მკვლევარებმა იუკიუ მისიმას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს მიაგნეს

მკვლევარებმა იუკიუ მისიმას გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს მიაგნეს. 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში, მწერალი სპეციალურ რეპორტიორად  სამი გაზეთისათვის მუშაობდა. 

იაპონელ ძალოსან იოშინობუ მიაკეს მიერ ოქროს მედლის მოპოვებასთან დაკავშირებით, მისიმა საკუთარ ბლოკნოტში წერდა: "მიაკე... ახალი ოლიმპიური რეკორდი; სანამ აწევდა, ორივე ხელს ძელს კიდებს, მაღლა იხედება. თავისთვის ბურდღუნებს. შემდეგ კიდევ ერთხელ იხედება მაღლა და ყვირის". 

ჩანაწერები იუკიო მისიმას ნაშრომების სრულ კრებულში არ შესულა და მათი არსებობის შესახებ მხოლოდ მწერლის რამდენიმე ახლობელმა იცოდა. 

მისიმას ბლოკნოტის ყდას აქვს წარწერა - "ოლიმპიური", შევსებულია 58 გვერდი, მათ შორის  ჩანახატებითა და განმარტებებით.  

მწერლის ბლოკნოტი იუკიო მისიმას მუზეუმში, იამანაკაკოში, 24 მარტიდან გამოიფინა. 

NORIHIKO YONEHARA
წყარო - ajw.asahi.com

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში