რა მოხდა შერლოკ ჰოლმსის ცხოვრებაში 31 ოქტომბერს?

1892 წლის 31 ოქტომბერს, არტუტ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ გამოიცა. წიგნი იმ მოთხრობებს აერთიანებდა, რომელსაც არტურ კონან დოილი 1887 წლიდან, ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა.

კონან დოილი შოტლანდიაში დაიბადა, სადაც, ედინბურგის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ აქ, ახალგაზრდა კონან დოილი შეხვდა დოქტორ იოსებ ბელს, პროფესორს, რომელიც განსაკუთრებული დედუქციური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ წლების შემდეგ, შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟზე მუშაობისას, კონან დოილის ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო სწორედ დოქტორი ბელი იყო.

სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ, არტურ კონან დოილი ლონდონში გადავიდა, სადაც, მცირე სამედიცინო პრაქტიკის გამო, წერისთვის თავისუფალი დრო რჩებოდა. 1891 წლიდან მოყოლებული, შერლოკ ჰოლმსის ისტორიები „The Strand magazine“-ში ქვეყნებოდა. ამის შემდეგ, კონან დოილმა სამედიცინო პრაქტიკა შეწყვიტა და მთელი დრო წერას დაუთმო.

„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს“ ამ სერიის სხვა წიგნებიც მოჰყვა: „შერლოკ ჰოლმსის მოგონებები“ (1894), „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“ (1905), „შერლოკ ჰოლმსის ჩანაწერების წიგნაკი“ (1927). 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში