ვლადიმერ ნაბოკოვი - სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება

ზოგჯერ ბედი მას უფრო გაუღიმებს, ვინც იღბალს სანთლით არ დაეძებს.

***

პირველი მოგონება არასდროს იცვლება.

***

როგორ სუფთადაც უნდა იყვიროს კაცმა, ექო უფრო ხშირად ყეფით ბრუნდება.

***

რა მოგახსენოთ, ჯენტლმენებო, ჩემი წარსულის შესახებ; იმ მხარეში დავიბადე, სადაც თავისუფლების იდეა, უფლებების ცნება, ადამიანისადმი კეთილი დამოკიდებულება გულცივ ზიზღს იმსახურებდა და სასტიკად იდევნებოდა. ისტორიის მსვლელობისას ესა თუ ის მბრძანებლები ზოგჯერ პირფერულად ღებავდნენ საერთო-სახელმწიფო ციხის კედლებს, მათ უფრო კეთილშობილი ჟანგმიწის ელფერს აძლევდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, ამა თუ იმ უფლებებს გიწყალობებთო, რომლებიც უფრო ბედნიერ ქვეყნებში თავისთავად იგულისხმებოდა; მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ამ უფლებებით ან მხოლოდ ციხის ზედამხედველები სარგებლობდნენ, ან მათში რაღაც ფარულ ცოდვას ჩაებუდებინა, რაც მათ ყველაზე დაუფარავი დესპოტიზმის პირობებში გამოცემულ დეკრეტებზე უფრო მწარეს ხდიდა... იმ მხარეში ყველა, ვინც ტირანი არ იყო, მონად მიიჩნეოდა. და ვინაიდან უარყოფდნენ, რომ ადამიანს სული და მისთანები ჰქონდა, ხალხის სამართავად და სახელმძღვანელოდ ფიზიკური ტკივილის მიყენება საკმარის ეფექტს იძლეოდა... დროდადრო ისეთი მოვლენაც ხდებოდა, რევოლუციას რომ უწოდებენ, რომელიც მონებს ტირანებად, ტირანებს კი მონებად აქცევდა... პირქუში ქვეყანაა, ჯენტლმენებო, საშინელი, და თუკი ცხოვრებაში რამეში ვარ დარწმუნებული, ეს მხოლოდ ისაა, რომ დევნილობის თავისუფლებას არასდროს გავცვლი სამშობლოს ბოროტ პაროდიაში...

***

წიგნი, როგორც ასეთი, ვერ იარსებებს დაუხვეწავი მანუსკრიპტის სახით შექმნილ თავისივე აჩრდილთან ერთად - მას ხომ ყველა ნაკლი სამზეოზე აქვს გამოტანილი მხარზემოდან მომზირალი შურისმაძიებელი მოჩვენების მსგავსად.

***

საკვები უპირველესი რგოლია, რომელიც ჩვენ გარშემო ქაოსურად მოძრავ მატერიებთან გვაკავშირებს.

***

ძველ წერილებს ძლიან არ უყვართ, როდესაც ფურცლავენ.

***

კოშკებზე მოთავსებული საათების რეკვის წკრიალა ხმა, ხან ზემოდან რომ გადაევლებოდა ქალაქს, ხან კი ერთმანეთს მისდევდა და შორეულ ექოდ ბრუნდებოდა უკან, რაღაც უცნაური გულის სიღრმემდე ნაცნობი სახით ერწყმოდა გაზეთების დამტარებელი ბიჭების მკივანა შეძახილებს.

***

ნუ იქნები მეტისმეტად მიმნდობი, როდესაც აწმყოს ბაგეთაგან წარსულის ამბებს ისმენ. ყველაზე პატიოსან შუამავალსაც კი ერიდე. გახსოვდეს, რომ იმას, რაც გითხრეს, სამი ეტაპი აქვს გავლილი: იგი მთხრობელმა ჩამოაყალიბა, მსმენელმა გადააკეთა, მოთხრობის განსვენებულმა გმირმა კი ორივეს დაუმალა.


მთარგმნელი - პაატა ჩხეიძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში