ჰარპერ კოლინსი ჰარპერ ლის ახალი რომანის ყდას აქვეყნებს

ჰარპერ კოლინსმა ჰარპერ ლის რომანის - „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გაგრძელების - "Go Set a Watchman"-ის ყდა გამოაქვეყნა. 

ყდაზე გამოსახული მატარებელი ნაწარმოების დასაწყისშივე გვხვდება, როდესაც 1950 წელს, ზრდასრული ჭყიტა ნიუ-იორკიდან მისი ბავშვობის ქალაქ მეიკომში ასაკოვანი მამის - ატიკუსის მოსანახულებლად ბრუნდება. ჰარპერ ლის გამომცემლისა და აგენტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები და მოვლენები ამ წიგნის მოყვარულთათვის ნაცნობი იქნება, ორ ნაწარმოებს შორის არაერთ განსხვავებულ პასაჟსაც შევხვდებით.

304 გვერდიანი წიგნი სახელწოდებით "Go Set a Watchman" 2 მილიონიანი ტირაჟით გამოვა.

როგორც ცნობილია რომანზე მუშაობა ჰარპერ ლიმ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაასრულა, თუმცა რედაქტორის რჩევით არ დაბეჭდა. თავად ავტორი, რომელიც დღეს 88 წლისაა ამბობს, რომ თხზულების ხელნაწერი დაკარგული ეგონა, თუმცა შარშან იპოვა. ჰარპერ ლის ახალი წიგნი აშშ-ში წიგნის მაღაზიების დახლებზე 14 ივლისს გამოჩნდება.

წყარო - nytimes

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში