ფრიდრიხ ჰეგელი - მიზანი ამართლებს საშუალებებს?!

„თვით მაკიაველის მიზანსაც კი - იტალიის ამაღლებას სახელმწიფოს დონემდე - ბრმად უარყოფენ ისინი, ვინც მაკიაველის შემოქმედებაში მხოლოდ ტირანიისაკენ მოწოდებას, მხოლოდ პატივმოყვარე მჩაგვრელისათვის ოქროს ჩარჩოში ჩასმულ სარკეს ხედავენ. 

ხოლო თუ ამ მიზანს მაინც აღიარებენ, მაშინ ამაზრზენად აცხადებენ მის მიერ შემოთავაზებულ საშუალებებს და სწორედ აქ ეძლევა ფართო გასაქანი მორალისტურ თეორიებსა და სხვადასხვა ბანალურ აზრს, როგორც, მაგალითად, იმას, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს და ა.შ.

მაგრამ აქ ლაპარაკიც კი ზედმეტია საშუალებების თავისუფალ არჩევანზე; განგრენამოდებულ ასოებს ლავანდის წყლის ვერ უმკურნალებ.

მდგომარეობას, როცა საწამლავსა და მიპარვით მოკვლას ჩვეულებრივ საშუალებებად იყენებენ, ზერელე ღონისძიებებით ვერას უშველი.

ხრწნილების ზღვარზე მიმდგარი ცხოვრების გარდაქმნა მხოლოდ მოძალადური მოქმედებებითაა შესაძლებელი“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში