ბოტიჩელის - „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები თბილისში გამოიფინება

ბოტიჩელის  ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში


5 ოქტომბრიდან  - 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება – „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი -სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". 

ბოტიჩელი - სილამაზე

სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი „ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა“ რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. (პროექტი "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფომუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზასთან" თანამშრომლობით).

კარავაჯო - სინათლე

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში (რომის პერიოდის ტილოებიდან-მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე).

გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო  მხატვრის ყველა ნამუშევარს ერთ სივრცეში.(Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული ეს პროექტი "Opera omnia" (წარმოუდგენელი გამოფენა) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა).

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში