სიმონ ბოლივარის წერილები

(შედგენილი ვინისიო რომერო მარტინესის მიერ)

1817 წლის 19 ივნისი. პიარს სწერს შემრიგებლურ ბარათს: „გენერალო, ესპანელებთან ბრძოლა მირჩევნია პატრიოტებს შორის უთანხმოებას“.

1824 წლის 19 იანვარი. სწერს მშვენიერ წერილს თავის მასწავლებელს - სიმონ როდრიგესს: „თქვენ შთამაგონეთ, მებრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ყველაზე დიდი, ყველაზე ნათელი მიზნისთვის“.

1827 წლის 1 იანვარი. პუერტო კაბელიოდან პასს სწრეს: „მე არ შემიძლია რესპუბლიკის გაყოფა; მაგრამ ვენესუელის საკეთილდღეოდ ამაზეც წავალ, თუკი ვენესუელას ასე სურს. ამ საკითხს გენერალურ ასამბლეაზე გადავწყვეტთ“.

1827 წლის 5 თებერვალი. კარაკასიდან უგზავნის ბოგოტის კონგრესს ახალ თხოვნას გადადგომის შესახებ, დრამატულად აღწერს მოტივებს და ასკვნის: „სულითა და გულით მეათასედ გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ“.

1827 წლის 16 მარტი. საბოლო განხეთქილება სანტანდერთან. „მეტი არაფერი მომწეროთ, რადგან არც პასუხის გაცემა მსურს და აღარც თქვენი მოგიხსენიებთ მეგობრად“.

1827 წლის 11 სექტემბერი. წერილი ტომას დე ერასს: „გუშინ შემოვედი დედაქალაქში და დღეს უკვე პრეზიდენტის პოსტზე ვარ. ეს საჭირო იყო: ბევრ სირთულეს ავიცილებთ თავიდან“.

1829 წლის 13 სექტემბერი. ო’ლირს სწერს: „ყველამ ვიცით, რომ ვენესუელისა და ახალი გრანადის შეერთება მხოლოდ ჩემი წყალობით მოხდა“.

1829 წლის 13 სექტემბერი. წერილი პაესს: „ვბრძანე, ყველა მოქალაქისთვის დაერიგებინათ ცირკულარები, რათა გულახდილად გამოეთქვათ თავიანთი აზრები. ახლა შეგიძლიათ ლეგალურად და დაბეჯითებით მოითხოვოთ ხალხის აზრი. მოვიდა დრო, უშიშრად გაგვიმხილონ გულისნადები, მაშინ რეფორმებსაც ბრწყინვალედ ჩავატარებთ და ხალხის ოცნებაც ახდება“.

1829 წლის  5 დეკემბერი. პოპაიადან სწერს ხუან ხოსე ფლორესს: „შეიძლება გენერალი სუკრე იყოს ჩემი შემცვლელი, შესაძლებელია აგრეთვე ერთმანეთში გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, მე, ჩემი მხრივ, სულსა და გულს არ დავიშურებ“.

1830 წლის 10 დეკემბერი. კარნახობს ანდერძს და უკანასკნელ მიმართავს. ექიმის დაჟინებულ მოთხოვნაზე აღსარების თქმის შესახებ, კითხულობს: „ეს რა არის? ნუთუ ისე ცუდად ვარ, რომ ანდერძსა და აღსარებაზე მელაპარაკებით!... როგორ დავაღწევ თავს ამ ლაბირინთს?“


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში