ჰომეროსი - ილიადა

ღმერთქალი გმირის ქერა კულულს ხელით შეეხო - 
მისთვის საჩინო, სხვათათვის კი უჩინოქმნილი.

ვინც ღმერთს მორჩილებს, მოწყალებას მისგანვე ელის.

სწრაფად წავიდა ელენესთან (აფროდიტე), მაღალ ქონგურზე 
ნახა ტროელი დიაცებით გარშემორტყმული
და ფრთხილად კეთილსურნელოვან კაბას შეეხო.

სიტყვის ძალა - აი ერთადერთი ღირსება, რაც მოხუცეს შერჩება ხოლმე.

რაც ცუდი ითქვა, უკვდავებმა გადაგვავიწყონ!

ლამაზთმიანი თეტისის ძე აქილევსიც ხომ 
მათთან არ იბრძვის, მას ფლობს რისხვა გულის დამღრღნელი.

ღმერთი (არესი) ცამეტი თვე სპილენძის დილეგში ეგდო.

... ასე უთხრა და მოუწმინდა უკვდავი სისხლი.  

არასდროს ემსგავსება ქვემეთრევ კაცთა ჯილაგს მოდგმა უკვდავ ღმერთების!

რაღას უდგანან, მაშ შეებან ღვთაებრივ ჰექტორს!
ასე ვამბობ და ზევსი იყოს ჩემი თავმდები:
თუ მძლე სპილენძით გულს გამიპობს წინამსაჯული,
აბჯარ - ბეთქარი თან წაიღოს ფართო გემებთან,
გვამი ქალაქში დააბრუნოს, რომ კოცონს შერთონ 
ტროელ კაცებმა და ტროელთა დედაკაცებმა.

... ამაყი მტრობით შენზე ძლიერს ნუ შეებმები

სიცოცხლეს რაღა შეედრება! - არც ეს სიმდიდრე,
რითაც ჰყვაოდა ილიონი გალაღებული,
მშვიდობიან დროს, აქაველთა შემოსევამდე,
არც განძი, სალი კლდის კამარა რომ ეფარება
პითოსს, სხივოსან აპოლონის დიად ტაძარში!
შეიძენ ყოველს: ხარებს, ცხოვარს ვერცხლისმატყლიანს,
მშვენიერ ცხენებს დარახტულებს, ოქროს სამფეხებს,
მაგრამ სულს როდი დაიბრუნებ, სულს ვერ მოიხვეჭ,
ვეღარ დაიჭერ, თუ ბაგიდან ერთხელ გაფრინდა.

არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე სამშობლოსთვის ბრძოლა!

წინ - დიდებისკენ! ან დავეცეთ მტრის სადიდებლად !

ბოლო აქვს ყოველს - ძილისშორისს თუ ტრფიალებას,
ტკბილ ჰანგს, უმწიკვლო გოგოს ცეკვით აღძრულ ჟრუანტელს,
უფრო სანუკვარს, ვიდრე ბრძოლის ღრიანცელია.

ღმერთა და კაცთა დედოფალმა ღამემ მიშველა.

სად გაგონილა, უთვალავ სიკვდილს კაცთა მოდგმა გადაარჩინო!

კაცთა ხვედრი ასეთია: გვმართებს ახლობელთა გლოვა, მაგრამ პირველ რიგში ცოცხლებზე უნდა ვიფიქროთ.

ღმერთებმა, ყოვლის შემძლეებმა, ბედშავ მოკვდავებს
დარდი დაგვითმეს: უდარდელი მხოლოდ ღმერთია!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში