რა საიდუმლოს მალავენ ნახატები? (16 ფოტო)

რაფაელი - „სიქსტის მადონა“, 1512წ.

თუკი ნახატის მარცხენა კუთხეში ღრუბლებს დააკვირდებით, ანგელოზთა სახეებს აღმოაჩენთ.

 ***

დომენიკო გირლანდაიო - „მადონა წმინდა იოანესთან ერთად“ 

ეს ნახატი მკვლევართათვის დღემდე ამოცანაა - ღვთისმშობლის მხარს ზემოთ ჩანს უცნობი საგანი, ერთი შეხედვით, ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ჰგავს.

***

კარლ ბრიულოვი - „პომპეის უკანასკნელი დღე“, 1833წ.

ამ ტილოზე თქვენ ცნობილი ადამიანების ნახვა შეგიძლიათ. მათ შორის არიან მხატვარი კარლ ბრუილოვი და მისი საყვარელი ქალი იულია სამოილოვა. 

***

პიტერ ბრეიგელ უფროსი - „ჰოლანდიური ანდაზები“, 1559წ.

პიტერ ბრეიგელ უფროსის ამ ტილოს ყურებისას, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყველა გაგიჟდა, თუმცა ...  ეს ტილო 100-ზე მეტი ჰოლანდიური ანდაზის ილუსტრაციაა - მაგალითისთვის - „ვიღაც ცხვარს კრეჭს, ვიღაც - ღორს“.

***

მიქელანჯელო - „ადამის შექმნა“, 1512წ.

არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სიქსტის კაპელის ფრესკაზე - „ადამის შექმნა“, მიქელანჯელომ ადამიანის ტვინი გამოსახა. ღმერთის უკან არებული ფიგურები და კონტურები ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინის სურათს.

***

იან ვან ეიკი - „არნოლფინის ოჯახის პორტრეტი“, 1432წ.

ამ ნახატზე იან ვან ეიკმა საკუთარი ავტოპორტრეტიც გამოსახა. თუკი ნახატს კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ წყვილის უკან დაკიდებული სარკე მხატვრის ფიგურას ირეკლავს.

***

ტივადარ ჩონტვარი - „მოხუცი მეთევზე“, 1902წ.

მხატვრის ეს ტილო ერთი შეხედვით მოხუცი მეზღვაურის პორტრეტს ჰგავს, თუმცა, თუკი მის ცენტრში სარკეს მოათავსებთ, ნახატზე ღმერთისა და სატანას ნახვას შეძლებთ. 

***

ლეონარდო და ვინჩი - „საიდუმლო სერობა“, 1495-1498წწ.

ლეონარდო და ვინჩის ფრესკაზე - „საიდუმლო სერობა“, ქრისტესა და იუდას მსგავსი სახასიათო ნიშნები აქვთ. ეს შემთხვევითი არ არის, როდესაც მხატვარმა იუდას დასახატად მოდელი იპოვნა, აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანი თავის დროზე ქრისტეს მოდელად გამოიყენა. 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში