ვინსენტ ვან გოგის უკანასკნელი წერილები ძმას
ოვერი მაისი-ივლისი 1890 პარიზში ვინსენტი სამ დღეს დარჩა თეოსთან, მერე კი - 1890 წლის 21 მაისს ოვერსს (აუზზე) ჩავიდა და იქაური რატუშის პირდაპირ ერთ პატარა სასტუმროში დაბინავდა. მისი თვალყური ექიმმა გაშემ თვითონ იკისრა. ვინსენტი წუთსაც არ ისვენებდა, ბევრს შრომობდა. ყოველდღიურად ახალ-ახალ სურათებს ქმნიდა. ამგვარად, სიცოცხლის უკანასკნელი ორი ტვის მანძილზე 70 სურათი და 32 ნახატი შექმნა. მან დახატა 15 პორტრეტი - მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პორტრეტები, როგორიცაა ახალგაზრდა გლეხის ქალის, გაშეს და მისი ქალიშვილის, სასტუმროს პატრონის ბ-ნ რრავუს ქალიშვილის პორტრეტები, - სამი ნატურმორტი და მთელი რიგი საოცრად ხასხასა პეიზაჟები და ოვერის ხედები. აქვე შექმნა ერთადერთი ნამუშევარი ოფორტის დარგშიც (ექიმ გაშეს პორტრეტი). ივლისის დამდეგს ვინსენტმა პარიზი მოინახულა: თეოს ბინაზე იგი შეხვდა ალბერ ორიეს და ტულუზ-ლოტრეკს. გიიომენს კი უკვე აღარ მოუცადა, პარიზი უცებ მიატოვა და მწარე ნაღველით შეპყრობილი ოვერში დაბრუნდა. ივლისის ბოლო დღეებში კი საოცრად იყო აგზნებული. 27 ივლისს პისტოლეტი ისროლა გულში და...