კაძუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა

თუ დაუკვირდებით: ის ნივთები, რომლებიც შეიძლება შენი პირადი საგანძური გახდეს, ურთიერთობებზეც უთუოდ იმოქმედებს.

***

ადრე თუ გვიან, რაღაცას გაიგებ, აუცილებლად გაიგებ, რადგან როცა ასეთი მომენტი დგება, ხვდები, რომ შენი არსების ნაწილი ამას კიდეც ელოდა.

***

ცხოვრების სტილის მოსალოდნელი შეცვლა ძველი მოგონებების გამოძახების ერთ-ერთი მიზეზი მაინც ხდება.

***

ჯუდი ბრიჯუოთერის კასეტას სგარეტის გამო ვმალავდი. ყდას უკუღმაც კი ვატრიალებდი, ჯუდი და მისი სიგარეტი პლასტმასის კოლოფის გახსნისთანავე რომ არ დაენახა ხალხს. თუმცა კასეტა სიგარეტის გამო როდი მომწონდა. არც ჯუდი ბრიჯუოტერის სიმღერებზე ვგიჟდებოდი. თავისი დროის ერთ-ერთი მომღერალი იყო, ბარის მუსიკას მღეროდა. ჩემთვის მთავარი გახლდათ ერთი კონკრეტული , #3 სიმღერა: „არასოდეს გამიშვა“.

ნელი, მშვიდი და ამერიკული სიმღერაა, რომელშიც მეორდება ერთი ადგილი:

„არასოდეს გამიშვა... პატარავ, ჩემო პატარავ... არასოდეს გამიშვა...“.



მაშინ თერთმეტი წლის ვიყავი და ბევრ მუსიკას არ ვისმენდი, მაგრამ ეს სიმღერა გულში ჩამივარდა. სულ ისე ვცდილობდი კასეტის გადახვევას, რომ, როგორც კი დროს ვიხელთებდი, ჩემი საყვარელი სიმღერისთვის მომესმინა.

მაინც რა მომწონდა ამ სიმღერაში? საქმე ის იყო, რომ ტექსტს წესიერად არ ვუსმენდი, მხოლოდ იმ ადგილს ველოდებოდი: „პატარავ, პატარავ, არასოდეს გამიშვა...“. წარმოვიდგენდი ქალს, რომელსაც უთხრეს, შვილი არ გეყოლებაო. ის კი მთელი ცხოვრება ბავშვებზე ოცნებოობდა. მერე სასწაული მოხდა და მაინც ეყოლა შვილი. ჰოდა, აი, გულში ჩაკრუული ბავშვით ბოლთას სცემს და ღიღინებს:

„არასოდეს გამიშვა, პატარავ...“.

თან ბედნიერია, თან ეშინია, ჩვილი ავად რომ გაუხდეს ან ვინმემ წაართვას. თავიდანვე ვეჭვობდი, რომ არასწორ ინტერპრეტაციას ვაკეთებდი, რადგან ასეთი შინაარსი ტექსტის დანარჩენ ნაწილს არ ემთხვეოდა. მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა. სიმღერა იმეაზე იყო, რაზეც მე მოვინდომებდი, და როგორც კი დროს ვიხელთებდი, ვუსმენდი და ვუსმენდი.

***

აზრი არ აქვს, მაგრამ ყველას გვჭირდება არა? ყველა დავეძებთ ჩვენს მოდელს.

***

ზოგჯერ, როდესაც წყვილის ნაწილს წარმოადგენ, ყველაფერს ისე ნათლად ვერ ხედავ, როგორც გარეშე პირი დაინახავს.

***

სამყაროს, რომელიც კიბოს განკურნებას შეეჩვია, როგორღა მოსთხოვ წამლის გადაგდებას და ბნელ დროში დაბრუნებას?

უკან დასახევი გზა არ არსებობდა.

როგორი უსიამოვნოც უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის თქვენი არსებობა, მაინც უფრო აღელვებდათ თავიანთი შვილების, ცოლების, მშობლებისა და მეგობრების დაცვა კიბოსგან, ნერვული სისტემის თუ გულის დაავადებებისგან. ჰოდა, კარგა ხანს ჩრდილში გინახავდით. ხალხი კი მთელი მონდომებით ცდილობდა თქვენზე არ ეფიქრა. თუ მაინც ფიქრობდნენ და თავს ირწმუნებდნენ, რომ ნამდვილად არ იყავით მათნაირები, ანუ ადამიანზე ნაკლები იყავით, მაშინ არც სადარდებელი არსებობდა.

[...]

ხანდახან ამ ცხოვრებაში ასეთი რაღაცეებიც ხდება და უნდა მიიღოთ. ხალხის გრძნობა და შეხედულება ჯერ ერთ მხარეს მიდის, მერე - მეორე მხარეს, თქვენ კი ამ პროცესის გარკვეულ მონაკვეთში მოგიხდათ გაზრდა-ჩამოყალიბება.

- ეს შეიძლება მხოლოდ ტენდენცია იყოს, რომელიც მოვიდა და წავიდა, მაგრამ ჩვენთვის ეს სიცოცხლეა.

***

რამდენიმე დღის წინ ვესაუბრებოდდი ჩემს ერთერთ დონორს, რომელიც ჩიოდა: ჩვენი უძვირფასესი მოგონებებიც კი საოცარი სისწრაფით ჭკნებაო. მე ამას არ ვიზიარებ. ჩემი ყველაზე ღირებული მოგონებები არასოდეს ჭკნება.


ინგლისურიდან თარგმნა - დავით აკრიანმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში