Posts

Showing posts from July, 2016

ოთარ ჭილაძე - ცა მიწიდან იწყება

Image
ტროლეიბუსში ჩემი თავი დავინახე. იმანაც დამინახა, მაგრამ თვალი ამარიდა. მე ტაქსში ვიჯექი და სამსახურში მივდიოდი. მძღოლს ვთხოვე, ტროლეიბუსისათვის გაესწრო. ტროლეიბუსის გაჩერებაზე დავხვდი, მაგრამ მე ტროლეიბუსში უკვე აღარ ვიყავი. მე რომ ნება მომცენ, ასე წავაწერდი სამასი არაგველის ძეგლს: ომი წაგებული იყო, მაგრამ მონობას სიკვდილი ვარჩიეთ. *** ქართული სული: ძალიან გვინდოდა მაჭარი. სიღნაღში, რა თქმა უნდა, არ იყო. გზაზე, როცა უკან ვბრუნდებოდით, შემთხვევით გავაჩერებინე მანქანა და პირველსავე შემხვედრს ვთხოვე, ერთი ბოთლი მაჭარი მაშოვნინე-მეთქი. ჩაგვიჯდა მანქანაში და შინ მიგვიყვანა. დაფაცურდნენ ქალები - დედა და ცოლი, და ერთ წუთში მშვენიერი სუფრა გაგვიშალეს. ძალიან ავღელდით. ნამდვილი, უანგარო პატივისცემა და ადამიანობა ესაა. ფულზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მაინც ამოვიღე თუმნიანი და მასპინძლის პატარა ბიჭს - ნიკოს ვაჩუქე, თან ზედ წავუწერე, ჩემს სახელზე კამფეტი იყიდე-მეთქი. მასპინძელი აიმრიზა, ვითომ ეგ რად გინდოდაო. ბოლოს მითხრა, ასი წლის მერეც რომ მოხვიდე, ეგ თუმნიანი შენი წარწერით ასევე დაგხვდ...

ჰარპერ ლი - მიდი დააყენე დარაჯი

Image
ეძღვნება მისტერ ლის და ელისს ვინც ბევრს არ ითხოვს, უამრავი მიეცემა. შეყვარებული ან ხარ, ან არ ხარ. სიყვარული ამქვეყნად ერთადერთი რამაა, რაც ცხადი და არაორზროვანია. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვანაირი სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ასეთ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს, ან გიყვარს, ან არ გიყვარს. ატიკუსი ამბობდა, სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას, სულ ცოტა, ხუთი წელი მაინც სჭირდება, რომ სამართალი ისწავლოსო: ეკონომიკის პრაქტიკას - ორი წელი, ალაბამის სამართალწარმოებას კიდევ - ორი, და მეხუთე წელი - ბიბლიის და შექსპირის ხელახლა გადაკითხვას უნდა მიუძღვნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სრულყოფილადაა აღჭურვილი ნებისმიერ ვითარებასთან გასამკლავებლადო. ჯოჯოხეთი იყო და ყოველთვის იქნებოდა, როგორც ჭყიტას წარმოედგინა, ერთი ცეცხლოვანი ტბა, ზუსტად ალაბამის მეიკომისხელა, რომელიც ორასი ფუტი სიმაღლის აგურის გალავნით იყო შემოზღუდული. ცოდვილებს სატანა ფიწლით დასწვდებოდა ხოლმე და იმ კედელს გადაღმა მოისროდა, სადაც ისინი სამარადისოდ თუხთუხებდნენ ნელ ცეცლხზე, ...

ჰარპერ ლი - ნუ მოკლავ ჯაფარას

Image
მისტერ ლისა და ელისს, პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად „ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო“, - ჩარლზ ლემი მეიკომი ძველი ქალაქია. ჩემს ადრეულ მოგონებებში იგი დაღლილ ძველ ქალაქად აღიბეჭდა: წვიმიან ამინდში ქუჩები მოწითალოდ იტბორებოდა, ტროტუარებზე ბალახი იზრდებოდა, მოედანზე საცოდავად ჩაწოლილიყო სასამართლოს გადაბრეცილი შენობა; მაშინ თითქოს უფრო ცხელოდა კიდეც... მახსოვს, როგორ დაძრწოდა ქუჩებში ზაფხულის სიცხისგან აქასქასებული მურია; როგორ იგერიებდნენ ბუზებს ჰუვერის ურიკებში შებმული დასიცხული ჯორები, მუხებქვეშ რომ შეეფარებინათ თავი. ქალაქელ კაცებს გახამებული ტკიცინა საყელოები დილის ცხრა საათისთვის უკვე მოემჩვარებოდათ ხოლმე, მანდილოსნები კი, მართალია ჯერ დილაუთენია, მერე კი ნაშუადღევის ძილის შემდეგაც ბანაობდნენ, მიმწუხრისთვის მაინც ოფლითა და სურნელოვანი ტალკით იჟღინთებოდნენ და ჩაიში ჩაბუჟბუჟებულ შაქრით მომინანქრებულ ფუნთუშებს ემსგავსებოდნენ.  მაშინ ადამიანებიც თითქოს უფრო ნელა დადიოდნენ: დარონინებდნენ მოედანზე, ყველა მაღაზიას დაივლიდნენ, მშვიდად, გულდინჯად ირჯებოდნენ. და თუმც დღე-...