ლეონარდო და ვინჩი - ატლანტიკური კოდექსი


ნაწყვეტი ბაჩანა ბრეგვაძის ესსედან - „ნიკოლო მაკიაველი“

ლეონარდო და ვინჩის „ატლანტიკურ კოდექსში“ ავტორის ცაცია ხელით ჩაწერილია მომწამლავ ნივთიერებათა (თანადროული ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური იარაღის პროტოტიპი) დამზადების რამდენიმე რეცეპტი:

„აიღე დარიშხანი და გოგირდს ან რეალგარს შეურიე იგი. საშუალება - ვარდის წყალი. გამოხდილი გომბეშოს სისხლი. ცოფიანი ძაღლის დუჟი და გამოხდილი შინდის წვენი. ტარენტული ობობა. სპილენძის ჟანგისა და შხამიანი კირის ფხვნილი ხომალდებზე შესატყორცნად“...

ან კიდევ:

„გალერებზე შხამიანი ფხვნილის შესაფრქვევად: ერთად დანაყილი კირი, აურიპიგმენტი, სპილენძის ჟანგი პატარა ბალისტებით უნდა ისროლო მტრების შუაგულში.

მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ ქარმა შენკენ არ შემოაბრუნოს ეს მტვერი. ანდა ცხვირ-პირი აკრული გქონდეს სველი ტილოთი, რომელიც ხელს უშლის მტრის შეღწევას“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში