გსურთ შეისწავლოთ ვალირიული ან დოთრაკიული ენა?

ვალირიულისა და დოთრაკიული ენების შესწავლა დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟების ენის შემსწავლელი ექვსკვირიანი კურსი დანერგეს.

საინტერესოა, რომ ჯორჯ მარტინის საგაში, რომლის მიხედვითაც არის გადაღებული სერიალი, ორი ენაა ნახსენები. თუმცა მარტინს ფონეტიკის და ლექსიკის მაგალითები არ მოუყვანია. ტელესერიალისთვის ენა ლინგვისტმა, ბერკლის კურსდამთავრებულმა დევიდ პიტერსონმა დაწერა.

სასწავლო კურსის სახელწოდება ასეთია: „სამეფო კარის თამაშების ლინგვისტიკა და ენის გამოგონების ხელოვნება“.

Berkeley News-ის ინფორმაციის კურსის დროს პედაგოგი ყურადღებას არა სერიალის გმირებზე, არამედ ფილოლოგიასა და ენის წამოქმნის დეტალებზე გაამახვილებს.

დევიდ პიტერსონი დოთრაკიული ენის კურსს პირველად ჩაატარებს. მანამდე ამ ენის შესწავლა ონლაინ-კურსისა და სახელმძღვანელოს გამოყენებით იყო შესაძლებელი.

ცნობილია, რომ დოთრაკიულში არსებით სახელს ხუთი ბრუნვა და სიტყვების მკაცრად განსაზღვრული რიგითობა აქვს. 

მსოფლიოში ცნობილ სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის პრემიერა 16 ივლისს არის დაგეგმილი.

წყარო: BBC

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში