პიერ ოგიუსტ რენუარი - ნამდვილი ხელოვნება აუწერელი და მიუბაძველი უნდა იყოს...

„გინდათ გითხრათ, ჩემი აზრით, რა თავისებურებები განსაზღვრავს ნამდვილ ხელოვნებას? - ჰკითხა ერთხელ უკვე მოხუცმა რენუარმა თავის მომავალ ბიოგრაფს - ვალტერ პახს. 

- იგი უნდა იყოს აუწერელი და მიუბაძველი... ხელოვნების ნაწარმოები თავს უნდა დაესხას მაყურებელს, მთლიანად დაიპყროს იგი და თან გაიტაცოს.

ხელოვნების ნაწარმოებში მხატვარი გადმოგვცემს თავის ვნებებს, ეს დენია, რომელსაც იგი გამოუშვებს და იზიდავს მაყურეველს თავისი სამფლობელოსკენ“.

პიერ ოგიუსტ რენუარი - ქოლგები, 1881-1886
რენუარს ერთხელ აღმოხდენია: 

„როგორი დიდი მხატვარი უნდა იყო, რეპროდუქციას რომ გაუძლო!“


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში