ცნობილი შედევრების დელიკატური საიდუმლოები (7 ფოტო)


***

სალვადორ დალი - „ფიგურა ფანჯარასთან“, 1925წ.
ცნობილი ტილო - „ფიგურა ფანჯარასთან“ სალვადორ დალიმ - 1925 წელს, 21 წლის ასაკში დახატა. ამ ნახატისთვის მხატვრის და - ანა მარია პოზირებდა. 

დროთა განმავლობაში და-ძმას ურთიერთობა დაეძაბა. დალის ისიც კი უთქვამს, „ზოგჯერ ჩემი დის ნახატს ვაფურთხებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს“-ო. სალვადორს არც ანა მარია ჩამორჩა, რომელმაც ძმის მიმართ დამოკიდებულება საკუთარ წიგნში - „დის თვალით დანახული სალვადორ დალი“ აღწერა.

სალვადორ დალი - „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“, 1954წ.
ამის პასუხად, 1954 წელს, სალვადორ დალიმ შექმნა ტილო - „ახალგაზრდა ქალწული, რომელიც საკუთარი უმწიკვლოებით კმაყოფილდება“. 

***

რემბრანდტ ვან რეინი - „დანაე“, 1636-1647წწ.
60-იან წლებში, რენტგენის სხივებით გაშუქების შემდეგ, მკვლევარებმა რემბრანდტ ვან რეინის ტილოზე - „დანაე“, საიდუმლო დეტალები აღმოაჩინეს. ნახატის პირველად ვერსიაში დანაეს მხატვრის მეუღლის - სასკიას სახე ჰქონდა. სასკია 1642 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც, რემბრანდტმა ნახატი შეცვალა და დანაე საკუთარი საყვარლის სახით წარმოადგინა. 

***

ვინსენტ ვან გოგი - „საძინებელი არლში“, 1888-1889წწ.
1888 წელს, ვინსენტ ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთში, კერძოდ კი არლში გადასახლდა. მხატვარმა პატარა სტუდია იქირავა და ამავე წლის ოქტომბერში საკუთარი საძინებლის ხატვა დაიწყო. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ტილოსათვის შერჩეული ფერთა „უცნაური“ გამით, მხატვარი კომფორტსა და უსაფრთხოებას უსვამდა ხაზს, თუმცა...

ვან გოგიგს შემოქმედების მკვლევარებს სხვაგვარი ახსნა აქვთ. მათი აზრით, ნახატზე მუშაობისას, ვინსენტი ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდა, ეს კი ფერების აღქმაში უშლიდა ხელს.

***

ლეონარდო და ვინჩი - „მონა ლიზა“, 1503-1519წწ.
ლეონარდო და ვინჩის - „მონა ლიზა“ სრულყოფილებითა და მისტიურობითაა ცნობილი, თუმცა ხელოვნების ამერიკელი სპეციალისტი (შეთავსებით დანტისტი) - იოსებ ე. ბორკოვსკი, მიიჩნევს, რომ და ვინჩის ტილოზე ასახულ ქალს კბილები აკლია. 

ბორკოვსკი აცხადებს, რომ მონა ლიზას გამომეტყველება ძალიან ჰგავს იმ ადამიანებისას, რომელთაც წინა კბილები აკლიათ.

***

ეჟენ დელაკრუა - „თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი“, 1830წ.
ხელოვნების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეჟენ დელაკრუას ტილოს „თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი“ ინსპირაცია მრეცხავი - ანნა შარლოტა იყო. ქალი ბარიკადებზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ძმა მოუკლეს. განრისხებულმა ანნა შარლოტამ 9 მცველი მოკლა. 

დელაკრუამ ქალი მკერდმოშიშვლებული გამოსახა. მხატვრი თვლიდა, რომ მოშიშვლებული მკერდი გამბედაობის, თავის მიძღვნისა და დემოკრატიის ტრიუმფის სიმბოლოა. ამავდროულად, მოშიშვლებული მკერდი თავისუფლების სიმბოლოცაა, ანნა შრლოტა ხომ კორსეტს არ ატარებს...

***

პოლ გოგენი -  „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ 1897-1898წწ.
პოლ გოგენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო - „საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ?“ მარჯვნიდან-მარცხნივ უნდა „წაიკითხოთ“. ნახატი ადამიანის სულიერი და ფიზიკური ცხოვრების ალეგორიაა, რომელიც დაბადებით იწყება და გარდაცვალებით სრულდება. 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში