ვიქტორ გოტი - პროლოგი რომანისა ბურუსი

დონ მიგელ დე უნამუნო დაბეჯითებით მოითხოვს დავუწეროპროლოგი წიგნისა, რომელშიც მოგვითხრობს ჩემი კეთილიმეგობრის, აუგუსტო პერესის სევდიანი ცხოვრებისა და იდუმალისიკვდილის ამბავს; უარი ვერ შევბედე - სენიორ უნამუნოს სურვილი ჩემთვის კანონია.

მართალია, იმ უკიდურეს, ჰამლეტისებურსკეპტიციზმამდე არ მივსულვარ, რომ ჩემი მეგობრის, პერესისმსგავსად საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი შევიტანო, მაგრამ საკმაოდკარგად მესმის, რამდენად უცხოა ჩემთვის ის თვისება, რასაცფსიქოლოგები ნებელობის თავისუფლებას უწოდებენ; თუმცა თავსიმით ვინუგეშებ, რომ თვით დონ მიგელისთვისაც უცხოა იგი. მკითხველს ალბათ გაუკვირდება - დონ მიგელისთანა ღირსეული დასახელგანთქმული მწერლის წიგნის პროლოგს ვწერ მე, ესპანურილიტერატურის სამფლობელოში სრულიად უცხო კაცი; პროლოგებს,ჩვეულებრივ, უფრო ცნობილი მწერლები წერენ, მაშასადამე,მკითხველი საზოგადოების წინაშე წარადგენენ ხოლმე ნაკლებადცნობილთ. მაგრამ მე და დონ მიგელი შევთანხმდით, ბოლომოვუღოთ ამ მავნე ჩვევას და პირუკუ მოვიქცეთ: ამჯერად, უცნობმაწარადგინოს ცნობილი. სიმართლე ითქვას, წიგნებს უფროშინაარსისთვის ყიდულობენ, ვიდრე პროლოგისთვის, ამდენად, ისიცბუნებრივია, თუ ჩემისთანა ახალგაზრდა დამწყები მწერალი,საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ლიტერატურისვეტერანს კი არ დააწერინებს საკუთარი წიგნის პროლოგს, არამედსთხოვს, თქვენი წიგნის პროლოგი დამაწერინეთო. აი, როგორშეიძლება გადაწყდეს მამებისა და შვილების მარადიული დავისკიდევ ერთი საკითხი.

ესეც არ იყოს, მე და დონ მიგელ დე უნამუნოს სხვაც ბევრი რამგვაკავშირებს. ამ წიგნში - რომანს დავარქმევთ მას, თუ რიმანს დონ მიგელი გადმოგვცემს ჩემი საუბრების შინაარსსბედშავ აუგუსტო პერესთან და გვიყვება ჩემი ვაჟიშვილის ვიქტორსიტოს ნაგვიანევი დაბადების ამბავს. გარდა ამისა, დონმიგელს, ვგონებ, შორეულ ნათესავადაც ვერგები - ჩემი გვარი მისსაგვარტომოში მოიხსენიება, რასაც ჩემი მეგობრის, სამეცნიეროსამყაროში დიდად სახელგანთქმული ანტოლინ ს.პაპარიგოპულოსის უმეცნიერულესი გენეალოგიური გამოკვლევებიცადასტურებს.

წინასწარ ძნელია თქმა, თუ როგორ მიიღებს მკითხველი დონმიგელის ამ წიგნს და რა აზრი შეექმნება ავტორზე. კარგა ხანიათვალყურს ვადევნებ დონ მიგელის ხელჩართულ ბრძოლას ჩვენისაზოგადოების მიამიტობასთან და, უნდა გამოვტყდე, გაოცებას ვარ,რაოდენ შეუპოვარსა და ალალმართალ ბრძოლას ეწევა იგი. „მუნდოგრაფიკოში“ გამოქვეყნებული სტატიებისა და სხვა მსგავსიწერილების დაბეჭდვის შემდეგ მან აურაცხელი ბარათი დაპროვინციული გაზეთების ამონაჭრები მიიღო, რამაც თვალნათლივდაანახვა ჩვენს ხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილი მიამიტიმინდობილობისა და შეუბღალავი გულმართლობის ჭეშმარიტისაგანძური, ეს ხალხი ხან იმას ცდილობს, განმარტოს სენიორუნამუნოს ნათქვამი, ვითომ სენიორ სერვანტესი (ისიც დონ მიგელი)არცთუ უნიჭო კაცი იყოო და ეტყობა, ცოტა აღშფოთებულიც არისმისი „უპატივცემულოდ“ მოხსენიების გამო; ხან თითქოს გულიმოულბებათ ხოლმე სენიორ უნამუნოზე, რომელიც ასერიგადდაასევდიანა ფოთოლცვენამ; მერე ერთბაშად აღფრთოვანდებიანლოზუნგით: „ომი - ომს!“, გულისტკივილით რომ აღმოხდენია იმხალხის შემხედვარეს, რომელიც იხოცება, თუმცა არავინ კლავს; ხანკაფეებში, თავყრილობებსა თუ კლუბებში დონ მიგელის მიერაკრეფილ უკბილო, ძალზე გაცვეთილსა და უხამსზე უხამსჭეშმარიტებებს იმეორებენ, რადგან თავისად ცნობენ და უხარიათ:ერთი უცოდველი კრავი კიდეც ბრაზობს, როგორ მოუვიდა დონმიგელს, სიტყვის ამ უბადლო ოსტატს, „კულტურა“ ასომთავრულითრომ დაუწერია და ისიც „კ“ ასოთი თანაც აკი იმითაც ტრაბახობს,მკითხველის გატაცების დიდი უნარი მაქვსო და იქვე აღიარებს,ქათინაურისა და კალამბურისა არაფერი გამეგებაო; მიამიტ მკითხველს რომ ჰკითხო, ნიჭიერება და მომხიბლაობა სწორედქათინაურსა და კალამბურში ჩანს. კიდევ კარგი, ეს მართლაცდა მიამიტი მკითხველი დონ მიგელსზოგიერთ ეშმაკობას ვერ მიუხვდა და, აი, კერძოდ, რას: როცა დონმიგელს მოეპრიანება ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს, დაწერსსტატიას და ზოგიერთ სიტყვას, სადაც მოხვდება და როგორცმოხვდება, ხაზს გაუსვამს, ამასაც არ იკმარებს, ისე აურ-დაურევსფურცლებს ერთმანეთში, რომ თავადაც ვერ მიაგნოს, სად რა გახაზა;ეს რომ გამიმხილა, ვკითხე, მერე ამას რატომ სჩადიხარ-მეთქი, დაასეთი პასუხი გამცა: „აბა, რა ვიცი!.. ალბათ, თავის შესაქცევად! ესეცერთგვარი პირუეტია! ამის გარდა, ამ კურსივებმა და ხაზგასმებმამთლად გული გამიწყალა! მკითხველის შეურაცხყოფა და აბუჩადაგდებაა და მეტი არაფერი, თითქოს აფრთხილებდე - ეი, შენ,ბრიყვო, დააკვირდი, რა ღრმა აზრი დევს აქაო! სწორედ ამიტომვურჩიე ერთ ვაჟბატონს, სტატიები თავიდან ბოლომდე კურსივითწერე, თუ გინდა, ხალხმა დაგაფასოს-მეთქი. კურსივები და სხვაამისთანა რამეები მხოლოდ მწერლის პანტომიმაა, რაკი თავისსათქმელს ინტონაციითა და მახვილით ვერ გამოხატავს; სხვათაშორის, ნურც ის დაგავიწყდება, ძვირფასო ვიქტორ, რომ უკიდურესმემარჯვენე გაზეთებში ეგრეთ წოდებული „ტრადიციონალისტები“მხოლოდ კურსივით წერენ, სულ დაყოფებსა და ასომთავრულებს, ძახილის ნიშნებსა და ტიპოგრაფიიის სხვა ათას ხერხს იშველიებენ ხოლმე. პანტომიმა, პანტომია, პანტომიმა! ასეთი პრიმიტიულია გამოხატვის მათი საშუალებანი, ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მათ კარგად იციან თავიანთი მკითხველის მიამიტობისა და უბირობის ამბავი. ამ მიამიტობას კი უკვე დროა ბოლო მოეღოს“.

მახსოვს, ერთხელ დონ მიგელი მეუბნებოდა, იუმორმა, ჭეშმარიტმა ცოცხალმა იუმორმა ესპანეთში სულ ვერ მოიკიდა ფეხი და, ალბათ ვერც მოიკიდებსო. დონ მიგელს რომ ჰკითხოთ, ისინი, ვისაც ესპანეთში იუმორისტებს ეძახიან, სინამდვილეში ან სატირიკოსები არიან, ან ირონისტები, თუკი უბრალოდ, ლაზღანდარებს არ ვუწოდებთ. მაგალითად, ტაბოადას იუმორისტად მონათვლა ამ ტერმინის ბოროტად გამოყენება იქნებოდა. ანდა კევედოს სატირა ავიღოთ - გესლიანი, ნათლი და გამჭვირვალე, ეს რა იუმორია, უმალ ქადაგებას გაგახსენებთ. ჩვენში ერთადერთი იუმორისტი სერვანტესი იყო, - მეუბნებოდა დონ მიგელი, - რამდენს იცინებდა ჩვენი ბერიკაცი, რომ წამომდგარიყო და ენახა, რარიგად დაობდნენ ზოგიერთები, გენიოსია-მეთქი, რომ განვაცხადე და, რაც მთავარია, რა მხიარულ გუნებაზე დააყენებდა იმ მიამიტების ამბავი, რომელტაც სრულიად სერიოზულად მიიღეს ყველაზე ბასრი ხუმრობა, - ეჭვიც არ არის, რომ იგი ხუმრობდა და ხუმრობდა ძალზე სერიოზულად, როცა სარაინდო რომანების სტილს აბიაბრუებდა; ზოგიერთ გულუბრყვილო სერვანტესოლოგს მისი სტილის ნიმუშად მოჰყავს ასეთი წინადადება: „როგორც კი სახეშეფაკლული ფებოსი და ასე შემდეგ...“, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ მახვილგონივრული კარიკატურაა ბაროკოს კაზმულსიტყვაობაზე. ანდა ის რად ღირს, იდიომად რომ მიიჩნევენ გამოთქმას: „ალიონისა დაწყებულიყო...“, რომლითაც იწყება ერთ-ერთი თავი და წინა კი მთავრდება სიტყვით „...მგზავრობა“.

ჩვენი საზოგადოება, სხვა უკულტურო საზოგადოებისა არ იყოს, ბუნებით ეჭვიანია და, სხვათა შორის, ეს მთელს ჩვენს ხალხზეც ითქმის. ესპანელს არ უყვარს და არც მოითმენს, ვინმეს თავი აბუჩად ააგდებინოს, გაბრიყვება და გაპამპულება შეარჩინოს; როგორც კი დაელაპარაკებით, უმალ იმაზე იფიქრებს, სახუმაროდ მოვემზადო, თუ სერიოზული საუბრისთვისო. ჩემი აზრით არცერთი ეროვნების ადამიანს ასე არ აბრაზებს ხუმრობისა და სიმართლის ერთმანეთში აღრევა, როგორც ჩვენსას; აბა მაშინ ნახეთ მისი გაშმაგება, როცა ვერ ხვდება რა კილოზე ელაპარაკებიან! ახლა სცადეთ და საშუალო ფენის წარმომადგენელს შეასმინეთ, რომ ერთსა და იმავე დროს შეიძლება კიდეც იხუმრო და სერიოზულადაც ილაპარაკო, ერთი და იგივე რამ პატივისცემითაც მოიხსენიო და უპატივცემულოდაც.

დონ მიგელს ყველაზე მეტად ტრაგიკული მასხარას სახე აღელვებს და არაერთხელ უთქვამს კიდეც ჩემთვის, ისე არ მოვკვდები ტრაგიკული ბუფონადა ან ტრაგედია-ბუფი არ დავწეროო, მაგრამ თუ დავწერ ისევ დავწერ რომ ტრაგიკული და გროტესკულ-სახუმარო ერთი მეორეს კი არ ენაცვლებოდეს, არამედ ერთიანად შერწყმულ-შედუღაბებული იყოსო. როცა მას თავგამოდებული რომანტიკოსი ვუწოდე, მომიგო: „არ გედავები, მაგრამ განსაზღვრებანი ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს; მართალია, უკვე ოცი წელია კლასიკოსებზე ვკითხულობ ლექციებს, მაგრამ კლასიციზმმა, რომანტიზმის ამ მტერმა, მაინც ვერ დამასნებოვნა. ამბობენ, ელინებმა იცოდნენ მოვლენათა განსხვავება, განსაზღვრა და დაყოფაო, მე კი მათი არევ დარევა და ერთმანეთში გადახლართვა უფრო მეხერხება“.

ამ სიტყვებში მე ვხედავ კონცეფციას, უფრო მეტიც, მსოფლაღქმას, რომელსაც პესიმისტურს მარტო იმიტომ ვერ ვუწოდებ, რომ კარგად მომეხსენება, რარიგად ეჯავრება დონ მიგელს ეს სიტყვა. მას ერთი აკვიატებული, თითქმის მანიაკური იდეა აწამებს-თუკი მის სულსა და საერთოდ ადამიანის მოდგმას ან ამქვეყნად არსებულ ყველა სულიერსა და უსულოს უკვდავება არ უწერია, (თანაც იმ უკვდავებას გულისხმობს, შუა საუკუნეების მიამიტ კათოლიკებს როგორც ესმოდათ), მაშინ ყველაფერს ჯანდაბამდის გზა ჰქონია და არც არაფერს ჰქონია ამ ცხოვრებაში ფასიო. აქედან მომდინარეობს ლეოპარდის ჭმუნვაც, რაკიღა ყველაზე დიდი ნუგეში მოეშალა:

„...რომ მწამდა ჩემი უკვდავებისა...“

და მარადიოული ცხოვრების იმედები გაუცრუვდა. აი რატომ უყვარს დონ მიგელს სამი მწერალი-სენანკური, კენტალი და ლეოპარდი.

მაგრამ ეს აღრეული, სასტიკი და გესლიანი იუმორი ძალზე აბრაზებს და აღიზიანებს ჩვენს ეჭვიან ესპანელს, რომელმაც უნდა იცოდეს, რა განზრახვით მიმართავენ მას. ესპანელს სიცილი უყვარს, მაგრამ საჭმლის მონელებისთვის და გულის გადასაყოლებლად უფრო იცინის, ვიდრე იმისთის, შეცდომით გადასანსლული და კიჭისთის მავნებელი ამოანთხიოს, ან მითუმეტეს იმისთვის, რომ წყენა მოინელოს. დონ მიგელი კი იმას სულ არ დაგიდევთ, დიაფრაგმის შეკუმშვა საჭმლის მონელებას ხელს უწყობსო, იგი ცდილობს ხალხი გააცინოს, რათა უკანვე ამოანთხევინოს, რაც შეუსანსლავს, რამეთუ ცხოვრების აზრიცა და მთელი ამ სამყაროს აზრიც მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება ხოლმე, როცა კუჭი ნუგბარუი და ზედმეტი ხორაგისგან თავისუფლდება. დონ მიგელისთვის არც ირონია არსებობს ღვარძლის გარეშე და არც ზომიერი იუმორი; მისი სიტყვეი რომ გავიმეოროთ, ის ირონია რა ირონიაა, თუკი ერთი წვეთი ბალღამი მაინც არ ურევია. ზომიერება კი იუმორის, ანდა, როგორც თავადვე უყვარს ხოლმე თქმა, ღვარძლიანი იუმორის მტერიაო.

სწორედ ეს რწმენა უბიძგებს დონ მიგელს, მეტად უსიამოვნო და უმადურ საქმეს შეეჭიდოს და ამას იგი „საზოგადოებრივი მიამიტობის მასაჟს“ ეძახის. მისთის მთავარია, გაიგოს, აბა ჩვენი ხალხის კოლექტიური გენია თანდათანობით თუ იხვეწება და ფაქიზდებაო, იმის თაობაზეც აშმაგებს სჯაბაასი, ვითომ ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით კი სამხრეთელები, მეტად ნიჭიერები არიანო. „ხალხი რომ ხარების ბრძოლით გაერთობა და ესოდენ პრიმიტიული სანახაობა ესე შეიყოლიებს და ამხელა სიამოვნებას ჰგვრის, აბა მისი გონებისა რა იმედი უნდა გქონდეს!“ და დასძენს, კორიდის თავ გამოდებულ მოყვარულზე გონებაჩლუნგი და ყეყეჩი არავინ მეგულებაო. განა რაში გამოადგება იუმორისტული პარადოქსები ისეთ კაცს, რომელიც ეს-ეს არის აღტაცებით შეჰყურებდა ვისენტე პასტორის დაშნის ცემას!ახლა ისა თქვით, რარიგად სძულს დონ მიგელს ხარების ბრძოლის კომენტატორთა, ამ ქურუმთა ქარაფშუტული სტილი. მერედა, როგორ ეთაყვანებიან ისინი, ჩვენში ახალგამოჩეკილი გენიოსები კალამბურებსა და ათასგვარ ხელწამოსაკრავ აბდაუბდას!

თუ იმასაც ვიტყვით, რომ თავად დონ მიგელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს კალამბურობა, ოღონდ მეტაფიზიკური იდეებით, მაშინ ცხადი გახდება, რატომაც სძულს ბევრს მისი წიგნები; ხოგს თავის ტკივილი აუტყდება ხოლმე, ზოგსაც, რაკი შესისხლხორცებული აქვს წესი-წმინდაზე წმინდა ენით უნდა ილაპარაკო,-ამისთანა მატერიებზე ხუმრობა და ლაზღანდარაობა უღირსად მიაჩნია. დონ მიგელი კი პასუხის მაგივრად თავადვე ეკითხება მათ: თუკი ჩვენი სულიერი წინაპრები წმინდათაწმინდაზე, ანუ თვისთა ძმათა სანუგეშო რწმენასა და იმედებზე იცინოდნენ, ჩვენ რაღად უნდა ვიმსჯელოთ სერიოზულად ყველა სხვათა შესახებ? თუკი მოიძევებოდნენ ღმერთის აუგად მახსენებლები, ჩვენ ვიღამ აგვიკრძალა გონებაზე, მეცნიერებასა ანდა ჭეშმარიტებაზე სიცილი? თუკი ჩვენს ცხოვ რებაში ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი იმედი წაგვართვეს, სწორედ რომ თავდაყირა უნდა დავაყენოთ ყველა ჭეშმარიტება, რათა მოვკლათ დრო, მარადისობა და ჯავრიც ვიყაროთ!

ადვილი შესაძლებელია, ზოგიერთმა მკითხველმა ამ წიგნში უწმაწურობა და, თუ გნებავთ, პორნოგრაფიაც კი აღმოაჩინოს, მაგრამ დონ მიგელმა ესეც გაითვალისწინა და ამის თაობაზე მე მათქმევინა რამდენიმე სიტყვა რომანის ტექსტში. ამგვარ ინსინუაციათა საწინააღმდეგოდ, ავტორი ამტკიცებს, წიგნში საჩოთირო სცენები ხორციელი ჟინის გაღვივების მიზნით კი არ არის ჩართული, პირიქით, მათი დანიშნულებაა სხვა გზით წარმართოს წარმოსახვაო.

ვინც კი დონ მიგელს იცნობს, ისიც კარგად მოეხსენება, რარიგ სძულს პორნოგრაფიის ყოველგვარი გამოვლინება და სძულს არა მარტო საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი მოსაზრებების გამო, არამედ იმიტომ და უფრო იმიტომაც, რომ მტკიცედ სწამს, სექსუალური შეჭირვება აზრის ყველაზე საშიში მტერიაო. მისი თქმით, პორნოგრაფიის და ეროტიკისკენ მიდრეკილი მწერლები ყველაზე გონებაჩლუნგები და ყეყეჩები არიან. არაერთხელ მსმენია მისგან ისიც, რომ ადამიანურ მანკიერებათა კლასიკური სამებიდან-იგულისხმება ქალი, ბანქო და ღვინო,_პირველ ორს გაცილებით დიდი ვნება მოაქვს გონებისთის, ვიდრე მესამეს. თავად დონ მიგელი წლის მეტს არაფერს ეკარება. ერთხელ მითხრა: „მთვრალ კაცს კიდევ შეიძლება რაიმე შეასმინო, ლოთს ზოგჯერ რაღაც აზრიანიც წამოსცდება, მაგრამ მებანქოვისა და მექალტანის ლაყბობა, მართლაც ძნელი ასატანია. ამაზე უარესი მარტო კორიდის ენთუზიასტის მონაჩმახი თუ იქნება, მართლაც სიბრიყვის ზღვარი და მწვერვალი“.

სხვათა შორის, სულაც არ მიკვირს ეროტიკისა და მეტაფიზიკის შერწყმა, რამეთუ ჩვენი ხალხი, რამდენადაც ვიცი, ამას კი მისი ლიტერატურაც ადასტურებს, თავდაპირველად მეომარი და მორწმუნე იყო, მერე კი ეროტიკისა და მეტაფიზიკისაკენ გადაიხარა და ქალის კულტი კონსეპტიზმის ეპოქაში სინატიპის კულტს დაემთხვა. ჩვენი ხალხის სულიერი ალიონი შუა საუკუნეებში დადგა, როცა ბარბაროსული საზოგადოება რელიგიური, თითქმის მისტიკური და ამავე დროს მეომრული ეგზალტაციით აღივსო და ხმლის ტარსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა მაშინ; მაგრამ ქალს მათ წარმოდგენაში ძალზე პატარა, აშკარად მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა; ხოლო თეოლოგიის საბურველში გახვეული ფილოსოფიური იდეები საეკლესიო კრებებზე სთვლემდა მხოლოდ და მხოლოდ. ეროტიკა და მეტაფიზიკა ერთდროულად ვითარდება. რელიგია მეომრულია, მეტაფიზიკა - ეროტიკული და ავხორცი.

რელიგიურობა ადამიანს მეომრად, მოჩხუბრად აქცევს, ან პირიქით, სწორედ მეომრული სული მოაქცევს მას რელიგიისკენ. მეორეს მხრით, არსებობს მეტაფიზიკური ინსტინქტი, სწრაფვა იმის შეცნობისა, რაც არ გვეხება, ერთი სიტყვით, პირველცოდვა, - სწორედ ეს აღვიძებს ადამიანში ვნებას. ანდა პირიქით, სწორედ ვნება აღვიძებს ჩვენში მეტაფიზიკურ ინსტინქტს, ევას მსგავსად, კეთილისა და ბოროტის შეცნობის წყურვილს. ამის გარდა, არსებობს კიდევ მისტიკაც, ანუ რელიგიის მეტაფიზიკა, ვნებისა და მეომრული სულის ნაყოფი.

ეს ყოველივე კარგად უწყოდა ათენელმა კურტიზანმა ქალმა თეოდოტემ, რომლის შესახებაც ქსენოფონტე მოგვითხრობს თავის „მოგონებებში“; სოკრატესთან საუბრისას, ჭეშმარიტების ძიების, ანდა უფრო ზუსტად, ჭეშმარიტების დაბადების ხელშეწყობის შუამავლობაც კი შესთავაზა (თანამოსაქმე, ასეა ნათქვამი ტექსტში, ასევე განმარტა ძველბერძნულის პროფესორმა დონ მიგელმა და მანვე გამაცნო ეს ყოვლად საინტრესო და ბევრის მთქმელი ფაქტი) და ასე ვთქვათ, დახმარებაც სთხოვა საყვარლების მოპოვების საქმეში. ეს ფრიად საყურადღებო საუბარი კურტიზან ქალ თეოდოტესა და სოკრატეს, ფილოსოფოს-ბებია ქალს შორის აშკარად ადასტურებს მათი ხელობის შინაგან ნათესაობას - ფილოსოფია ხომ მნიშვნელოვანწილად შუამავლობაც არის, ხოლო შუამავლობა - ფილოსოფია.

თუკი ყველაფერი ეს ისე არ არის, როგორც მოგახსენეთ, გონებამახვილობაში ხომ მაინც ვერავინ შემომედავება და ესეც კმარა.

სხვათა შორის, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემი ძვირფასი მაესტრო დონ ფულხენსიო ენტრამბოსმარეს დე აკილონი (რომლის ამბავი წვრილად მოგვითხრო დონ მიგელმა თავის რომანსა თუ რიმანში „სიყვარული და პედაგოგიკა“) არ დაეთანხმება ჩემს დაყოფას - რელიგია და მეომრული სული, ერთის მხრივ, ხოლო ფილოსოფია და ეროტიკა - მეორეს მხრივ; წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ „არს მაგნა კომბინატორიკას“ სახელგანთქმული ავტორი თავადვე მიაგნებს ასეთ დაყოფას - მეომრულ რელიგიას და ეროტიკულ რელიგიას, მეომრულ მეტაფიზიკას და ეროტიკულ მეტაფიზიკას, რელიგიურ ეროტიზმს და მეტაფიზიკურ ეროტიზმს, მეტაფიზიკურ მეომრულობას და რელიგიურ მეომრულობას; ხოლო მეორეს მხრივ - მეტაფიზიკურ რელიგიას და რელიგიურ მეტაფიზიკას, მეომრულ ეროტიზმს და ეროტიკულ მეომრულობას. ეს ყველაფერი, გარდა რელიგიური რელიგიისა. მეტაფიზიკური მეტაფიზიკისა, ეროტიკული ეროტიზმისა და მეომრული მეომრულობისა, საბოლოო ჯამში შეადგენს თექვსმეტ წყვილ კომბინაციას; აღარას ვიტყვი ამგვარივე სამმაგ კომბინაციებზე, მაგალითად: მეტაფიზიკურ-ეროტიკული რელიგია, ანდა მეომრულ-რელიგიური მეტაფიზიკა. მაგრამ ვაი, რომ მე არც დონ ფულხენსიოს კომბინატორული ნიჭით ვარ დაჯილდოებული და არც, მით უმეტეს, დონ მიგელის ყველაფრის ერთმანეთში არევ-დარევისა და გაბუნდოვნების უნარით.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა ამ ამბის მოულოდნელი დასასრულისა და ჩემი უბედური მეგობრის, აუგუსტოს სიკვდილის დონ მიგელისეული ვერსიის თაობაზე, - მე მისი ვერსია მცდარი მგონია, - მაგრამ მართებული არ არის პროლოგშივე გავუმართო კამათი ავტორს, რომელსაც თავადვე წარვადგენ მკითხველის წინაშე; ამავე დროს, სინდისიც მქენჯნის, რომ დაბეჯითებით ვერ ვამბობ, აუგუსტო პერესი თავის მოკვლას აპირებდა, ბოლო შეხვედრის დროსაც მითხრა ეს და, ღრმად დარწმუნეუბლი ვარ, თავი ნამდვილად მოიკლა-მეთქი. არადა, მისი თვითმკვლელობის დამადასტურებელი საბუთებიც ხელთა მაქვს, თან იმდენი და ისეთი დამაჯერებელი, რომ ეს აზრი უფრო და უფრო მიმტკიცდება და თანდათან ვრწმუნდები კიდეც ჩემი თვალსაზრისის სისწორეში. ამით დავასრულებ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში