პაბლო პიკასო, ავინიონელი ქალიშვილები და კუბიზმის დაბადება

როცა მაქს ჟაკობი იხსენებდა, „როგორ დაიბადა კუბიზმი“, გვიყვებოდა, თუ ერთხელ მატისთან გამართულ სადილზე, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდნენ პიკასოც, აპოლინერიც და სალმონიც, სახლის პატრონმა როგორ უჩვენა პიკასოს შავი ხისაგან გამოკვეთილი სკულპტურა.

პიკასოს მთელი საღამო ხელიდან აღარ გაუშვია იგი. მეორე დღეს საღამოს კი, როცა ჟაკობი მივიდა მასთან ბატო-ლიავუარში, სახელოსონს იატაკი მთლიანად მოფენილი დახვდა ქაღალდებით:

„ყოველ ფურცელზე გამოხატული იყო თითქმის ერთი და იგივე ქალის სახე: ცალი თვალი, ბაგეს შერწყმული, გადამეტებულად გრძელი ცხვირი და მხრებზე ჩამოშლილი ხვეული თმა.

პაბლო პიკასო - „ავინიონელი ქალიშვილები“, 1907წ.
მერე ეს ქალი პიკასოს ტილოებზეც გამოჩნდა, ოღონდ ერთის ნაცვლად იქ უკვე ორი ან სამი ქალი იყო გამოყვანილი ერთად, ამას მოჰყვა „ავინიონელი ქალიშვილები“ - მთელი კედლის სიდიდის სურათი.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში