ქალი რომის პაპის ტახტზე?!

გადმოცემის მიხედვით, 855-858 წლებში თითქოს რომის პაპის ტახრზე აღმოჩნდა ქალი - ინგლისელი იოანა. 

ლეგენდა ამბობს, რომ შემდგომ ეკლესია გულმოდგინედ ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას და დავიწყებას.

ლეგენდისავე თანახმად, თანამედროვეებმა მამაკაცურად ჩაცმულ პაპში თითქოს ქალი შეიცნეს მაშინ, როცა იოანამ ერთ-ერთი საზეიმო პროცესიის დროს პირდაპირ შუა ქუჩაში იმშობიარა და იქვე გარდაიცვალა.

ასევე გადმოცემის მიხედვით, იოანას პაპობის მითი თუ რეალობა თვით იან ჰუსმა გამოიყენა პაპობის წინააღმდეგ. მან კონსტანცის საეკლესიო კრებაზე განაცხადა, რომ ეკლესიას შეუძლია უპაპოდ არსებობა, რადგან ორნახევარი წელიწადი პაპის ტახტზე ქალი იჯდაო.

კრებაზე მყოფი 22 კარდინალი, 49 ეპისკოპოსი და 272 ღვთისმეტყველი ამ გამანადგურებელ განცხადებას თითქოს სამარისებური სიჩუმით შეხვდა.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში