კანდიდ ჩარკვიანი - რა არ მოსწონდა სტალინს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

ნაწყვეტი კანდიდ ჩარკვიანის წიგნიდან - „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“

მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ სტალინის შეხედულებებზე ვაჟა-ფშაველას ენის, პოეტური შემოქმედებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.

სტალინი შეძლების ფარგლებში ეცნობოდა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, მაგრამ მან გაცილებით უფრო ღრმად იცოდა ჩვენი კლასიკური მწერლობა. ხანდახან, განწყობილების მიხედვით, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის რომელიმე ლექსის ერთ ან ორ სტროფს ზეპირად იტყოდა. უყვარდა რაფიელ ერისთავის შედევრი - „სამშობლო ხევსურისა“. შესანიშნავი ლექსიაო, - ამბობდა, - მაგრამ იდეურად ძალიან შეზღუდულია, კარჩაკეტილობის ნამდვილი აპოლოგიააო.

სტალინი, რასაკვირველია, კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას პოეზიას. საგულისხმოა, რომ ვაჟას ის ზოგჯერ გვარით იხსენიებდა - „ლუკა რაზიკაშვილის ლექსიო“, იტყოდა. ჩანს, 90-იან წლებში, როცა სოსო ჯუღაშვილს ქარტულ პოეზიასთან უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა, დიდი პოეტის ფსევდონიმი იმდენად არ იყო დამოუკიდებელი, რომ გვარი მთლიანად შეეცვალა. სტალინი დროდადრო გაიხსენებდა და ზეპირად იტყოდა ვაჟას ლექსს „სიტყვა გადვაგდეხალხშია“, მისი პოემების მონუმენტურობასაც ხშირად ხაზს უსვამდა.

1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო. გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ. დილით ეს საუბარი ჩავიწერე მთელი შესაძლებელი სიზუსტით. აუთენტურობისათვის მომყავს მისი ტექსტი ორიგინალის ენაზე.

Товариш Сталин: А получил книги Важа-Пшавела, прочитал и на днях пришлю обратно. Должн вас разочаровать. Вы говорили, что Важа-Пшавела гении. Он деиствительно большои талант, но мировозрение его очень осталос. Ни однои большои проблемы он не ставит. Замкнулся в остадыхраионах Пшави и Хевсуретии и нечего, кроме междоусобных воин и мелких стычек между хевсурами, пшавами и кистинами не видит и не описывает. Ни економического ни культурного развития Грузии он не замечает. Ети вопросы не пользуются его вниманием.

Язык у Важа-Пшавела провинциальныи, старыи, непонятныи. Характерно, что каждыи том его сочинении снабжен толстым словарем. Иначе читатель не поимет его произведении. Акакии Церетели был, конечно, прав, упрекая его в осталости языка:

„ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო!

Акакии Церетели и Ильяа Чавчавадзе создавали единыи литературныи языка, а Важа-Пшавела признает за каждым провинциальным наречием права литературного языка. Для него все равно на каком языке пишутся поетические произведения. В етом – безнадежная отсталость Важа-Пшавела.

Меня удивляет вступительная статья Геронтия Кикодзе. Марксист он или не марксист? Он не дает правильнои оценки идеологии.

***
ნაწყვეტი გელა ჩარკვიანის წიგნიდან - „ინტერვიუ მამასთან“

ვიცი, არ გესიამოვნება ამაზე ლაპარაკი, გაზეთში დაიბეჭდა რაღაც ახსნა-განმარტების მსგავსი და მაინც საჭიროდ მიმაჩნია გკითხო. რა მოხდა ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით? რატომ გაახსენდა ის სტალინს ან რისთვის დასჭირდა მისი კრიტიკა? რა მოხდებოდა, რომ არ დამორჩილებოდი სტალინის ნებას, როგორი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები?

... სტალინი ფიქრობდა, რომ ქართულ ენას კიდევ ესაჭიროება გაერთიანება და საერთო ენის შექმნა მთელი ხალხისთვის. ამ ფონზე წარმოიშვა ეს საკითხი. ერთ-ერთი საუბრის დროს ის პოეზიას შეეხო და ვაჟა-ფშაველა ახსენა, მას ზოგიერთი მისი ლექსები ზეპირად ახსოვდა. ერთი ლექსი რომ თქვა, ვიფიქრე, რომ ვაჟას თაყვანისმცემელია. მეც გამიხარდა, რადგან ვაჟას დიდ პოეტად მივიჩნევ და ვუთხარი, უცნაურია, რომ გენიოსი, სადაც არ უნდა იყოს დაბადებული, მთაში თუ ბარში, მაინც გენიოსია და რომ ვაჟამ დიდი განძი დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით. იგი თავისებური, ორიგინალური, დიდი მოვლენაა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთოდ მსოფლიოს ლიტერატურაში-მეთქი. სხვათა შორის, არაფერი უთქვამს, დამეთანხმა კიდეც. ამით დამთავრდა საუბარი. უბრალოდ, მთხოვა, ხომ არ შეიძლება, რომ ვაჟას ნაწარმოებები გამომიგზავნოთო. გავუგზავნე 3 თუ 4 ტომი ის ძირითადი, რაც გამოცემული იყო. გავიდა თვე თუ თვე-ნახევარი და დამირეკა. ლაპარაკი შედგა რუსულად: „Вы говорили, что Важа-Пшавела гении, но я должен вас разочаровать. Важа-Пшавела очень болшои талант, но мировоззрение у него безнадежно осталое”. მერე ილაპარაკა იმაზე, რომ როცა ქართველი ხალხის დიდი შვილები - ილია, აკაკი, გოგებაშვილი ქმნიდნენ ერთ საერთო ენას, ვაჟა, პირიქით, ყველა ქართულ კილოკავს ენად მიიჩნევდაო (ვაჟას პოეზიას რომ იმ ენის სარჩული ჩამოაშორო, პოეზია ბევრს, ძალიან ბევრს დაკარგავს. ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ სტალინს ასეთი შეხედულება არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ვაჟა, ენის თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილია და ეს არ უწყობს ხელს ერთიანი ქართული ენის ჩამოყალიბებას).

გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში არ ერეოდაო. საკვირველია, რომ აკაკი წერეთლის შეხედულება ჩვენს მეცნიერებს არ მიაჩნიათ სწორად და იმის ნაცვლად, რომ აკაკის დაუჭირონ მხარი, ვაჟას ემხრობიანო და მოიყვანა მერე აკაკის ეს ცნობილი ლექსი: „ენას გიწუნებ, ფშაველო“. ეს არ არის სწორი, მერე გერონტი ქიქოძეს შეეხო. მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძეო. ქიქოძე მასთან მუშაობდა, არალეგალურად ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და იქიდან ახსოვდა. თავის ძველ წერილებში ვაჟას აკრიტიკებდა, ახლა კი ცაში აჰყავსო, ყველა მის სუსტ მხარეს დადებითი შეფასებას აძლევსო. ასეთი საუბარი შედგა. მაშინ მე არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიოდოდი. მერე დამირეკა სტალინმა, რაღაც სხვა საქმეებზე და თან მკითხა, როგორ არის ვაჟა-ფშაველას საქმეო. მე ვაგრძნობინე, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკიც კი. ამაზე მან მითხრა, მე ჩემი გითხარით და თქვენ როგორც გინდათო. ეს ნიშნავდა, რომ მე პირდაპირ მეძლეოდა დავალება. სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა. აი, ეს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. რასაც დაგვავალებდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. ურჩობა და წინააღმდეგობა, გარდა იმისა,  რომ არავინ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, რომელიც იყო შექმნილი სტალინის დროს. ამიტომ იყო, რომ მე გამოვედი და გადმოვეცი დაახლოებით ის აზრი, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ჩემს იმდროინდელ გამოსვლას ათას ინტერპრეტაციას აძლევდნენ ისინიც კი, ვინც საერთოდ არ იცნობს მას. მე იქ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა კუთხურ ენას იყენებდა, რომ ეს სწორი არ არის ქართული ენის განვითრებისათვის, რომ ჩვენი მეცნიერები სწორად არ ეკიდებიან ამ საკითხს, რომ აკაკი მართალი იყო, ისიც ვთქვი, რომ ჩაკეტილი იყო ფშავში და მთელ თავის სემოქმედებაში მთიელების ბრძოლებს აღწერდა. ამავე დროს, მე ვამბობ, რომ ვაჟას შემოქმედებდა შევიდა საქართველოს ოქროს ფონდში, მაგრამ ის სუსტი მხარეები მაინც უნდა იყოს გაკრიტიკებული. აი, ასეთი არის ის ჩემი გამოსვლა.

გამომცემლობა „არტანუჯი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში