუქციონის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ფორმატში შესრულებულმა ბეკონის ტრიპტიკის ფასმა, მისივე ნამუშევრის წინა ფასს - 23 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუსწრო.

რას შეეხება სხვა ლოტებს: 

შოტლანდიელი პიტერ დოიგის ნამუშევარში ანონიმურმა მყიდველმა 9,9 მლიონი ფუნტი-სტერლინგი გადაიხადა. 

ენდი უორჰელის სხვადასხვა ფერის ცხრა მერლინი კი 4.6 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

წყარო - bbc

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში