ჰენრი კისინჯერი - დიპლომატიის ახალი სახე: ვილსონი და ვერსალის შეთანხმება

1918 წლის 11 ნოემბერს, ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი დევიდ ლოიდ ჯორჯი აცხადებდა, რომ დროებითი ზავი გრმანიასა და მოკავშირე სახელმწიფოებს შორის შეიძლებოდა გამოხატული შემდეგი სიტყვებით: ,,ვიმედოვნებ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საბედისწერო დილამ დაასრულა ყველანაირი ომი (ბოლო მოუღო ყველანაირ ომს)”. სინამდვილეში ევროპას მხოლოდ ოცი წელი აშორებდა უფრო კატაკლიზმურ ომთან.

რადგან პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით არაფერი არ მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, გარდაუვალი იყო, რომ მშვიდობის ძიება ისეთივე ამაო იქნებოდა, როგორც მოლოდინები/იმედები, რომლითაც სახელმწიფოებმა ერთმანეთი კატასტროფის წინაშე დააყენეს. ყველა მონაწილე ელოდებოდა ომს და მათ მშვიდობის პერიოდის განსაზღვრა დაუტოვეს დიპლომატიურ კონგრესს, რომელმაც დაასრულა ევროპული კონფლიქტები გასულ საუკუნეში. მაგრამ რადგანაც მსხვერპლმა ძალიან დიდ რაოდენობას მიაღწია, მათ შეწყვიტეს პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის შესავალთან დაკავშირებით - შეჯიბრება, რომ მოეპოვებინათ გავლენა ბალკანეთში, რათა დაესაკუთრებინათ ელზას-ლოთარინგია და საზღვაო-სამხედრო ფლოტი. ევროპის სახელმწიფოები თავიანთ ტანჯვა-წამებას აბრალებდნენ თავიანთი მოწინააღმდეგეების თანდაყოლილ ბოროტებას და ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომ კომპრომისი ვერ მოიტანდა მშვიდობას: საჭირო იყო მტრის სრული დამარცხება ან თავდაუზოგავი ომი.

1. ევროპელ ლიდერებს რომ გაეგრძელებინათ ომამდელი საერთაშორისო წესრიგი, კომპრომისული მშვიდობა დაისადგურებდა 1915 წლის გაზაფხულზე. სისხლი დაიღვარა ორივე მხარეს და გამოუვალი მდგომარეობა სუფევდა ყველა ფრონტზე. მაგრამ რადგანაც მობილიზაციურმა გეგმებმა დიპლომატია ჩამოიტოვეს ომის დაწყებამდე, ახლა მსხვერპლის მასშტაბებმა დაბრკოლება შეუქმნეს გონივრულ კომპრომისს. ევროპელი ლიდერები ზრდიდნენ მოთხოვნებს, რის გამოც გააძლიერეს არამარტო თავიანთი პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე, არამედ დაანგრიეს მსოფლიო წესრიგი, რომელშიც მათი ქეყნები დაახლოებით ერთი საუკუნე არსებობდნენ.

1914-15 წლის ზამთარში სამხედრო სტრატეგიამ და საგარეო პოლიტიკამ გაწყვიტეს კავშირი ერთმანეთთან. ვერც ერთი მეომარი მხარე ვერ ბედავდა კომპრომისული მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმას. საფრანგეთი არ წავიდოდა მოლაპარაკებებზე ელზას-ლოთარინგიის შემოერთების გარეშე; გერმანიას ვერ წარმოედგინა ისეთი მშვიდობა, რომლის გამოც მას მოსთხოვდნენ ხელი აერო დაპყრობილ ტერიტორიებზე. მომაკვდინებელი იერიშები ქმნიდა გამოუვალ სამხედრო მდგომარეობას და იწვევდა დიდ მსხვერპლს. ახალი კავშირების შექმნის მცდელობა იწვევდა პოლიტიკურ ჩიხს. ყოველი ახალი მოკავშირე - იტალია და რუმინეთი ანტანტის მხარეს და ბულგარეთი ცენტრალური სახელმწიფოების/ძალების მხარეს - მოითხოვდა ნადავლის განაწილებას.

სამშვიდობო პირობებმა მიიღო ნიჰილისტური ხასიათი. XIX საუკუნის დიპლომატიის არისტოკრატული, კონსპირაციული სტილი არარელევანტური აღმოჩნდა მასობრივი მობილიზაციის ეპოქაში. მოკავშირე მხარე ომის ფორმულირებას ახდენდა ისეთ მორალურ სლოგანებში, როგორიცაა ,,ვიომოთ იმისთვის, რომ დასრულდეს ომები”, ან ,,გადავაქციოთ მსოფლიო დემოკრატიის სეიფად” - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკაც ჩაერთო ომში. ამ მიზნებიდან პირველი გასაგები იყო იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც სხვდასხვა კომბინაციებში ებრძოდნენ ერთმანეთს ათასწლეულების განმავლობაში. მისი პრაქტიკული ინტერპრეტაცია გერმანიის სრულ განიარაღებაში მდგომარეობდა. მეორე მტკიცებულება - დემოკრატიის გავრცელება - მოითხოვდა გერმანული და ავსტრიული საშინაო ინსტიტუტების დამხობას. მოკავშორეები ორივე სლოგანს მოითხოვდნენ ბრძოლის ბოლომდე.

დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ნაპოლეონის ომებში ევროპის წონასწორობის გეგმა გამოხატა პიტის გეგმით, მხარს უჭერდა საყოველთაო/ტოტალურ გამარჯვებას. 1914 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრეი აცხადებდა, მოკავშირეებს უნდა მიეცეთ გარანტია, რომ დაცულები იქნებიან გერმანიის მომავალი შეტევებისგან.

გრეის კომენტარი აღნიშნავდა ბრიტანული განწყობის ტრანსფორმირებას. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთი საკუთარი თავდაცვის/უსაფრთხოების იდენტიფიცირებას ახდენდა ძალთა ბალანსთან, რომელსაც ის დაიცავდა ძლიერის წინააღმდეგ სუსტის დაცვის საშუალებით. 1914 წლისთვის დიდი ბრიტანეთი სულ უფრო ნაკლებად კომფორტულად გრძნობდა თავს ამ როლში. იგრძნო რა, რომ გერმანია ხდებოდა უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი დანარჩენი კონტინენტი, დიდი ბრიტანეთი მიხვდა, რომ ვეღარ გააგრძელებდა თავისი ტრადიციული როლის თამაშს ევროპაში. რადგანაც ის გერმანიას აღიქვამდა, როგორც ჰეგემონიურ საფრთხეს ევროპისთვის, სტატუს ქუო ანტე-ში დაბრუნება ვერაფერს გააკეთებდა ძირითადი პრობლემის შესამცირებლად. ამრიგად, აღარც დიდი ბრიტანეთი აღარ დათანხმდებოდა კომპრომისებს და მოითხოვდა ,,გარანტიებს”, რაც მდგომარეობდა გერმანიის პერმანენტულ დასუსტებაში, განსაკუთრებით კი გერმანული საზღვაო ფლოტის მკვეთრ შემცირებაში - ეს იყო ის, რასაც გერმანია ვერასდროს შეეგუებოდა სანამ სრულიად არ დამარცხდებოდა.

გერმანიის პირობები იყო როგორც ძალიან ზუსტი, ისე ძალიან გეოპოლიტიკური. თავიანთი დამახასიათებელი პროპორციის/თანაფარდობის ნაკლებობით, გერმანელი ლიდერები მოითხოვდნენ უსიტყვო კაპიტულაციას. დასავლეთით ისინი მოითხოვდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთის სახშირის საბადოების ანაქსიას და სამხედრო კონტროლს ბელგიაზე, მათ შორის ანტვერპენის პორტზეც, რაც აუცილებლად გამოიწვევდა დიდი ბრიტანეთის გაღიზიანებას და მტრულ განწყობას. აღმოსავლეთით გერმანია აცხადებდა მხოლოდ ფორმალურ პირობებს პოლონეთთან დაკავშირებით, სადაც 1916 წლის 5 ნოემბერს მან პირობა დადო, რომ შექმნიდა ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოს მემკვიდრეობითი და კონსტიტუციური მონარქიით.” (გერმანია იმედოვნებდა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის დაპირება გამოიწვევდა საკმარის პოლონელ მოხალისეს მეხუთე დივიზიისთვის/დანაყოფისთვის. როგორც აღმოჩნდა გამოხლინდა მხოლოდ 3000 ახალწვეული.) რუსეთის დამარცხების შემდეგ, გერმანიამ 1918 წლის 3 მარტს დიდო ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება, რომლითაც მან მოახდინა რუსეთის ტერიტორიის მესამედის ანექსია და დადო პროტექტორატი უკრაინაზე. თუ საბოლოოდ წელტპოლიტიკ-ის მიხედვით განვსაზღვრავთ, გერმანია აპირებდა მთელს მსოფლიოზე გაბატონებას.

პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, როგორც ტიპური კაბინეტური ომი. კომენტარები გადაცემოდა საელჩოდან საელჩოს, ტელეგრამების გადაცემა ხდებოდა მონარქებს შორის აქტუალური ბრძოლის გზაზე ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯების შესახებ. მაგრამ როცა ომი გამოცხადდა და ევროპის დედაქალაქები გაივსო გამამხნევებელი ბრძოლებით, კონფლიქტი საელჩოებს შორის მასების კონფლიქტად გადაიქცა. ომიდან ორი წლის შემდეგ, ორივე მხარე აცხადებდა პირობებს, რომლებიც შეუთავსებელი იყო წონასწორობის შენარჩუნებასთან.

ყველას ფანტაზიას სცდებოდა აზრი, რომ ორივე მხარე იქნებოდა როგორც გამარჯვებული ისე დამარცხებული: გერმანია დაამარცხებდა რუსეთს და სერიოზულად დაასუსტებდა საფრანგეთს და ინგლისს. მაგრამ შემდეგ, საბოლოდ, დასავლელი მოკავშირეები, ამერიკის შეუდარებელი დახმარების საშუალებით, იქნებოდნენ გამარჯვებულები. ნაპოლეონის ომებს შედეგად მოჰყვა წონასწორობაზე დამყარებული მშვიდობიანი საუკუნე, სადაც მხარს უჭერდნენ საერთო/საყოველთაო ღირებულებებს. პირველ მსოფლიო ომს შედეგად მოჰყვა რაციონალური ძვრები, იდეოლოგიური კონფლიქტი და შემდგომი მსოფლიო ომი.

ის ენთუზიაზმი, რომელიც აღინიშნებოდა ომის დასაწყისში, მაშინვე გაქრა, როდესაც ევროპელმა ხალხმა გააცნობიერა, რომ მათი მთავრობის უნარი - წამოიწყოს ხოცვა-ჟლეტა, არ შეესაბამებოდა უნარს, რომ მოეპოვებინათ გამარჯვება ან მშვიდობა. აღმოსავლელი მეფეების ამალა, რომელთა ერთიანობა წმინდა ალიანსის დღეებში ევროპის მშვიდობაში მდგომარეობდა, დაემხო. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ერთიანად გაქრა. რუსეთის იმპერია აიღეს ბოლშევიკებმა და ის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოშორდა ევროპის პერიფერიას. გერმანია განიცდიდა დამარცხებას, რევოლუციას, ინფლაციას, ეკონომიკურ დეპრესიას და დიქტატურას. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სარგებელი ვერ ნახეს თავიანთი მოწინააღმდეგეების დასუსტებულ მდგომარეობაში ყოფნით. მათ მსხვერპლად შეწირეს თავიანთი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი იმ მშვიდობას, რომელმაც მტერი გეოპოლიტიკურად უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ის ომის დაწყებამდე იყო.

სანამ ამ თვითგანადგურების სრული განზომილება გახდებოდა ნათელი, სცენაზე გამოჩნდა ახალი მოთამაშე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა ის, რასაც ევროპის კონცერტი ერქვა. სამწლიანი ხოცვა-ჟლეტის შუა პერიოდში ამერიკამ ფეხი შედგა საერთაშორისო არენაზე, თავდაჯერებულობით, ძალაუფლებით და იდეალიზმით აღსავსემ, რაც წარმოუდგენელი იყო მისი ღონემიხდილი ევროპელი მოკავშირეებისთვის.

ამერიკის ჩართვა ომში ტოტალურ გამარჯვებას ტექნიკურად შესაძლებელს ხდიდა, მაგრამ ის ემსახურებოდა მიზნებს, რომლებსაც ცოტა ჰქონდათ საერთო იმ მსოფლიო წესრიგთან, რომელიც ევროპამ იცოდა სამი საუკუნის განმავლობაში და სავარაუდოდ, რომლის გამოც ევროპა ჩაერთო ომში. ამერიკას სძულდა ცნება ,,ძალთა ბალანსი” და ,,რეალპოლიტიკ”-ის მოქმედება ამორალურად მიაჩნდა. ამერიკის საერთაშორისო კრიტერიუმები იყო დემოკრატია, კოლექტიური უსაფრთხოება და თვითგამორკვევის პრინციპი - რომლიდანაც არც ერთი არ ედო საფუძვლად ევროპულ შეთანხმებას.

ამერიკალებისთვის, დისონანსს მათ ფილოსოფიასა და ევროპულ აზროვნებას შორის ხაზს უსვამდა მათი რწმენების ღირებულება. მსოფლიო წესრიგის ვილსონისეული იდეა აღმოცენდა ამერიკელების რწმენიდან - ადამიანის მშვიდობიანი ბუნებისა და სამყაროს საფუძველმდებარე ჰარმონიის შესახებ. დემოკრატიული სახელმწიფოები განსაზღვრების მიხედვით იყვნენ მშვიდობიანნი, ადამიანებს ჰქონდათ თვითგამორკვევის უფლება, რაც აღარ იქნებოდა ომში წასვლის ან მშვიდობიანობის და დემოკრატიის დარღვევის მიზეზი.

ევროპელ ლიდერებს არ ქონდათ აზრთა ისეთი კატეგორიები, რომლებიც შეიცავდა ასეთ შეხედულებებს. არც მათი შინაური ინსტიტუტები და არც მათი საერთაშორისო კანონები არ იყო დამყარებული პოლიტიკურ თეორიებზე, რომლებიც პოსტულირებულნი იქნებოდნენ ადამიანის დიდსულოვნებაზე. მეტიც, ისინი ადამიანის ეგოიზმის გამოვლინებას აყენებდნენ პირველ ადგილზე. ევროპული დიპლომატია დამყარებული იყო არა სახელმწიფოების მშვიდობისმოყვარე ბუნებაზე, არამედ ომისადმი მათ მიდრეკილებაზე, რაც დაბალანსებას საჭიროებდა.

ვილსონის დოქტრინებმა თვითგამორკვევასა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, ევროპელი დიპლომატები ბრძოლის სრულიად სხვა ველზე მოახვედრა. ევროპული კონცერტის უკან იდგა ვარაუდი, რომ ქვეყნის საზღვრები ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ხელი შეუწყოს ძალთა ბალანსს.

XIX საუკუნის განმავლობაში, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთის იმპერიის დაშლას, რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იქიდან აღმოცენებული პატარა ერები ძირს გამოუთხრიდნენ საერთაშორისო წესრიგს. მათი აზრით, პატარა ერების გამოუცდელობა ენდემურ (გარკვეული ადგილისათვის დამახასიათებელ) ეთნიკურ მეტოქეობას, ხოლო მათი შედარებითი სისუსტე დიდ სახელმწიფოს შემოსევისკენ უბიძგებდა. ბრიტანეთის და ავსტრიის აზრით, პატარა ერებმა თავიანთი ნაციონალური ამბიციები უნდა დაუქვემდებარონ მშვიდობის უფრო ფართო ინტერესებს.

წონასწორობის შენარჩუნების გამო, საფრანგეთს ხელი შეუშალეს ფრანგულად მოლაპარაკე ბელგიის ნაწილ - ვალენის ანექსიაში, ხოლო გერმანიას ავსტრიასთან გაერთიანებაში. (თუმცა ბისმარკს თავისი მიზეზები ჰქონდა, რომ არ ნდომოდა ავსტრიასთან გაერთიანება).

ვილსონმა მთლიანად უარყო ეს მიდგომა, როგორც ამას აკეთებდა აშშ ადრეც. ამერიკის აზრით, ომს იწვევდა არა თვითგამორკვევა, არამედ მისი ნაკლებობა, არა ძალთა ბალანსის არარსებულობა, არამედ მისზე დაქვემდებარებულობა. ვილსონი აპირებდა მშვიდობის დამყარებას კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპზე დაყრდნობით. მისი აზრით, მსოფლიო უსაფრთხოება იყო არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ მშვიდობის, როგორც ლეგალური ცნების დაცვა. იმის განსასაზღვრად, ხდებოდა თუ არა მშვიდობის დარღვევა, საჭირო იყო საერთაშორისო ინსტიტუტის არსებობა, რომელიც ვილსონმა განსაზღვრა, როგორც ერთა ლიგა.

ასეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა პირველად აღმოცენდა ლონდონში, ძალთა ბალანსის დიპლომატიის ბასტიონამდე. ამის მოტივი იყო არა მსოფლიოს ახალი წესრიგის გამოგონების მცდელობა, არამედ ინგლისის მიერ იმ მიზეზის ძებნა, რის გამოც ამერიკა უნდა ჩართულიყო ომში. 1915 წლის სექტემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრი გრეი წერდა ვილსონის რწმუნებულს, კოლინ ჰაუსს წინადადებას, რომელზეც ამერიკის იდეალისტი პრეზიდენტი, მისი აზრით, უარს არ იტყოდა.

რამდენად შეიძლება დაინტერესდეს პრეზიდენტი ერთა ლიგით, რომელიც შეიქმნა, რათა განახორციელოს განიარაღება და აიღოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პასუხისმგებლობა? - კითხულობდა გრეი.

გამოვა პრეზიდენტი ერთა ლიგის არსებობის აუცილებლობის წინადადებით, რომლის ვალიც იქნება დაუპირისპირდეს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც დაარღვევს შეთანხმებას და უარს იტყვის კონფლიქტის მოგვარების ყველა საშუალებაზე, გარდა ომისა?”

არ არსებობდა ალბათობა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს, რომელიც 200 წლის განმავლობაში თავს იკავებდა ალიანსებში შესვლაზე, უეცრად განევითარებინა გლობალური მასშტაბის ვალდებულება. თუმცა, დიდი ბრიტანეთის განსაზღვრება, რომ გაერთიანებულიყვნენ გერმანიის უეცარი საფრთხისმომტანობის წინააღმდეგ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო წამოეყენებინა კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინა - ყველაზე ბუნდოვნად ჩამოყალიბებული ვალდებულება. მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრს დაეკისრებოდა ვალდებულება, წინააღმდეგობა გაეწია აგრესორისთვის ყველგან და დაესაჯა ის სახელმწიფო, რომელიც უარს იტყოდა დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ვილსონს სწამდა, რომ ამერიკის ფედერალური ინსტიტუტები უნდა მსახურობდნენ, როგორც ,,ადამიანის პარლამენტის” მოდელი; თავისი პრეზიდენტობის ადრეულ ეტაპზე ის უკვე იკვლევდა პან-ამერიკულ მოლპარაკებას დასავლეთ ნახევარსფეროს შესახებ. გრეის არ გაკვირვებია, მას ესიამოვნა-სწრაფი პასუხის მიღება მის ადვილად მისახვედრ სიტყვაზე თანხმობის შესახებ.

ეს ცვლილება იყო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ,,სპეციფიკური ურთიერთობის” ყველაზე ადრეული დემონსტრირება, რაც დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემდა შეენარჩუნებინა გავლენა ვაშინგტონში, მას შემდაეგ რაც მისი ძალაუფლება დაქვეითდა მეორე მსოფლიო ომის კვალდაკვალ. საეთო ენა და კულტურული მემკვიდრეობა კომბინირებული ტაქტიანობასთან, ბრიტანელ ლიდერებს საშუალებას აძლევდათ თავიანთი აზრები შეეტანათ ამერიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ ეს იდეები შეუმჩნევლად ხდებოდნენ საკუთრივ ვაშინგტონის ნაწილი. ამრიგად, 1916 წლის მაისში, როცა ვილსონმა პირველად გამოაცხადა მსოფლიო ორგანიზაციის თავისი სქემა, ის დარწმუნებული იყო, რომ ის მისი იდეა იყო.

მიუხედავად მისი წარმომავლობისა, ერთა ლიგა იყო არსებითად ამერიკული ცნება. ვილსონმა გაითვალისწინა ,,სახელმწიფოების უნივერსალური კავშირი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ საზღვაო გზის დაურღვეველი უსფრთხოება, რათა ის უპრობლემოდ გამოეყენებინა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს და გაითვალისწინა, რომ ხელი შეეშალა ნებისმიერი ომისთვის - რაც ტერიტორიული ინტეგრირების და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფაქტობრივი გარანტია იქნებოდა.

თავდაპირველად ვილსონი თავს იკავებდა შეეთავაზებინა ამერიკისთვის ,,უნივერსალურ ასოციაციაში” მონაწილეობა. საბოლოოდ, 1917 წლის იანვარში მან მხარი დაუჭირა ამერიკის წევრობას და მოდელად გამოიყენა მონროს დოქტრინა.

,,მე ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოები ერთხმად მიიღებენ პრეზიდენტ მონროს დოქტრინას: რომ არც ერთი სახელმწიფო არ ეცდება განავრცოს თავისი პოლიტიკა სხვა სახელმწიფოებზე და ხალხზე... რომ არცერთი სახელმწიფო ამიერიდან არ შევა ალიანსში, რომელიც მას ჩართავს ძალაუფლების შეჯიბრში...” …მექსიკა გაკვირვებული იყო იმის გაგებით, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც მისი ტერიტორიის ერთი მესამედი ხელში ჩაიგდო XIX საუკუნეში და ჯარი გაგზავნა მექსიკაში გასულ წელს, ახლა მონროს დოქტრინას წარმოადგენა, როგორც მონათესავე ერების ტერიტორიული ერთიანობის გარანტიას და საერთაშორისო თანამშრომლობის კლასიკურ მაგალითს.

ვილსონმა გამოამჟღავნა, რომ მას შეეძლო თავისი არგუმენტები ძალდატანებით შეევსო. ცოტა ხნის შემდეგ, რაც ამერიკა ომში ჩაერთო 1917 წლის აპრილში, ის წერდა კოლინ ჰაუსს: ,,როცა ომი დამთავრდება ჩვენ მათ ჩვენს აზრებს მოვახვევთ თავს, რადგან იმ დროისთვის ისინი ფინანსურად ჩვენს ხელში იქნებიან.” დათქმული დროისთვის ზოგიერთმა მოკავშირემ შეაყოვნა პასუხი ვილსონის იდეაზე. თუმცა მათ არ შეეძლოთ მოწონებოდათ შეხედულებები, რომლებიც ასე ეწინააღმდეგებოდა მათ ტრადიციებს, მაგრამ მათ მაინც ესაჭიროებოდათ ამერიკა.

1917 წლის ოქტომბერში, ვილსონმა ჰაუსი გაგზავნა, რათა მას ევროპელებისთვის ეთხოვა მოეხდინათ ომის მიზნების ფორმულირება, რომლებიც ასახავდნენმის ცნობილ მიზანს მშვიდობასთან დაკავშირებით - ყოველგვარი ანექსიების გარეშე. რამოდენიმე თვის მანძილზე ვილსონი თავს იკავებდა საკუთარი შეხედულებების წამოყენებისგან, რადგანაც, როგორც მან ჰაუსს განუმარტა, საფრანგეთს და იტალიას შეიძლება წინააღმდეგობა გაეწიათ, თუ ამერიკა გამოთქვამდა ეჭვებს მათი ტერიტორიული მისწრაფებების სამართლიანობის შესახებ.

საბოლოოდ, 1918 წლის 8 იანვარს ვილსონმა თავისი მჭევრმეტყველებით წარუდგინა კონგრესის ერთობლივ სხდომას ამერიკის ომის მიზნები. მან ისინი წარადგინა თოთხმეტი პუნქტის სახით, რომლებიც დაყოფილი იყო ორ ნაწლად. მან წარადგინა 8 პუნქტი, როგორც სავალდებულო, იმ აზრით, რომ ისინი ,,უნდა” განხორციელებულიყო. ამაში შედიოდა: გახსნილი/ღია დიპლომატია, ზღვების თავისუფლება, საყოველთაო განიარაღება, ვაჭრობის ბარიერის აღმოფხვრა, კოლონიური მოთხოვნების სამართლიანი გადაწყვეტა (მოგვარება), ბელგიის აღდგენა, რუსული ტერიტორიის ევაკუაცია და ერთა ლიგის ჩამოყალიბება.

ვილსონმა წარადგინა დარჩენილი 6 პუნქტიც, რომლებიც უფრო სპეციფიკური იყო და მათი მიღწევა სასურველი იქნებოდა და არა სავალდებულო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი აზრით, ისინი არ იყვნენ აბსოლუტურად აუცილებელნი. გასაკვირია, მაგრამ საფრანგეთისთვის ელზას-ლოთარინგიის დაბრუნება შედიოდა არასავალდებულო კატეგორიაში. სხვა სასურველი მიზნები იყო: ავსტრია-უნგრეთის და თურქეთის იმპერიის უმცირესობებისთვის ავტონომია, იტალიის საზღვრების გადაკეთება, ბალკარელების ევაკუირება, დარდანელის ინტერნაციონალიზაცია, დამოუკიდებელი პოლონეთის შექმნა ზღვაზე გასასვლელით. გულისხმობდა თუ არა ვილსონი, რომ ეს ექვსი პირობა იყო კომპრომისის საგანი? პოლონეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მიცემა და იტალიის საზღვრების მოდიფიკაცია მართლაც რთული შესარიგებელი/გასათავისებელი იქნებოდა თვითგამორკვევის პრინციპთან და ამ მიზეზით, იყო ვილსონის გეგმის მორალური სიმეტრიის პირველი ნაკლი/წუნი.

ვილსონმა თავისი პრეზენტაცია დაასრულა გერმანიისადმი მიმართვით, რომელთან ერთადაც ამერიკა მიაღწევდა ახალ საერთაშორისო წესრიგს - ურთიერთობას, რომელიც თავიდან აიცილებდა ომის ისტორიულ მიზნებს:

,,ჩვენ არ გვსურს მისთვის ზიანის მიყენება ან რაიმე გზით მისი ლეგიტიმური ზეგავლენის ან ძალაუფლების დაბლოკვა. ჩვენ არ ვაპირებთ ვეომოთ მას ან იარაღით ან რაიმე ბოროტული მოლაპარაკებების საშუალებით. თუ მას სურს დაგვიკავშირდეს ჩვენ და მსოფლიოს სხვა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოებს, ეს შესაძლებელია მხოლოდ კანონისა და სამართლიანობის შეთანხმების მეშვეობით.”

მსოფლიო, როგორც ვილსონი ამბობდა, დამყარებული იქნებოდა პრინციპზე და არა ძალაუფლებაზე; კანონზე და რა ინტერესზე - გამარჯვებულისთვისაც და დამარცხებულისთვისაც. ეს იქნებოდა დიდი სახელმწიფოების ისტორიული გამოცდილების მოქმედების მეთოდის სრული შეცვლა. ამის სიმბოლიკა იყო ის გზა, რომლითაც ვილსონი აღწერდა საკუთარ და ამერიკის როლს ომში. ამერიკა შეუერთდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძვინვარე ომის ,,ერთ მხარეს” (ვილსონი ვერ იტანდა სიტყვა ,,მოკავშირეს” და იყენებდა ,,ერთ მხარეს”) და ის მოქმედებდა ისე, თითქოს იყო ძირითადი მედიატორი (გამაშუალებელი). ვილსონს სურდა ეთქვა, რომ ომს აწარმოებდნენ არა გარკვეული პირობების მისაღწევად, არამედ გერმანიასთან გარკვეული ურთიერთობის დასამყარებლად.

ლონდონის რატუშისადმი (რატუშა-ქალაქის საბჭო, სადაც ქალაქის სამმართველოა მოთავსებული) მიმართვაში 1918 წლის 28 დეკემბერს, დროებითი ზავის შემდეგ, ვილსონი ძალთა ბალანსს განიხილავდა, როგორც მერყევს და ,,საეჭვო სიფხიზლეზე და ინტერესების ანტაგონიზმზე” დამყარებულს. მოკავშირეები იბრძოდნენ ძველი წესრიგის დასამთავრებლად და ახალი წესრიგის შესაქმნელად.

ძველი წესრიგის ცენტრი და მახასიათებელი იყო ის არასტსაბილური რამ, რასაც ,,ძალთა ბალანსს” უწოდებდნენ. სადაც ბალანსი განისაზღვრებოდა ხმლით, რომელსაც ისვრიდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ბალანსი განისაზღვრებოდა კონკრეტული ინტერესების არასტაბილური წონასწორობით. ადამიანები, რომლებიც ამ ომში ომობდნენ, იყვნენ თავისუფალი ქვეყნებიდან და სურდათ ომის დამთავრება სამუდამოდ.

ვილსონი მართალი იყო ეროვნული სახელმწიფოების შესახებ, როცა აღნიაშნავდა, რომ მათ ყველაფერი გააფუჭეს. თუმცა ძალთა ბალანსი არ იყო ის, რამაც გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი. პირველი ომამდელი ევროპის ლიდერები ყურადღებას არ აქცევდნენ ისტორიულ ძალთა ბალანსს და ხელი ქონდათ აღებული პერიოდულ რეგულირებაზე რაც აიცილებდა საბოლოო დაპირისპირებებს. ყველაფერი ეს მათ შეცვალეს ბიპოლარული წესრიგით, რომელიც ცივი ომის მსოფლიოზე ნაკლებად მოქნილი იყო. ევროპის ლიდერთა არც პოლიტიკური და არც სამხედრო სტრუქტურა არ იძლეოდა ფლექსიურობის/მოქნილობის საშუალებას. ამან გამოიწვია გადაუჭრელი კრიზისები და საზოგადოების პოზიცია, რომელიც უკანდახევის საშუალებას არ იძლეოდა.

ვილსონმა ზუსტად მოახდინა მეოცე საუკუნის რამდენიმე ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება - განსაკუთრებით კი თუ როგორ ჩაერთო ძალაუფლება მშვიდობის სამსახურში. მაგრამ მისი გამოსავლები ხშირად შედგებოდა იმ პრობლემებისგან, რომლის იდენტიფიცირებაც მან მოახდინა. მან სახელმწიფოებს შორის შეჯიბრი მიაწერა თვითგამორკვევის არარსებობას და ეკონომიკურ მოტივებს. თუმცა როგორც ისტორია გვიჩვენებს უფრო ხშირად, შეჯიბრის მიზეზი არის სხვა ბევრი რამ, მათ შორის ნაციონალური განდიდება ან მმართველით/მმართველთა ჯგუფით აღფრთოვანება. ვილსონი დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიის გავრცელება და თვითგამორკვევის შეჩერება შეძლებდა ომის შეჩერებას.

კოლექტიური უსაფრთხოების ვილსონისეული ვერსია ვარაუდობდა, რომ მსოფლიო სახელმწიფოებს გააერთიანებდა აგრესის, არასამართლიანობის და მოჭარბებული ეგოიზმის წინააღმდეგ. 1927 წელს სენატში გამოჩენამდე, ვილსონი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოებს შორის თანაბარი უფლებების შექმნა გამოიწვევს მშვიდობის შენარჩუნებისათვის წინაპირობის შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების საშუალებით, მიუხედავად იმ ძალაუფლებისა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია.

,,უფლებები უნდა ემყარებოდეს საერთო ძალას და არა იმ ერის ინდივიდუალურ ძალას, რომლის კონცერტზეც იქნება დამოკიდებული მშვიდობა. რა თქმა უნდა, ტერიტორიებისა და რესუსების სითანაბრე შეუძლებელია, მაგრამ არავინ ითხოვს ან მოელის უფრო მეტს, ვიდრე უფლებების თანასწორობას. კაცობრიობა ახლა ეძებს სიცოცხლის თავისუფლებას და არა ძალთა წონასწორობას.”

ვილსონი ვარაუდობდა მსოფლიო წესრიგს, რომელშიც აგრესიისადმი წინააღმდეგობა დამყარებული იქნებოდა არა გეოპოლიტიკურ, არამედ მორალურ მსჯელობებზე/აზრებზე. სახელმწიფოები ერთმანეთს კითხავდნენ - მოქმედება იყო თუ არა უსამართლო ნაცვლად იმისა, რომ კითხონ - იყო თუ არა მოქმედება საფრთხისმომტანი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოკავშირეებს არ სწამდათ ამ ახალი განაწილებისა, ისინი ძალიან სუსტები იყვნენ იმისთვის, რომ შეწინააღმდეგებოდნენ მას. ამერიკის მოკავშირეებმა იცოდნენ, ან ეგონათ რომ იცოდნენ, როგორ გამოეთვალათ ძალაუფლებაზე დამყარებული წონასწორობა; მათ არანაირი თვითრწმენა არ ქონდათ იმისა, რომ მათ ან ვინმე სხვამ, იცოდა თუ როგორ უნდა შეეფასებინა წონასწორობა მორალურ მითითებებზე დაყრდნობით.

ამერიკის ომში ჩართვამდე, ევროპელი დემოკრატები ვერასოდეს ბედავდნენ ღიად გამოეხატათ თავიანთი ეჭვები ვილსონის იდეების შესახებ და პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ (იუმორითაც კი) მის თავიანთ მხარეზე გადმოსაბირებლად. როცა ამერიკა მოკავშირეებს შეუერთდა, მათ იმედი გაუცრუვდათ. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის გაერთიანებული ძალები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გერმანიას მორეოდნენ და რუსეთის რევოლუციის შემდეგ მათ ეშინოდათ, რომ ამერიკის ჩართვას ომში შეიძლება არაფერი გაეკეთებინა რუსეთის მარცხის კომპენსირების გარდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავმა აჩვენა, თუ რას უცხადებდა გერმანია დამარცხებულებს. გერმანიის გამარჯვების შიში დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს აკავებდნენ განეხილათ ომის მიზნები თავიანთ იდეალისტ ამერიკელ პარტნიორთან ერთად.

დროებითი ზავის შემდეგ, მოკავშირეებმა დრო იხელთეს თავიანთი შენიშვნების გამოსათქმელად. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროპული ალიანსები დაძაბული ან დანგრეული იყო გამარჯვების შედეგად (მაგალითად, ვენის კონგრესმა გაიარა ფაზა, რომელშიც გამარჯვებულები ერთმანეთს ომით ემუქრებოდნენ). თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულები ისეთი გამოფიტულები იყვნენ მსხვერპლის გამო და ისეთი დამოკიდებულები ამერიკაზე, რომ ისინი არც ცდილობდნენ გაერისკათ ამერიკასთან მკვეთრი დაპირისპირება ან მისი გაყვანა მშვიდობიანობის შეთანხმებულობიდან.

ეს განსაკუთრებით ითქმოდა საფრანგეთზე, რომელმაც ახლა საკუთარი თავი ტრაგიკულ პოზიციაში აღმოაჩინა. ორი საუკუნის მანძილზე ის იბრძოდა, რათამოეპოვებინა ევროპაზე მბრძანებლობა, მაგრამ ომის შედეგად, მას აღარ ქონდა საკუთარი თავის რწმენა, რომ შეძლებდა დაეცვა საკუთარი საზღვრები დამარცხებული მტრისგან. ფრანგი ლიდერები გრძნობდნენ, რომ გერმანიის შეკავება მათი განადგურებული საზოგადოების ძალებს აღემატებოდა. ომმა დააუძლურა საფრანგეთი, ხოლო მშვიდობა მომავალ კატასტროფაზე მიანიშნებდა. საფრანგეთი, რომელიც იბრძოდა ხოლმე არსებობისთვის, ახლა იბრძოდა იდენტურობისთვის. საფრანგეთი ბედავდა არ მდგარიყო მარტო, თუმცა მისი ყველაზე ძალაუფლებიანი მოკავშირე აპირებდა მშვიდობა დაემყარებინა იმ პრინციპებზე, რომელთაც უსაფრთხოება ჩართეს სამართლებრივ პროცესში.

ომმა საფრანგეთს შეაგნებინა, რომ რევანში მას ძალზე ძვირად დაუჯდა და რომ ის ცხოვრობდა დედაქალაქის ხარჯზე თითქმის საუკუნის განმავლობაში. საფრანგეთმა იცოდა თუ რამდენად დასუსტდა გერმანიასთან შედარებით, თუმცა არავინ და განსაკუთრებით ამერიკა არ იყო მზად ამის დასაჯერებლად. ამრიგად, გამარჯვების საღამოს დაიწყო ფრანგულ-ამერიკული დიალოგი, რამაც დააჩქარა საფრანგეთის დემორალიზაციის პროცესი. როგორც ისრაელი თანამედროვე პერიოდში თავის შებოჭილობას ნიღბავდა პანიკის გადაქცევით შეურიგებლობაში. ისრაელის მსგავსად საფრანგეთიც იდგა იზოლაციის მუდმივი საფრთხის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ მისი შიშები გაზვიადებული იყო, ფრანგმა ლიდერებმა უკეთესად იცოდნენ. 1880 წელს ფრანგები წარმოადგენდნენ ევროპის მოსახლეობის 15,73 პროცენტს, 1920 წელს საფრანგეთის პოპულაცია შეადგენდა 41 მილიონს, ხოლო გერმანიისა -65 მილიონს, რაც რაც ფრანგ სახელმწიფო მოღვაწეს ბრაიენტს მისი გერმანიასთან შემრიგებლური პოლიტიკის მიმართ კრიტიკაზე აპასუხინებდა იმ არგუმანტით, რომ ის ატარებდა საგარეო პოლიტიკას, რომელიც შეესაბამებოდა მისი ქვეყნის შობადობის დონეს.

საფრანგეთის ეკონომიკური მდგომარეობა ასევე ძალიან დრამატული იყო. 1850-ში საფრანგეთი იყო ყველაზე დიდი ინდუსტრიული სახელმწიფო კონტინენტზე. 1880 წლისთვის გერმანიის მიერ ფოლადის, ნახშირის და რკინის წარმოებამ საგრანგეთისას გადააჭარბა. 1913 წლისთვის, საფრანგეთი ახდენდა 41 მილიონი ტონა ნახშირის წარმოებას, ხოლო გერმანია 279 მილიონი ტონისას. 1930 წლისთვის განსხვავება გაიზარდა: საფრანგეთი აწარმოებდა 47 მილიონ ტონას, ხოლო გერმანია -351 მილიონ ტონას.

დამარცხებული მტრის დარჩენილი ძალა მიუთითებდა არსებით განსხვავებაზე პოსტ-ვენურ და პოსტ-ვერსალურ საერთაშორისო წესრიგს შორის და ამის მიზეზი იყო ვერსალის შემდეგ გამარჯვებულების განცალკევება. ძალაუფლების კოალიციამ დაამარცხა ნაპოლეონი და ძალაუფლების კოალიცია იყო საჭირო იმპერიული გერმანიის დასაძლევად. წაგების შემდეგაც კი ორივე დამარცხებული - საფრანგეთი 1815-ში და გერმანია 1918-ში - რჩებოდნენ საკმარისად ძლიერნი, რომ დაეძლიათ კოალიციის ნებისმიერი წევრი ცალკე და თუნდაც ორი მათგანის კომბინაცია ერთად. განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ 1815 წელს ვენის კონგრესზე მშვიდობისმყოფელნი დარჩნენ გაერთიანებულნი და შექმნეს ოთხმხრივი ალიანსი - ოთხი სახელმწიფოს კოალიცია, რომელიც დაამსხვრევდა ყველანაირ რევიზიონისტულ/განახლებულ ოცნებებს. პოსტ-ვერსალურ პერიოდში, მსხვერპლები არ გაერთიანებულან, ამერიკა და სსრკ საერთოდ ჩამოშორდნენ, დიდი ბრიტანეთი კი საფრანგეთისადმი ორაზროვნად იყო განწყობილი.

პოსტ-ვერსალურ პერიოდამდე საფრანგეთს არ გაუცნობიერებია, რომ 1871 წელს გერმანიის მიერ მისი დამარცხება არ იყო შეცდომა. ერთადერთი გზა, რომლითაც საფრანგეთი შეძლებდა გერმანიასთან წონასწორობის შენარჩუნებას, იყო გერმანიის დაშლა კომპონენტურ სახელმწიფოებად, ან შესაძლოა XIX საუკუნის გერმანიის კონფედერაციის ხელახალი შექმნა და ამ მიზნის განხორცილებას შეეცადა რაინში სეპარატიზმისთვის დახმარებით და ზაარის ქვანახშირის საბადოების დაკავებით.

გერმანიის გაყოფას ორი დაბრკოლება უშლიდა ხელს. ერთ-ერთი ბისმარკს კარგად ჰქონდა შექმნილი. ის გერმნია, რომელიც მან შექმნა ინარჩუნებდა ერთიანობას ორ მსოფლიო ომში დამარცხების დროს, 1923 წელს რურის ტერიტორიის საფრანგეთის მიერ ოკუპაციის დროს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ გერმნიაში სსრკ-ს მიერ სახელმწიფო სატელიტის შექმნის დროს. როცა 1989 წელს ბერლინის კედელი ჩამოინგრა, ფანგ პრეზიდენტს მიტერანდს გაუელვა აზრმა, რომ გერთიანებულიყო გორბაჩოვთან, რათა დაბრკოლება შეექმნათ გერმანიის გაერთიანებისთვის. მაგრამ გორბაჩოვი ზედმეტად დაკავებული იყო საშინაო პრობლემებით, ხოლო საფრანგეთი არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ მარტოს ეცადა ეს. საფრანგეთის მსგავსმა სისუსტემ შუშალა ხელი გერმანიის დაყოფას 1918 წელს. იმ შემთხვევაშიც, თუ საფრანგეთი დააპირებდა ასეთი ამოცანის შესრულებას მისი მოკავშირეები, განსაკუთრებით კი ამერიკა ვერ მოითმენდა თვითგამორკვევის პრინციპის ასეთი უხეში დარღვევის ფაქტს. თუმცა არც ვილსონი იყო მზად მოეთხოვა შეთანხმებაზე დამყარებული მშვიდობა. საბოლოოდ, ვილსონიც დათანხმდა რამოდენიმე დამსჯელ ოპერაციას, რაც ეწინააღმდეგებოდა შედგენილ თოთხმეტ პუნქტს.

იმის მცდელობა, რომ ამერიკის იდეალიზმი შეეთანხმებინათ ფრანგულ კოშმარებთან, კაცობრიობის საზრიანობის მიღმა რჩებოდა (ანუ კაცობრიობა ამას ვერ შეძლებდა). ვილსონი ცდილობდა მოეხდინა თოთხმეტი პუნქტის მოდიფიცირება იმისთვის, რომ შეექმნა ერთა ლიგა, რომელიც გამოასწორებდა ნებისმიერ კანონიერ შეურაცხყოფას, რომელიც დატოვა სამშვიდობო ხელშეკრულება. საბოლოოდ, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მიაღწია მიზანს: გერმანია არ იყო შემორიგებული, საფრანგეთმა ვერ მიაღწია უსაფრთხოებას და შეერთებული შტატები ჩამოშორდა შეთანხმებას.

ვილსონი იყო მშვიდობის კონფერენციის ვარსკვლავი, რომელიც ტარდებოდა 1919 წლის იანვრიდან ივნისამდე. რადგან ევროპაში გამგზავრება გემით სჭიროებდა ერთ კვირას, ვილსონის მრჩეველები წუხდნენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვერ მოახერხებდა ვაშინგტონიდან შორს ყოფნას თვეების განმავლობაში ვილსონის არყოფნამ კონგრესზე დააქვეითა მისი ძალა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაემტკიცებინათ. პრეზიდენტის არყოფნისას, სახელმწიფოს მეთაურების მიერ მოლაპარაკების დეტალების საკუთარ თავზე აღება ყოველთვის შეცდომაა. ისინი შემდეგ იძულებულნი ხდებიან გაივარჯიშონ ამ სპეციფიკაში, რომელსაც ჩვეულებრივ მათ საგარეო საქმეთა მინისტრები უძღვებიან და ჩართულნი არიან საქმეებში, რომელიც მათი დაქვემდებარებული პირების შესაბამისია და ყურადღებას ვეღარ აქცევენ იმ საკითხებს, რომელიც აუცილებლად სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა გადაწყვიტონ.

ეს აღმოჩნდა ვილსონის ბედი პარიზში. თვეების გასვლასთან ეთად ის უფრო ღრმად ეფლობოდა საკითხებში, რომლებიც მას ადრე არასოდეს ეხებოდა. რაც უფრო დიდხანს რჩებოდა, მით უფრო მეტად გადაწონიდა საქმეების დასრულების სურვილს, რომ შეექმნა სრულიად ახალი საერთაშორისო წესრიგი. რადგანაც დროის დისპროპორციული ნაწილი იხარჯებოდა ტერიტორიულ საკითხებზე, ერთა ლიგა გამოვლინდა დეუს ეხ მაცჰინა-ს სახით, რომელსაც უნდა გაესწორებინა ხარვეზი ვილსონის მორალურ მოთხოვნებსა და შეთანხმების აქტუალურ პირობებს შორის.

დევიდ ლოიდ ჯორჯმა რომელიც დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა, ბრიტანელებს საარჩევნო კამპანიის დროს აღუთქვა, რომ გერმანიას აიძულებდა გადაეხადა ომის საფასური. მაგრამ, რადგანაც ერთმანეთს შეეჯახა ცვალებადი გერმანია და ფიცხი საფრანგეთი, მან აირჩია მანევრირება კლემანსოსა და ვილსონს შორის. საბოლოოდ დაეთანხმა მათ დამსჯელ ზომებზე. ერთა ლიგა იქნებოდა მექანიზმი რომლითაც ნებისმიერი უსამართლობა იქნებოდა გამოსწორებული. საფრანგეთს კი წარმოადგენდა ჟორჟ კლემანსო, მეტსახელად ,,ვეფხვი”, რომელიც იყო საშინაო ბრძოლების ვეტერანი ნაპოლეონ III ის ჩამოგდებიდან კაპიტან დრეიფუსის დამტკიცებამდე. საფრანგეთის კონფერენციაზე, მან თავის თავს ისეთი ამოცანა დაუსახა, რომელიც მის ძალებს აღემატებოდა. იბრძოდა რა მშვიდობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბისმარკის ერთიანი ევროპის კონცეფციას და განამტკიცებდა რიშელიეს მოსაზრებას კონტინენტზე პირველობის შესახებ, ის აჭარბებდა საერთაშორისო სისტემის ტოლერანტობას და თავის საზოგადოების შესაძლებლობებს. დრო ვერ დაბრუნდებოდა უკან 150 წლით. ვერც ერთი სახელმწიფო ვერც ფლობდა და ვერც იზიარებდა საფრანგეთის მიზნებს.

იტალიას პრემიერ-მინისტრი ვიტორიო ორლანდო წარმოადგენდა უკანასკნელს ,,დიდი ოთხეულიდან”. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მას ხშირად ჩრდილავდა მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სიდნეი სონინო. იტალიის წარმომადგენლები როგორც აღმოჩნდა, პარიზში ჩავიდნენ არა მსოფლიოს ახალი წესრიგის დასადგენად, არამედ თავიანთი ნადავლის შესაგროვებლად. იტალია ომში ჩაერთო იმის გამო, რომ მოკავშირეები სამხრეთ ტიროლსა და დალმატინურ სანაპიროს შეპირდნენ 1915 წლის ლონდონის შეთანხმებაზე. რადგანაც სამხრეთ ტიროლი იმყოფებოდა ავსტრია-გერმანიის დაქვემდებარებაში, ხოლო დალმატინის სანაპირო სლავების ხელში, იტალიის მოთხოვნები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა თვითგამორკვევის პრინციპს. თუმცა ორლანდომ და სონინომ კონფერენცია მანამდე გააგრძელეს, სანამ სამხრეთ ტიროლი (თუმცა არა დალმატინია) არ ჩაიგდეს ხელში. ამ კომპრომისმა მოახდინა იმის დემოონსტრირება, რომ თოთხმეტი პუნქტი არ იყო ქვაზე გამოკვეთილი და იძლეოდა რეგულირების ისეთ საშუალებას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თვითგამორკვევის პრინციპს.

ვენის კონგრესისგან განსხვავებით, პარიზის სამშვიდობო კონფერენციას არ ესწრებოდნენ დამარცხებული სახელმწიფოები. შედეგად ერთთვიანმა მოლაპარაკებებმა გერმანელები დაურწმუნებლობის ქვეშ დატოვეს. მათ თითქოს ზეპირად იცოდნენ ვილსონის თოთხმეტი პუნქტი და მიუხედავად იმისა, რომ მათი მშვიდობის პროგრამა უხეში იყო, ისინი თავს იტყუებდნენ და სჯეროდათ, რომ საბოლოო შეთანხმება უფრო რბილი იქნებოდა. როცა მშვიდობისმყოფელებმა თავიანთი სამუშაო წარადგინეს 1919 წლის ივნისში, გერმანელები შოკირებულნი იყვნენ.

ლენინის რუსეთმა, რომელიც ასევე არ იყო მიწვეული, მთელი ეს წამოწყება ახსნა მიზეზით, რომ ეს იყო კაპიტალისტური ორგია, რომელიც იმ ქვეყნების მიერ იყო ორგანიზებული, რომელთა მთავარი მიზანია ჩაერთონ რუსეთის სამოქალაქო ომში. ამრიგად, მოხდა ისე, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფო ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უდიდესი სამხედრო პოტენციალით, რუსეთი და გერმანია არ აღმოჩნდა ჩართული ,,ომში, რომელიც ბოლოს უღებდა ყველანაირ ომს.’’

დიდ ოთხეული - ვილსონი, კლემენსო, ლოიდ ჯორჯი და ორლანდო იყვნენ დომინანტი ფიგურები, მაგრამ ისინი მოვლენათა თანმიმდევრობას იმგვარად ვერ აკონტროლებდნენ, როგორც დიდი სახელმწიფოების მინისტრები განაგებდნენ ვენის კონგრესს ასი წლის წინ. ვენის მოლაპარაკებები კონცენტრირებული იყო ახალი ბალანსის შექმნაზე, რასაც პიტის გეგმა ემსახურებოდა. პარიზში კი ლიდერების ყურადღება გადატანილი იყო არაძირითადი საზავო საკითხების გადაწყვეტაზე.

მოწვეული იყო ოცდაშვიდი სახელმწიფო. კონფერენცია, რომელიც თავიდან წარმოადგენდა მსოფლიო ხალხების ფორუმს, საბოლოოდ გახდა ყველასათვის ღია. უზენაესი საბჭო, რომელიც შედგებოდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მეთაურებისგან - იყო ყველაზე მაღალი წოდების კონფერენციის შემადგენელ უთვალავ კომისიებს და სექციებს შორის. დამატებით, აქ იყო ხუთთა საბჭო, რომელიც შედგებოდა - უზენაეს საბჭოს დამატებული იაპონიის სახელმწიფოს მეთაური; ათთა საბჭო, რომელშიც იყვნენ ხუთთა საბჭო და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები. უფრო პატარა ქვეყნების დელეგატებს შეეძლოთ მიემართათ უფრო ელიტარული ჯგუფებისთვის, თავიანთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხაზს უსვამდა კონფერენციის დემოკრატიულობას, მაგრამ ძალიან ბევრი დრო მიქონდა.

რადგანაც არ არსებობდა დღის წესრიგი კონფერენციაზე, დელეგატებმა არ იცოდნენ, რა თანმიმდევრობით მოხდებოდა საკითხების განხილვა. ამრიგად, პარიზის კონფერენციაზე 56 კომიტეტი გამოვიდა. უმეტესობა მათგანი ეხებოდა ტერიტორიულ საკითხებს. თითოეული ქვეყნისთვის დაარსდა ცალკე კომიტეტი. იყო კომიტეტები, რომლებიც ეხებოდა ომის დამნაშავეობას და ომის კრიმინალს, პორტებს, საზღვაო და სარკინიგზო მაგისტრალებს, შრომას და ბოლოს, ერთა ლიგას. სულ ჯამში, კომიტეტების წევრები დაესწრნენ 1646 შეხვედრას.

მეორეხარისხოვანი თემების განხილვამ დაჩრდილა ძირითადი ფაქტი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა, მშვიდობა სტაბილური რომ ყოფილიყო შეთანხმებას უნდა ჰქონოდა წარმოდგენა გერმანიის მომავალი როლის შესახებ. თეორიულად კოლექტიური უსაფრთხოების და თვითგამორკვევის პრინციპებს უნდა შეესრულებინათ ეს როლი. რეალური საკითხი, რომელიც გადაუჭრელი დარჩა კონფერენციაზე, იყო განსხვავები საერთაშორისო წესრიგის ამერიკულ და ევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ ცნებებს შორის. ვილსონი უარყოფდა აზრს, რომ საერთაშორისო კონფლიქტებს ქონდათ სტრუქტურული მიზეზები. მიიჩნევდა რა, რომ ჰარმონია ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, ვილსონი იბრძოდა ინსტიტუტებისთვის, რომლებიც წალეკავდნენ წინააღმდეგობრივი ინტერესების ილუზიას და მსოფლიო საზოგადოების შეგრძნების განმტკიცების საშუალებას მისცემდა.

საფრანგეთს, რომელიც მრავალი ევროპული ომის ბრძოლის ველი იყო და თვითონაც მონაწილეობდა ბევრ მათგანში, არ სჭირდებოდა დარწმუნება იმაში, რომ წინააღმდეგობრივი ეროვნული ინტერესები ილუზორული იყო. 50 წლის განმავლობაში გერმანიის მიერ ორჯერ ოკუპაციამ საფრანგეთს შიში გაუჩინა დაპყრობის შემდგომი რაუნდისადმი. ის მიისწრაფვოდა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიისკენ, ხოლო კაცობრიობის მორალური გამოსწორების იდეას სხვებს უტოვებდა. მაგრამ უსაფრთხოების გარანტია გულისხმობდა ან გერმანიის დასუსტებას ან იმაში დარწმუნებას, რომ ახალი ომის შემთხვევაში სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთის მხარეს დაიჭერდნენ.

მას შემდეგ, რაც ამერიკა წინ აღუდგა გერმანიის დანაწევრებას და კოლექტიური უსაფრთხოება საფრანგეთისთვის ძალიან ბუნდოვანი იყო, საფრანგეთის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა იყო ამერიკის და ბრიტანეთის პირობა, რომ ისინი დაიცავდნენ მას. სწორედ ეს პირობა იყო, რომლის მიცემაც ძალიან არ ეხალისებოდათ ანგლო-საქსურ ქვეყნებს. ასეთი შეთავაზების არარსებობის გამო, საფრანგეთმა შეწყვიტა დახმარების მოთხოვნა. გეოგრაფია ამერიკას იცავდა, გერმანის ფლოტის ჩაბარებამ გაფანტა ბრიტანეთის წუხილი ზღვის კონტროლის შესახებ. საფრანგეთს, რომელიც იმყოფებოდა გამარჯვებულებს შორის, ურჩიეს, რომ თავისი უსაფრთხოებ მსოფლიო შეხედულებაზე დაეყრდნო. ანდრე ტარდი, ძირითადი ფრანგი მომლაპარაკებელი ამტკიცებდა, რომ:

,,საფრანგეთისთვის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთისთვის და შეერთებული შტატებისთვის აუცილებელია უსაფრთხოების/თავდაცვის ზონის შექმნა. ეს არის ზონა, რომელიც ზღვისპირა სახელმხიფოებმა შექმნეს თავიანთი ფლოტით და გერმანიის ფლოტის აღმოფხვრით. ეს ის ზონაა, რომელიც საფრანგეთმა უნდა შექმნას რაინის გამოყენებით, მდინარის მოკავშირეების მიერ ოკუპაციით.

ამერიკული დელეგაცია ამტკიცებდა, რომ რაინის გერმანიისგან გამოყოფა და იქ მოკავშირეთა ჯგუფების ჩაყენება გამოიწვევდა გერმანიის მუდმივ უკმაყოფილებას. ფილიპ კერი, ბრიტანელი დელეგატი ეუბნებოდა ტარდეს, რომ დიდ ბრიტანეთს რაინის დამოუკიდებელი სახელწიფო მიაჩნდა ,,გართულებების და სისუსტის წყაროდ... თუ ეს კონფლიქტები ომს გამოიწვევს, არც ინგლისს და არც მის დომინიონებს არ ექნებათ საფრანგეთისადმი სოლიდარობის ის გრძნობა, რომელიც მათ გაუცოცხლდათ უკანასკნელ ომში”.

ფრანგი ლიდერები უფრო მეტად წუხდნენ არა გერმანიის უკმაყოფილებაზე, არამედ მის უდიდეს ძალაუფლებაზე.

თუ საფრანგეთს უარს ეტყოდნენ ბუფერზე, მას დასჭირდებოდა სხვა რწმენა, უფრო მეტად კი შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ალიანსი. თუ საჭირო იქნებოდა, საფრანგეთი მზად იყო მიეღო კოლექტიური უსაფრთხოების ცნების ინტერპრეტაცია იმისთვის, რომ მიეღწია ისეთი შედეგისთვის, როგორიც ტრადიციული ალიანსი იყო.

ვილსონს ისე უნდოდა ერთა ლიგის ჩამოყალიბება, რომ მან დროდადრო წარმოადგინა თეორიები, რომლებიც საფრანგეთს იმედებს უღვიძებდა. ზოგიერთ შემთხვევაში, ვილსონი ლიგას აღწერდა, როგორც საერთაშორისო ტრიბუნას დავების განსახილველად, საზღვრების შესაცვლელად, საერთაშორისო ურთიერთობების უფრო ელასტიურად გახდომისთვის.

პლენარული სხდომის შემდეგ 1919 წლის 14 ოქტომბერს, ვილსონმა თავის მეუღლეს უთხრა შემდეგი სიტყვები: ,,ეს ჩვენი პირველი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მე ახლა უკეთ ვაცნობიერებ, ვიდრე ადრე ვახერხებდი ამას, რომ რადგანაც ლიგა ერთხელ უკვე ჩამოყალიბდა, მას შეუძლია იმ შეცდომების შესწორება, რომლებიც გარდაუვალია იმ შეთანხმებაში, რომლის შედგენასაც ჩვენ ამ დროისთვის ვცდილობთ.”

როგორც ვილსონს წარმოედგინა, ერთა ლიგას ექნებოდა ორმხრივი მანდატი - მშვიდობისთვის ხელის შეწყობისა და უსამართლობის შემცირებისა. მიუხედავად ამისა, ვილსონი გამოირჩეოდა ამბივალენტობით. შეუძლებელი იქნებოდა ერთი ისტორიული მაგალითის პოვნა მაინც, სადაც ევროპის საზღვრები იცვლებოდა სამართლიანობის მოთხოვნით ან ლეგალური პროცესების საშუალებით; თითქმის ყველა შემთხვევაში, ისინი იცვლებოდა - ან იყო დაცული - ეროვნული ინტერესების სახელით. ვილსონმა კარგად იცოდა, რომ ამერიკელი ხალხი არ იყო მზად სამხედრო ვალდებულებებისთვის დაეცვათ ვერსალის შეთანხმების პირობები. ვილსონის პირობები გადატანილი იყო ინსტიტუტებში, რომლებიც მსოფლიო მმართველობის ტოლფასი იყო, რის მისაღებადაც ამერიკელი ხალხი კიდევ უფრო ნაკლებად იყო მზად.

1919 წლის თებერვალში სამშვიდობო კონფერენციაზე ის ამტკიცებდა:

,,ამ ინსტრუმენტის (ერთა ლიგის) საშუალებით, ჩვენ ვეყრდნობით ერთ უძლიერეს ძალას და ეს არის მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მორალური ძალა.”

რასაც ვერ გადაჭრის სახალხო აზრი, იმას ეკონომიკური ძალა მოაგვარებს. ბაუმანის მემორანდუმის მიხედვით: დისციპლინის დამყარების შემთხვევაში, ომის ალტერნატივა იქნებოდა ბოიკოტი დამნაშავე ქვეყნისთვის სავაჭრო შესაძლებლობების შეკვეცა.

არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ უნახავს მუშაობის ასეთი მექანიზმები და არც ცდილობდნენ დარწმუნებულიყვნენ მის შესაძლებლობაში. განსაკუთრებით საფრანგეთის შემთხვევაში, რომელმაც ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო და საკუთარი თავი ენახა აღმოსავლეთ ევროპის და გერმანიის ვაკუუმის პირისპირ.

საფრანგეთისთვის, ერთა ლიგა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ეპოვნა სამხედრო მოკავშირე გერმანიის წინააღმდეგ. საფრანგეთს არ სჯეროდა კოლექტიური უსაფრთხოების ძირითადი პრეამბულის, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფო შეაფასებდა საფრთხეს ერთნაირად და თუ ისინი ამას მოახერხებდნენ, - გამოიტანდნენ ერთნაირ დასკვნებს, თუ როგორ გაეწიათ წინააღმდეგობა აგრესორისთვის. თუ კოლექტიური უსაფრთხოება ჩავარდებოდა, ამერიკა და შესაძლოა დიდი ბრიტანეთიც - ყოველთვის დაიცავდა საკუთარ თავს, მაგრამ საფრანგეთს არანაირი იმედი არ ჰქონდა საკუთარი თავის. თუკი კოლექტიური უსაფრთხოების ძირითადი საყრდენი არასწორი აღმოჩნდებოდა - საფრანგეთი ამერიკისგან განსხვავებით, ვეღარ აწარმოებდა ტრადიციულ ომს, ის თანდათან შეწყვეტდა არსებობას. საფრანგეთი არ მოითხოვდა ზოგადად პირობას, მას სურდა გარანტია, რომ დაეხმარებოდნენ განსაკუთრებულ გარემოებებში. ამის მიღებაზე ამერიკამ უარი განაცხადა.

შეერთებულ შტატებს არასოდეს უყოყმანია იმაზე, რომ გამოეყენებინა ძალა მონროს დოქტრინის დასაცავად, რომელსაც ვილსონი განიხილავდა, როგორც თავისი ახალი საერთაშორისო წესრიგის მოდელს. როცა გერმანიამ ევროპული ძალთა ბალანსი საფრთხის წინაშე დააყენა, ამერიკამ უკან დიხია, ეს იმას არ მიშნავდა, რომ ევროპული წონასწორობის მიმართ ამერიკას უფრო ნაკლები უსაფრთხოების ინტერესი ქონდა ვიდრე დასავლეთ ნახევარსფეროს ვითარების მიმართ. ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად საფრანგეთის კომიტეტის წარმომადგენელმა ლეონ ბურჟუა განაგრძობდა ზეწოლას საერთაშორისო არმიაზე ან სხვა მექანიზმზე, რაც მიანიჭებდა ერთა ლიგას ავტომატური იძულების მექანიზმს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია მოახდენდა ვერსალის შეთანხმების გაუქმებას.

ვილსონის გარშემომყოფები შეძრწუნებულნი იყვნენ. მისმა წევრებმა იცოდნენ, რომ სენატი არასოდეს დათანხმდებოდა არმიის ჩაყენებას ან მუდმივ სამხედრო ვალდებულებას. ვილსონის ერთ-ერთი მრჩეველი ამტკიცებდა, რომ პირობას დადება იმაზე, რომ გამოიყენებდნენ ძალას აგრესიის წინააღმდეგ, არაკონტიტუციური იქნებოდა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ აშშ-ს არცერთი მოკავშირე არ იყო ვალდებული გამოეყენებინა სამხედრო ძალა.

ვილსონი სწრაფად დაუბრუნდა კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინას. ფრანგების წინადადების უარყოფით, მან იძულების მექანიზმი არასაჭიროდ ჩათვალა, რადგანაც ლიგა თვითონვე მოახერხებდა ნდობის აღძვრას მთელს მსოფლიოში. ის აღნიშნავდა, რომ ,,ერთადერთი მეთოდი მდგომარეობს ჩვენს თვითრწმენაში, რომ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ლიგას ეკუთვნიან, კარგი განწყობა აქვთ... საფრთხის შემთხვევაში ჩვენ მოვალთ, მაგრამ თქვენ უნდა გვენდოთ”.

როდესაც სახელმწიფოს გადარჩენა სასწორზე დევს, სახელმწიფო მოღვაწეები ეძებენ უფრო მყარ გარანტიას, ვიდრე ნდობაა - განსაკუთრებით, თუ ქვეყანას ისეთი სახიფათო მდგომარეობა აქვს, როგორიც საფრანგეთს. თუმცა რაც არ უნდა ბუნდოვანი ყოფილიყო ლიგის ვალდებულებები, ისინი სულ არაფერს სჯობდნენ. ლორდი სესილი, ერთ-ერთი ბრიტანელი დელეგატი ეუბნებოდა ლეონ ბურჟუას: ,,ამერიკას არაფრის მიღება არ სურს ერთა ლიგისგან; ის ევროპელებს აძლევს საშუალებას თავის თავს თვითონ მოუარონ. მხარდაჭერის შეთავაზება ამერიკის მიერ იყო უბრალოდ საჩუქარი საფრანგეთისთვის...”

მიუხედავად მრავალი ეჭვებისა, საფრანგეთი ბოლოს მაინც დაემორჩილა ბრიტანელების არგუმენტს და დაეთნხმა ერთა ლიგის ქარტიის მე-10 მუხლში მოცემულ ტავტოლოგიას: ,,საბჭო მისცემს რჩევას იმ საშუალების შესახებ, რომლითაც უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება. (ე.ი. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა). ეს ზუსტად ის იყო, რასაც მსოფლიოს სახელმწიფოები ისედაც გააკეთებდნენ, შეთანხმების გარეშეც; და ეს იყო ზუსტად ის გარემოება, რომლის გამოსწორებასაც ტრადიციული ალიანსები ცდილობდნენ ურთიერთდახმარების ფორმალური ვალდებულებების საშუალებით, განსაკუთრებულ გარემოებებში.

მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ამერიკა უარს ამბობდა რაიმე კონკრეტული უსაფრთხოების ვალდებულებებში ჩართვაზე, საფრანგეთი მაინც აგრძელებდა ზეწოლას გერმანიის დანაწევრებისათვის. ის ვარაუდობდა ჩამოეყალიბებინა რაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც დემილიტარიზებული (ნიშნავს-სამხედრო ძალების შემცირებას) ბუფერული ზონა და ასეთი სახელმწიფოებისთვის აპირებდა სტიმულის მიცემას-რეპარაციებისგან გათავისუფლებით. (რეპარაცია-სამხედრო მოქმედებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.) როცა აშშ-მ და დიდმ ბრიტანეთმა იგნორირება გაუკეთეს ამ ინიციატივას, საფრანგეთმა შესთავაზა, რომ რაინი გამოეყოთ გერმანიისგან სანამ ერთა ლიგის ინსტიტუტები საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდნენ და მისი მაიძულებელი მექანიზმები შემოწმებას გაივლიდნენ.

საფრანგეთის დაწყნარების მიზნით, ვილსონმა და ბრიტანეთის ლიდერებმა შესთავაზეს მას შეთანხმება, რომელიც ახალი მოლაპარაკების გარანტიას იძლეოდა. ამერიკა და დიდი ბრიტანეთი დათანხმდებოდნენ ომში წასვლაზე, თუ გერმანია დაარღვევდა შეთანხმებას ეს ძალიან გავდა იმ შეთანხმებას, რომელიც მოკავშირეებმა დადეს ვენის კონგრესზე, რათა თავი დაეზღვიათ საფრანგეთისგან. მაგრამ აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ნაპოლეონის ომების შემდეგ მოკავშირეებს ნამდვილად სჯეროდათ, რომ საფრანგეთს შეეძლო საფრთხის მოტანა და ცდილობდნენ მის წინააღმდეგ უსაფრთხოების დაცვას.. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს აღარ სჯეროდთ გერმანიის საფრთხისმომტანობის შესაზებ; მათ თავიანთი გარანტია შესთავაზეს იმაში ან დარწმუნების გარეშე, რომ ეს აუცილებელი იქნებოდა ან იმაში დარწმუნების გარეშე, რომ ნამდვილად გამოიყენებდნენ მას.

ძირითადი ფრანგი მომლაპარაკებელი პირი ბრიტანულ გარანტიას აღწერდა, როგორც ,,უპრეცედენტოს”. დიდი ბრიტანეთი პერიოდულად ერთვება შეთანხმებებში, მაგრამ არასოდეს ასრულებს მუდმივ მოვალეობას - ამბობდა ის. ტარდე ამერიკის მიერ შემოთავაზებულ ვალდებულებებს განიხილავდა, როგორც მისი ისტორიული იზოლაციონიზმის პოლიტიკიდან გადახვევას.

ფრანგი ლიდერები ისე იყვნენ მონდომებულნი, ფორმალური გარანტიების შესაქმნელად, რომ მათ თვალი დახუჭეს ძირითად ფაქტზე, რომ ,,უპრეცედენტო” ანგლო-საქსური გადაწყვეტილებები პირველ რიგში იყო ტაქტიკა იმისთვის, რომ ეიძულებინათ საფრანგეთი -

ხელი აეღო თავის სურვილზე გერმანიის დანაწევრებასთან დაკავშირებით. ტარდე რომ დაინტერესებულიყო ამერიკის დელეგაციის რეაქციით, ის გაიგებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გარანტია რეალურად. ვილსონის მრჩეველები ერთსულოვნად ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი უფროსს. ნუთუ ახალი დიპლომატია სპეციალურად იმისთვის არ იყო მოგონილი, რომ ბოლო მოეღო მსგავსი ნაციონალური ვალდებულებებისთვის.

ამერიკამ იომა მხოლოდ იმისათვის, რომ საბოლოოდ შესულიყო ტრადიციული ხასიათის ალიანსში? ჰაუსი თავის დღიურებში წერდა: ,,მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ყურადღება უნდა გავამახვილებინო ასეთი შეთანხმებების საშიშროებაზე. სხვა რამეებთან ერთად, ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პირდაპირი დარტყმა ერთა ლიგაზე. ლიგამ, იგულისხმება, რომ უნდა გააკეთოს ის, რასაც ეს შეთანხმება შესთავაზებს და თუკი სახელმწიფოებისთვის აუცილებელია ასეთი შეთანხმების შექმნა, რატომ მაინცდამაინც ერთა ლიგა?”

ეს სამართლიანი შეკითხვა იყო, რადგან თუ ლიგა მოქმედებდა ისე, როგორც შესთავაზებდნენ, მაშინ გარანტიები საჭირო აღარ იყო. ხოლო თუ გარანტიები საჭირო იყო, მაშინ ლიგა მისი მიზნის მიხედვით არ მოქმედებდა და ყველა ომისშემდგომი ცნება ეჭვქვეშ დადგებოდა. ამერიკას შიში ქონდა, რომ ევროპა თავის პრობლემებს მოახვევდა თავს თუმცა გარანტიამ დიდხანს არ გასტანა.

სენატმა ვერსალის შეთანხმების რატიფიცირებაზე უარი თქვა. დიდმა ბრიტანეთმაც თავი გაითავისუფლა თავისი მოვალეობების შესრულებისაგან. ფრანგების მიერ თავიანთ მოთხოვნებზე ხელის აღება მუდმივი გახდა, გარანტიები კი წუთიერი.

ამ ყველაფრის შემდაგ შეიქმნა ვერსალის შეთანხმება, რომელსაც უწოდეს ვერსალის პალასის სარკეებიანი დარბაზი, იმ ადგილის სახელი, სადაც მას ხელი მოაწერეს. ადგილმდებარეობა არასასურველ დამცირებას იწვევდა. 50 წლის წინ ტაქტიკურად აქ გამოაცხადა გერმანიის გაერთიანება. არც მათი საქმიანობა იწვევდა საერთაშორისო გარემოს დამშვიდებას.

თოთხმეტი პუნქტის მიუხედავად, შეთანხმებას ჰქონდა დამსჯელი სახე ტერიტორიულ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში. გერმანიას უნდა დათმო თავისი ომამდელი ტერიტორიის 13%. ეკონომიკურად მნიშვნელოვანმა სილეზიამ გადაინაცვლა ახლადშექმნილი პოლონეთის ხელში, რომელმაც ასევე მიიღო გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ტერიტორია პოზნანის გარშემო. რაც ქმნიდა ,,პოლონეთის დერეფანს”, რომელიც გამოყოფდა აღმოსავლეთ პრუსიას დანარჩენი გერმანიისგან. ეიპენ-მელმედის პატარა ტერიტორია გადაეცა ბელგიას, ხოლო ელზას-ლოთარინგია დაუბრუნდა საფრანგეთს.

გერმანიამ დაკარგა თავისი კოლონიები, რომელთა ლეგალური სტატუსდიც იწვევდა დავას ერთის მხრივ ვილსონსა და მეორეს მხრივ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას შორის. სამივე მათგანს სურდა თავიანთი ნადავლის ანექსია. ვილსონი ამტკიცებდა, რომ ასეთი პირდაპირი გადაყვენა (ტრანსფერი) დაარღვევდა თვითგამორკვევის პრინციპს. მოკავშირეები საბოლოოდ შეთანხმდნენ ე.წ. მანდატის პრინციპზე, რომელიც იყო როგორც მოხერხებული ისე თვალთმაქცური. გერმანული კოლონიები, ისევე როგორც თურქეთის ტერიტორიები შუაგულ აღმოსავლეთში მიაკუთვნეს სხვადასხვა გამარჯვებულებს ლიგის ზედამხედველობის ,,მანდატით”, რათა გაეადვილებინათ მათი დამოუკიდებლობა. თუ რას ნიშნავდა ეს მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული და საბოლოო ჯამში, მანდატის არსებობამ არ არ დააჩქარა ამ ტერიტორიებისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება სხვა კოლონიებთან შედარებით.

შეთანხმების სამხედრო შეზღუდვებმა გერმანიის არმია 100 000 მოხალისეთი შეამცირა, ხოლო მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი - ექვს კრეისერამდე და რამდენიმე პატარა ხომალდამდე. გერმანიას ეკრძალებოდა ქონოდა საბრძოლო იარაღი, როგორიცაა წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები, ტანკები და მძიმე არტილერია. მისი გენერალური შტაბი დაითხოვეს/დაშალეს იმისთვის, რომ მოეხდინათ ზედამხედველობა გერმანიის განიარაღებაზე. შეიქმნა მოკავშირეთა სამხედრო კონტროლის კომისია, რომელსაც, როგორც გაირკვა, საკმაოდ ბუნდოვანი და არაეფექტური უფლებამოსილება მისცეს. მიუხედავად ლოიდ ჯორჯის დაპირებისა ,,გერმანიისგან ამოვიღოთ ყველაფერი ბოლო წვეთამდე”, მოკავშირეებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ეკონომიკურად განადგურებულ გერმანიას შეეძლო გამოეწვია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისი, რაც გავლენას მოახდენდა მათ საზოგადოებაზე. მაგრამ გამარჯვებული მოსახლეობა ნაკლებ ინტერესს ავლენდა თეორეტიკოსი ეკონომისტების გაფრთხილების მიმართ. ბრიტანელები და ფრანგები მოითხოვდნენ, რომ გერმანიას უშიშარეყო მათი მოსახლეობა ყველანაირი საფრთხისგან.

ვილსონი დათანხმდა პირობას, რომელიც გერმანიას აიძულებდა ომში დაზარალებულთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გადაეხადათ პენსიები და კომპენსაციები. ასეთი პირობა არ იყო გაგონილი; არცერთ ადრინდელ ევროპულ სამშვიდობო შეთანხმებას არ ქონია ასეთი ბედი. ეს მიეკუთვნებოდა უფრო გვიანდელ პერიოდს, რაც იწვევდა გაუთავებელ წინააღმდეგობებს.

სხვა ეკონომიკური ჯარიმა მდგომარეობდა 5 მილიარდის დაუყოვნებლივ გადახდაში. საფრანგეთს უნდა მიეღო ნახშირის დიდი რაოდენობა როგორც კომპენსაცია იმისთვის, რომ გერმანიამ დაანგრია მისი საბადოები აღმოსავლეთ საფრანგეთის ოკუპაციის დროს.

გერმანული წყალქვეშა ნავების მიერ გემების ჩაძირვის სანაცვლოდ დიდ ბრიტანეთს გადაეცა გერმანიის სავაჭრო ფლოტის დიდი ნაწილი. გერმანიის საგარეო ქონება, რომელიც 7 მილიარდს შეადგენდა ხელში ჩაიგდეს მრავალ პატენტებთან ერთად. (ვერსალის ხელშეკრულების მეშვეობით ბაიერის ასპირინი არის ამერიკული და არა გერმანული პროდუქტი?!). გერმანიის მდინარეები საერთაშორისონი გახდნენ, ხოლო მისი უნარი, რომ აეწია ტარიფები - შეიზღუდა.

ამ პირობებმა საფუძველი გამოუთხარეს საერთაშორისო წესრიგს, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო მის შექმნაში. ის, რაც მათ საბოლოოდ შექმნეს იყო კომპრომისი ამერიკის უტოპიალიზმსა და ევროპულ პარანოიას შორის - ზედმეტად ექსპერიმენტული იმისთვის, რომ შეემსუბუქებინა მეორეს შიშები. საერთაშორისო წესრიგი, რომლის შენარჩუნებაც მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი - არასაიმედოა. უფრო რთულია, როცა ქვეყნები, რომლებზედაც დამოკიდებული ძალდატანების ძირითადი ტვირთი. ამ შემთხევაში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ასევე აშკარა გახდა, რომ პრაქტიკაში თვითგამორკევევის პრინციპი ისე განხორციელება როგორც 14 პუნქში იყო ნაჩვენები შეუძლებელი იყო - განსაკუთრებით კი ავსტრი-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფოების შემთხვევაში.

ჩეხოსლოვაკია შედგებოდა 3 მილიონი გერმანელისგან, 1 მილიონი უნგრელისგან, ნახევარი მილიონი პოლონელისგან, სულ 15 მილიონისგან. მთელი მოსახლეობის მესამედი არ იყო არც ჩეხი და არც სლოვაკი. ამიტომაც სლოვაკეთს არ ენდომებოდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შესვლა, რაც გამოხატა 1939 წელს და შემდეგ 1992 წელს გამოეყო კიდეც.

იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი იუგოსლავიის სახელმწიფო, აუცილებელი იყო გადასულიყო ზღვარი ევროპის ისტორიაში, რომელიც ყოფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებს, კათოლიკურ და ორთოდოქსულ რელიგიებს - ზღვარი, რომელიც უხეშად იყო გავლებული ხორვატიასა და სერბეთს შორის, რომლებიც თავიანთი ისტორიის მანძილზე არასოდეს ეკუთვნოდნენ ერთ პოლიტიკურ ერთეულს. ამის საზღაური მიიღეს 1941 წლის შემდეგ სამოქალაქო ომით, რომელიც გამეორდა 1991 წელს.

რუმინეთში ცხოვრობდა მილიონობით უნგრელი, პოლონეთში მილიონობით გერმანელს ევალებოდა დერეფნის ზედამხედველობა, რომელიც ყოფდა დასავლეთ პრუსიასა და დანარჩენ გერმანიას. ამ პროცესის დასასრულისთვის, რომელიც გატარდა თვითგამორკვევის სახელით, თითქმის იმდენივე ადამიანი ცხოვრობდა უცხოური მმართველობის დაქვემდებარების ქვეშ, რამდენიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს. იმ განსხვავებით, რომ ახლა ისინი განაწილებულნი იყვნენ უფრო მეტ სუსტ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც, იმისთვის რომ სტაბილურობა შეესუსტებინათ, ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ. უკვე გვიანი იყო, როცა ლოიდ ჯორჯი მიხვდა, თუ რა დილემის წინაშე დადგნენ გამარჯვებული მოკავშირეები. ის ვილსონისადმი მემორანდუმში წერდა 1919 წლის 25 მარტს:

,,მომავალი ომის უდიდეს მიზეზად სხვა არაფერი მიმაჩნია, თუ არა გერმანელი ხალხი, რომელიც თავს ყველაზე ენერგიულ და ძლიერ რასად მიიჩნევს მსოფლიოში. იგი გარშემორტყმული იქნება პატარა ქვეყნებით, რომელთა ხალხსაც არასოდეს შეექმნებათ მყარი ხელისუფლება, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მოიცავს გემანელთა მასებს, რომლებიც მოითხოვენ მათ მშობლიურ ქვეყანასთან გაერთიანებას. მაგრამ მაშინ კონფერენცია უკვე ბოლოსაკენ მიდიოდა. სხვა ალტერნატიული პრინციპი მსოფლიო წესრიგის პორგანიზებისთვის გამოუსადეგარი იყო, რადგან ძალთა ბალანსის იდეა უარყოფილი იყო.

მოგვიანებით, გერმანელი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მათი ქვეყანა შეიტყუეს დროებით ზავში ვილსონის თოთხმეტი პუნქტის საშუალებით, რომლებიც შემდგომში სისტემატიურად ირღვეოდა. გერმანია ახდენდა თოთხმეტი პუნქტის იგნორირებას მანამ, სანამ ის ფიქრობდა, რომ ომის მოგების შანსი ქონდა და რუსეთს თავს მოახვია კართაგენული ზავი, რაც არღვევდა ვილსონის ყველა პრინციპს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიამ ბოლოს ომი დაასრულა იყო ის, რომ მას უნდა მოეხდინა ძალაუფლების გამოთვლა, ამერიკის არმიის ჩათვლით, მისი საბოლოო დამარცხება კი დროის საკითხი იყო. როცა ამერიკამ მოითხოვა დროებითი ზავი, გერმანია გამოფიტული იყო. მისი თავდაცვა ირღვეოდა და მოკავშირეები უკვე გერმანიის ტერიტორიაზე შესვლას აპირებდნენ. ვილსონი პრინციპებმა დაინდეს გერმანია უფრო მკაცრი სასჯელისაგან.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს მიერ უარის გამოცხადებამ, რომ შესულიყო ლიგაში გაწირა ვერსალის შეთანხმება. ამერიკის მარცხმა, რომ მოეხდინათ შეთანხმების რატიფიცირება ან საფრანგეთის საზღვრებისთვის მიეცა გარანტია, წვლილი შეიტანა საფრანგეთის დემორალიზაციაში. მაგრამ ქვეყნის იზოლაციონიზმის გამო ამერიკის ერთა ლიგაში წევრობა ან გარანტიების რატიფიცირება მნიშვნელოვან განსხვავბას არ გამოიწვევდა. ან აშშ არ გამოიყენებდა ძალას აგრესიის წინააღმდეგ, ან არ მისცემდა აგრესიას ისეთ განსაზღვრას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რეალობასთან არ მოდიოდა, როგორც გააკეთა ბრიტანეთმა 1930 წელს.

ვერსალის შეთანხმების მარცხი სტრუქტურული იყო. მშვიდობის საუკუნე შეიქმნა ვენის კონგრესის მიერ, რომელიც გამყარებული იყო სამი შეუნაცვლებელი ბოძისგან: შერიგება საფრანგეთთან, ძალთა ბალანსი და საერთო ლეგიტიმურობის გრძნობა. შეთანხმებული მშვიდობა საფრანგეთთან ვერ აირიდებდა თავიდან ფრანგულ რევიზიონიზმს. მაგრამ საფრანგეთმა იცოდა, რომ წმინდა ალიანსს ყოველთვის შეეძლო სუპერ ძალების გაერთიანება, რაც საფრანგეთის ექსპანიონიზმს სარისკოს ხდიდა. თითქმის იგივე დროს, პერიოდულმა ევროპულმა კონგრესმა საფრანგეთს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო ევროპის შეთანხმებულობაში ისე, როგორც თანასწორს. ძირითადი ქვეყნები საერთო ფასეულობებს იზიარებდნენ. ასე რომ პრეტენზიების არსებობა არ გადაიზრდებოდა საერთაშორისო წსრიგის დამხობის მცდელობაში.

ვერსალის შეთანხმება არ ასრულებდა არცერთ ამ პირობას. მისი პირობები იყო სკამაოდ მძიმე შერიგებისთვის და არასაკმარისი სასტიკი დამორჩილებისთვის. ადვილი არ იყო გერმანიის დაკმაყოფილებასა და დამორჩილებას შორის წონასწორობის მოძებნა.

საფრანგეთს ქონდა სამი სტრატეგილუი არჩევანი: მას შეეძლო ეცადა ანტიგერმანული კოალიციის ჩამოყალიბება, მას შეეძლო ეცადა გერმანიის დაყოფა ან შეთანხმება გერმანიასთან. ალიანსის შექმნის ყველა მცდელობა ჩაიშალა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ უარი განაცხადეს, რუსეთი კი აღარ იყო წონასწორობის ნაწილი. გერმანიის გაყოფაზე უარი განაცხადეს იგივე ქვეყნებმა, რომლებმაც უარი თქვეს ალიანსზე, მაგრამ რომლეთა მხარდაჭერის იმედიც საფრანგეთს საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში მაინც ქონდა. რაც შეეხება გერმანიასთან მოლაპარაკებას - ის გვიანიც იყო და ნაადრევიც. გვიანი იყო იმიტომ, რომ მოლაპარაკება არ იყო შეთავსებადი ვერსალის შეთანხმებასთან, ადრე კი იყო იმიტომ, რომ ფრანგული საზოგადოების აზროვნება ჯერ არ იყო მზად ამისთვის.

პარადოქსულია, მაგრამ საფრანგეთის სისუსტე და გერმანიის სტრატეგიული უპირატესობა გაზარდა ვერსალის შეთანხმებამ, მიუხედავად მისი დამსჯელი პირობებისა. ომამდე გერმანია პირისპირ შეხვდა ძლიერ მეზობლებს როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. ის [გერმანია] ვერ გაფართოვდებოდა ვერცერთი მიმართულებით, ძირითადი სახელმწიფოების - საფრანგეთის, ავსტრია-უნგრეთის და რუსეთის შეწნააღმდეგების გარეშე. მაგრამ ვერსალის შეთანხმების შემდეგ, აღმოსავლეთში გერმანიას ვეღარავინ დაუპირისპირდებოდა. საფრანგეთის დასუსტებამ, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის გაუქმებამ, რუსეთის დროებითმა თვალსმოფარებამ გამოიწვია ის, რომ უბრალოდ აღარანაირი გზა აღარ არსებობდა ძველი ძალთა ბალანსის რეკონსტრუირებისათვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანგლო-საქსურმა ძალებმა უარი თქვეს ვერსალის მოწყობის არანტირებაზე.

1916 წლისათვის ბრიტანელმა საგარეო სქმეთა მინისტრმა ბალფურმა განჭვრიტა საფრთხე, რომელიც ევროპის თავზე ტრიალებდა. ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელმა პოლონეთმა შემდგომ ომში საფრანგეთი შესაძლოა დაცვის გარეშე დატოვოს. თუ პოლონეთი შექმნის დამოუკიდებელ სამეფოს, გახდება ბუფერული სახელმწიფო რუსეთსა და გერმანიას შორის, საფრანგეთა შეიბრალებს გერმანიას იმ მიზეზით, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მის დასახმარებლად წასვლას პოლონეთის ნეიტრალიტეტის დანგრევის გარეშე.” - 1939 წლის დილემა. გერმანიის შესაკავებლად საფრანგეთს სჭირდებოდა მოკავშირე აღმოსავლეთით, რომელიც გერმანიას აიძულებდა ეომა ორ ფრონტზე. რუსეთი იყო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამ როლის შესრულებას შეძლებდა. მაგრამ რადგან პოლონეთი ყოფდა გერმანიას და რუსეთს, რუსეთს გერმანიაზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ პოლონეთის დამარცხების შემთხვევაში ხელეწიფებოდა. ხოლო პოლონეთი ძალიან სუსტი იყო იმისთვის, რომ რუსეთის როლი მას ეთამაშა. ვერსალის შეთანხმებამ გერმანიას და რუსეთს სტიმული მისცა პოლონეთის გასაყოფად, რაც მათ ზუსტად 20 წლის მერე გააკეთეს.

რადგანაც აღმოსავლეთში არ არსებობდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც ის შემოიკავშირებდა, საფრანგეთი აპირებდა გაეძლიერებინა ახალი სახელმწიფოები იმისთვის, რომ შეექმნა გერმანიასთან ორფრონტიანი წინააღმდეგობის ილუზია. ახალ სახელმწიფოებს სტიმული მიეცათ გაემხნევებინათ საფანგეთის ილუზია, რომ მათ შეეძლოთ გერმანიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ამ ახალმა სახელმწიფოებმა ვერ გაითავისეს ის როლი, რომელსაც ავსტრია და რუსეთი თამაშობდნენ ამ დრომდე. ისინი ძალიან სუსტები იყვნენ შინაგანი კონფლიქტების და ორმხრივი წინააღმდეგობების გამო. მათ აღმოსავლეთით გამოიკვეთებოდა შეცვლილი რუსეთი, რომელიც აპირებდა საკუთარი დაკარგული ტერიტორიების ანაზღაურებას. როგორც კი ძალებს აღიდგენდა, ის ისეთივე საფრთხეს შეუქმნიდა პატარა სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, როგორსაც ქმნიდა გერმანია.

ამრიგად კონტინენტის სტაბილურობა დამოკიდებული იყო საფრანგეთზე. მან აიღო და მოახდინა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის ძალების კომბინირება გერმანიის დასამორჩილებლად. მშვიდობის შესანარჩუნებლად საფრანგეთს უნდა ეთამაშა პოლიციელის როლი. მან არა მხოლოდ დაკარგა სიძლიერე თავისი ჩარევის პოლიტიკის გატარების გამო, არამედ თუ იგი კიდევ ერთველ ცდიდა ამას, საკუთარ თავს მარტოს აღმოაჩენდა - ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან მიტოვებულს.

ვერსალის შეთანხმების ყველაზე საშიში სისუსტე იყო ფსიქოლოგიური ხასიათის. ვენის კონგრესზე შექმნილი მსოფლიო წესრიგი განმტკიცებული იყო კონსერვატიული ერთიანობის პრინციპით, რაც გამოიხატა ძალთა ბალანსის პრინციპებში. ძალებს, რომლებსაც მეტად ესაჭიროებოდათ შეთანხმების შენარჩუნება, სჯეროდათ მისი სამართლიანობაც. ვერსალის შეთანხმება კი იყო მკვდრადშობილი, რადგან ფასეულობები, რომელსაც ის ემყარებოდა წინააღმდეგობაში მოდიოდა მაიძულებელ სტიმულებთან - ქვეყნების უმრავლესობა მოითხოვდა იმ შეთანხმების დაცვას, რომელსაც უსამართლოდ მიიჩნევდნენ.

პირველი მსოფლიო ომის პარადოქსი იყო ის, რომ ის მოხდა იმიტომ, რომ შეეჩერებინა გერმანიის ძალაუფლება და გაბატონება და რომ მან საზოგადოების აზრი მიიყვანა პიკამდე, რომელმაც ხელი შეუშალა მშვიდობიანობის მოლაპარაკების ჩამოყალიბებას. საბოლოოდ ვილსონის პრინციპებმა ხელი შეუშალეს მშვიდობას, რომელიც ზღუდავდა გერმანიის ძალაუფლებას და რომელშიც ადგილი არ ქონდა სამართლიანობის გრძნობის გაზიარებას. საგარეო პოლიტიკის განხორციელება აბსტრაქტულ პრინციპებზე დაეყრდნობიან, ეს არის კონკრეტულის დაღუპვა. მას შემდეგრაც ვერსალის ლიდერებმა არ გამოთქვეს სურვილი შეემცირებინათ გერმანიის ძალაუფლება გამარჯვების ბუნდოვანი კანონების ან ძალთა ბალანსის გამოთვლის საშუალებით, ისინი ვალდებულნი იყვნენ გაემართლებინათ გერმანიის განიარაღება, როგორც საერთო განიარაღების გეგმის პირველი ეტაპი და რეპარაცია, როგორც ომის დანაშაულის გამოსყიდვა. გერმანიის განიარაღების გამართლებისას მოკავშირეებმა ძირი გამოუთხარეს ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც საჭირო იყო შეთანხმების შესანარჩუნებლად. პირველ რიგში, გერმანია გამოაცხადებდა, რომ დისკრიმინაციას უწევენ და მოითხოვდა რომ ან შეიარაღების ნება მიეცათ ან სხვა ქვეყნებიც განიარაღებულიყვნენ მის დონეზე. ამ პროცესში განიარაღების დებულებებმა გამოიწვია გამარჯვებულების დემორალიზება. განიარაღების ყველა კონფერენციაზე გერმანია ეჭიდებოდა მორალურად ამაღლებულ მიზნებს, რომელშიც მას მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი. მაგრამ თუ საფრანგეთი დათანხმდებოდა გერმანიასთან თანასწორ განიარაღებაზე, მაშინ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების დამოუკიდებლობის უსაფრთხოების შესაძლებლობა გაქრება. განიარაღების შესახებ მუხლებს შეიძლება გამოეწვია ან საფრანგეთის განიარაღება ან გერმანიის შეიარაღება. ვერც ერთ შემთხვევაში, საფრანგეთი ისეთი ძალიერი ვერ იქნება, რომ დაიცვას აღმოსავლეთ ევროპა ან თუნდაც საკუთარი თავი.

მსგავსადვე, აკრძალვამ, რომელიც ეხებოდა ავსტრიის და გერმანიის გაერთიანებას, დაარღვია თვითგამორკვევის პრინციპი, როგორც ეს მოხდა გერმანიის უმცირესობის არსებობით ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთში. გერმანიის შეურიგებლობა ამრიგად მხარდაჭერილი აღმოჩნდა ვერსალის შეთანხმების პრინციპის მიერ.

ყველაზე უხეში ფსიქოლოგიური ზიანი შეთანხმებაზე იყო 231-ე პუნქტი. ის ამტკიცებდა, რომ გერმანია იყო ერთადერთი პასუხისმგებელი პირველი მსოფლიო ომის აღმოცენებაში. ყველაზე დამსჯელი სანქციები გერმანიის მიმართ დამყარებული იყო განცხადებაზე, რომ მთელ ზარალში ბრალი გერმანიას მიუძღოდა.

XVIII საუკუნისმ შვიდობისმყოფელები ომში დამნაშავეობის შესახებ მუხლებს აბუჩად იგდებდნენ. მშვიდობისმყოფელთათვის ომი იყო ამორალური გარდაუვალობა, რომელსაც იწვევდა ინტერესთა შეჯახებები. შეთანხმებებში, რომლებიც ეხებოდა XVIII საუკუნის ომებს, წაგებულები იხდიდნენ საფასურს ისე, რომ ის არ იყო გამართლებული მორალური პრინციპებით. მაგრამ ვილსონისათვის და ვერსალის მშვიდობისმყოფელთათვის 1914-18 წლების ომის მიზეზი უნდა მიეწეროს ბოროტებას, რომელიც უნდა დაისაჯოს.

როდესაც ზიზღი შემცირდა, დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ომის დაწყების მიზეზი უფრო რთული იყო. რა თქმა უნდა, გერმანიას აღებული ქონდა მძიმე პასუხისმგებლობა, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა, რომ დამსჯელი ოპერაციები მხოლოდ გერმანიის მიმართ გატარებულიყო? იყო თუ არა 231-ე პუნქტი შესაფერისი? მას შემდეგ, რაც ეს შეკითხვა დაისვა, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში 1920 წელს, სურვილი, რომ დამსჯელი ოპერაციები ჩატარებულიყო გერმანიის მიმართ, ნელ-ნელა შეირყა. მშვიდობისმყოფელნი ფიქრობდნენ, იყო თუ არა ის, რაც მათ გააკეთეს სამართლიანი. გერმანია, რა თქმა უნდა, არ იყო პასუხისმგებელი ამ საკითხში. გერმანიის საზოგადოებაში 231- ე პუნქტი ცნობილი გახდა, როგორც ,,ომის ბრალიანობის ტყუილი”. ფიზიკური უუნარობა, რომ შეექმნათ ძალთა ბალანსი, გაუტოლდა ფსიქოლოგიურ უუნარობას, რომ შეექმნათ მორალური წონასწორობა.

ამრიგად, ვერსალის შემქმნელებმა ზუსტად იმის საპირისპიროს მიაღწიეს, რის გაკეთებასაც აპირებდნენ. მათ სცადეს გერმანიის ფიზიკური დასუსტება და ამის ნაცვლად ის გეოპოლიტიკურად გააძლიერეს. გერმანია უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო ევროპაზე ბატონობასთან დაკავშირებით ვერსალის შემდეგ, ვიდრე ის იყო ომამდე. როგორც კი მოიშორა განიარაღების შეზღუდვები, რაც დროის საკითხი იყო, შეძლო ისე გაძლიერება, როგორც არასდროს ყოფილა. ჰაროლდ ნიკოლსონი წერდა: ,,ჩვენ სარანგეთში ჩავედით დარწმუნებულები, რომ უნდა შეგვექმნა ახალი წესრიგი, საფრანგეთი დავტოვეთ დარწმუნებულებმა, რომ ახალმა წესრიგმა მხოლოდ დაამახინჯა ძველი.”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში