პატრიკ მოდიანო - ცირკი მიდის

როცა ახალგაზრდები ვართ, დაუდევრობას ვიჩენთ ზოგიერთი წვრილმანის მიმართ, რომელიც მოგვიანებით შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. 

ის სახლის პატრონს განასახიერებდა. სხვათა შორის,მთელი მისი პიროვნება კარგად შეესაბამებოდა ამ ცარიელ ბინას... 

კოლეჯი, რომელსაც ექვსი წელი ვიცნობდი და ჯარში წასვლის მოახლოებული მუქარა ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნიდნენ,რომ ყოველ წუთას უნდა მომეპარა თავისუფლება და თაღლითურად მეცხოვრა. 

მას ვერ გაეგო, რომ მამამ და დედამ ასე მთლიანად მიატოვეს ლიტერატურით გატაცებული ბიჭი,რომლის საყვარელ წიგნსაც ეწოდება"მგრძნობიარე სულებისადმი". რაც მას ყველაზე მეტად აოცებდა,იყო ის,რომ ჩემი მშობლების საქციელი სრულიად ბუნებრივად მეჩვენებოდა და აზრადაც არ მომდიოდა მათგან რაიმე დახმარების იმედის ქონა. 

უფრო მოგვიანებით, ოცდაათი წლის მერე დამეწყო სინდისის ქენჯნა წარსულის ზოგიერთ ეპიზოდზე ფიქრისას იმ ჯამბაზივით, რომელმაც ერთხელ იწვნია წარსულში თავბრუსხვევა, როცა მორევის თავზე თოკით გაიარა. 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში