ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა...

ამერიკელი ნეოექსპრესიონისტის ნამუშევარი „სოთბის“ აუქციონზე 110,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ჟან-მიშელ ბასკიას 1982 წლის უსათაურო ნამუშევარი საწყისს ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირად გაიყიდა.

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ბასკიას ნახატისთვის „ბრძოლა“ რამდენიმე მყიდველს შორის 10 წუთზე მეტი გაგრძელდა.

გამარჯვებული იაპონელი მილიარდერი გახდა. რომელსაც ტანსაცმლის ცნობილი ინტერნეტ-მაღაზია ეკუთვნის. მისივე თქმით, ბასკიას ნამუშევარი მისი მშობლიური ქალაქის - ტიბას მუზეუმის კოლექციაში საპატიო ადგილს დაიკავებს. 

„სოთბის“ აუქციონამდე, ჟან-მიშელ ბასკიას აღნიშნული ნახატი გასაყიდად 1984 წელს გამოიტანეს. მაშინ მხატვარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მაშინ მისი ნამუშევარი 19 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

აქამდე, ბასკიას ნახატი ყველაზე ძვირად 2016 წელს, 57 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს.

18 მაისს გამართული აუქციონოდან „სოთბიმ“ 319,2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. გაიყიდა ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან: პაბლო პიკასოს შვილიშვილი მარინა (10 მილიონი დოლარი), როი ლიხტენშტეინი (24 მილიონი), გერჰარდ რიხტერი (15 მილიონი) და რობერტ რაუშენბერგი (12 მილიონი).

წყარო - Flashnews
BBC

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში