უოლტ უიტმენი - რა ვარ ნეტავი

რა ვარ ნეტავი ბოლოს და ბოლოს, თუ არა ბავშვი, რომელიც
ხარობს საკუთარი სახელის გაგონებით? - იმეორებს და 
იმეორებს მას.

ვდგავარ და ვუსმენ - არასოდეს ვიღლები ამით.

თქვენთვისაც იგივეა თქვენი სახელი; 

არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეგ სხვა არაფერია, თუ არა
ორჯერ-სამჯერ წარმოთქმა ერთი და იგივე სიტყვისა?


თარგმნა ზვიად გამსახურდიამ

Popular posts from this blog

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი, მხატვრის წიგნი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

ზვიად გამსახურდია - XX საუკუნის ამერიკული პოეზია