ხორხე ლუის ბორხესი - მთელი ჩემი ცხოვრება

კიდევ ერთხელ კეთილმახსოვარი ბაგეები ისეთივე

ერთადერთია, როგორც თქვენ.

მე განვიცადე სიხარულის სიახლოვე და ტანჯვის ინტიმი.

მე გადავცურე ზღვა.

მე ვესტუმრე მრავალ ქვეყანას. მე შევხვდი ერთადერთ ქალს

და სამ თუ ოთხიოდე მამაკაცს.

მე მიყვარდა გოგო, ამაყი და სუფთა, ესპანურად მშვიდი.

მე ვნახე უსასრულო გარეუბნები, რომლებშიც განსახიერდა

დაისების დაუმცხრალი უკვდავება.

მე დავაგემოვნე მრავალრიცხოვანი სიტყვა.

მე დავრწმუნდი, რომ ამით ყველაფერი ამოწურულია,

რომ მე ვერ გავაკეთებ და ვერ ვნახავ რაიმე ახალს.

მე მჯერა, რომ ჩემი დღეების სიღარიბითა და სიმდიდრით

ღმერთს და ყველა ადამიანს ვუთანაბრდები.


ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Popular posts from this blog

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი, მხატვრის წიგნი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

ზვიად გამსახურდია - XX საუკუნის ამერიკული პოეზია