ვან გოგი, მონა ლიზა, ვენერა და გოგონა მარგალიტის საყურით დღეს...
Get link
Facebook
X
Pinterest
Email
Other Apps
როგორ „გამოიყურებიან“ ვან გოგი, მონა ლიზა, ვენერა და გოგონა მარგალიტის საყურით დღეს? იხილეთ იაპონელი დიზაინერის - შუსაკო ტაკაოკას კრეატიული ფოტო-მანიპულაციები...
თარგმნა ზურაბ ცერცვაძემ ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო. დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. მეორე დღეს კი ქრისტეშობის დღესასწაული იყო. ამ ფულით იგი ვერაფერს იყიდდა. დელა თავის დანჯღრეულ ტახტზე დაეგდო და მწარედ აქვითინდა. მძიმე წუთებში ადამიანი სულიერი მდგომარეობის სამ ეტაპს გაივლის: ჯერ სასოწარკვეთილება იპყრობს, მერე მშვიდდება, შემდეგ კი ეღიმება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი საბოლოოდ შეეგუა თავის მდგომარეობას. ამ ეტაპებიდან მთავარია მეორე - დამშვიდება. ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდებოდეს, ე.ი. პირველიდან მეორე ეტაპზე გადავიდოდეს, თვალი შევავლოთ ოთახს, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ოთახი მას ავეჯთან ერთად ჰქონდა დაქირავებული რვა დოლარად თვეში. ოთახი არ იყო მათხოვრული ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა. ქვემოთ, ვესტიბულში შემოსასვლელ კარზე ...
სამასი წელიც რომ იცოცხლო ნეტარებაში, რომლის ღირსი არა ხარ, ისიც კი არარაობაა მომავლის მარადიულ და უსაზღვრო ნეტარებასთან შედარებით. გი დე პედაკორი. “ჩანაწერები ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ”, იაპონური თარგმანი. 1599წ. სიკეთისათვის აღძრული ადამიანი შეიცნობს სიტკბოებას საიდუმლოისას, ღვთაებრივ მოძღვრებაში რომაა დაფარული. Imitatione christi. I უხსოვარი დროის წინათ, იაპონიის ქალაქ ნაგასაკში, სანტა ლუჩიას ეკლესიაში ცხოვრობდა ყმაწვილი იაპონელი, სახელად ლორენცო. როგორც მოგვითხრობენ, იგი შობის ღამით სალოცავად მოსულ ქრისტიანებს უპოვიათ ტაძრის შესასვლელთან, შიმშილისაგან მთლად დაოსებული, მოუსულიერებიათ, მერე კი პატერენს შებრალებია და აღსაზრდელად აუყვანია. როდესაც ყმაწვილს ეკითხებოდნენ ვინაობას, იგი ჩვეულებრივ ალალი ღიმილით პასუხობდა, რომ მისი სამშობლოა პარაისო, ხოლო მამა - დეუსუ, და არც ერთხელ არ დასცდენია სიმართლე. ჩანდა, მისი მშობლები არ იყვნენ წარმართები. ამაში დასარწმუნებლად საკმაო იყო შეგეხედათ ქარვის კრიალოსნისთვის მის მაჯაზე. სწორედ ამიტომ, წმინდა მამამაც და ძმებმაც უკუაგდეს ყოვეგ...
1957 წლის 13 აპრილი კითხვა - ვინ არის მთავარი გმირი რომანისა „აბესალომ, აბესალომ!?“ აშკარაა, რომ სატპენი, თუმცა იმასაც ამბობენ, ქვენტინი არისო. მაინტერსებს, ბოლოს და ბოლოს ვინ არის მთავარი გმირი? ფოლკნერი - მთავარი გმირი სატპენია, დიახ. ეს არის ამბავი კაცისა, ვისაც ვაჟიშვილის ყოლა სურდა და იმდენი ვაჟი ჰყავდა, იმდენი, რომ სწორედ მათ დაღუპეს სატპენი. რომანში გაკვრით მოთხრობილია ქვენტინ კომპსონის სიძულვილიც თავისი საყვარელი ქვეყნის მანკიერი თვისებებისადმი. მაგრამ მთავარი გმირი სატპენია, კაცი, ვისაც ვაჟიშვილების ყოლა უნდოდა. კითხვა - სერ, ამავე წიგნთან დაკავშირებით მაინტერესებს, თქვენი ჩანაფიქრის მიხედვიტ როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება მისტერ კოლდფილდისადმი, ელენის მამისადმი? ფოლკნერი - როგორ გითხრათ, ჩემი დამოკიდებულება ის გახლავთ, რომ იგი გასაცოდავებული კაცი იყო. ვერაფერს გეტყვით, როგორი უნდა იყოს მკითხველის დამოკიდებულება. მაგრამ მე ახლაც თანაგრძნობით ვუყურებ და მებრალება იგი. ჩემი აზრით, კოლდფილდი საცოდავი კაცია... კითხვა - სერ, რა შეთანხმება დადეს გუდჰიუ კოლდფ...