მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები - ჯაყოს ხიზნების შესახებ
1924 თავის დროზე ჯაყომ ეკლესია დააკეტვინა. მერე როცა ქორწილი დასჭირდა, ისევ გააღებინა. თეიმურაზი სჩივის რწმენის დაკარგვას. ჯაყოს ეგონა, ვითომ ჩურჩულებდა, ნამდვილად ყვიროდა. ჯაყო X ისე იყო ასხმული, თითქოს მისი ნაწილები ცულით იყო გათლილი და მერე წებოთი და ბურღებით შეკოწიწებული. ჯაყო ისე ხარხარებდა, რომ ფრინველი და ცხოველნი ფრთხებოდნენ. ხევისთავი ხალხს უნერგავდა ახალი მთავრობის ოპოზიციას, მაგრამ მას მოაგონეს, რომ თვითონ ის შეიცვალა და არა ბოლშევიკები. თეიმურაზს რცხვენოდა წარსულის მოგონება, მარგოს დათმობა. ხევისთავს ჰქონდა დროშა და ღერბი საგვარეულო. ჯაყო უწინ სტრაჟნიკი იყო. მარგო წაეჩხუბა ქმარს. ბრაზით გაიხადა ტანთ და იატაკზე გორაობდა. Голодовка. მარგო ისტერიით გახდა ავად სქესის ნიადაგზე. თეიმურაზს თავისი თავი თავისავე სამშობლოში უცხოელად მიაჩნდა. შესწორდეს ჯაყოში შეცდომა: სწერია - „შარავი“, უნდა იყოს „შარავანდედი ჩაესახა“. (გვ. 42). თეიმურაზ ხევისთავი ამბობს: ჩვენი ცხოვრების ღერძი და იდუმალება ის არის, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს ატყუებენ. ამიტომ დღე...